მყუდრო სახლი ფურგონში, რომელიც ქირის გადასახადს თავიდან აგაცილებთ

სულ უფრო მეტი ბრიტანელი ფიქრობს ალტერნატიული საცხოვრებლის შექმნაზე, რომლითაც საკუთარი ჭერი ექნებათ და ბინის ქირისთვის ზღაპრული თანხის გადახდა არ მოუწევთ. გადაკეთებული ავტოფურგონით შეგიძლიათ მოგზაურობით დატკბეთ და ღამისთევაზე არ ინერვიულოთ. რამდენიმე ბრიტანელმა სწორედ ასეთი გზა აირჩია.

1. რატომ შეაჩერეს არჩევანი ალტერნატიულ საცხოვრებელზე

დიდ ბრიტანეთში, უძრავ ქონებაზე ფასების ზრდამ, სადაც ყველაზე უბადრუკი და მოკრძალებული სახლიც ძვირი ღირს, მაცხოვრებლებს საცხოვრებელზე ხედვის შეცვლისკენ უბიძგა. ყველა ახალგაზრდას არ შეუძლია არა თუ საცხოვრებლის შეძენა, არამედ ქირის გადახდა, რომელსაც შემოსავლის დიდი წილი მიაქვს. ასეთი გამოუვალი სიტუაციიდან გამომდინარე ბევრი ადამიანი ცხოვრების სტილს კარდინალურად ცვლის, რომ მალე არა მხოლოდ მშვიდად, არამედ თავისუფლად ისუნთქონ.

შენიშვნა: სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს დიდ ბრიტანეთში ბინებზე ფასი 13,4%–ით გაიზარდა, რამაც ბევრ ადამიანს ალტერნატიული საცხოვრებლისკენ უბიძგა. ბრიტანელები ხშირად ირჩევენ ფურგონს, მიკროავტონუსს და წინასწარ აწყობილ საავტომობილო სახლებს, შედეგად, ასეთ სატრანსპორტო საშუალებებზე ფასი 150%–ით გაიზარდა, ხოლო მათ სარემონტო მომსახურებაზე მოთხოვნა 2000%–ით.

2. ავტოფურგონის Mercedes Sprinter–ის გადაკეთება: ემი ნიკოლსონის გამოცდილება

ემი ნიკოლსონმა, მარკეტინგის მენეჯერმა ასეთი ცხოვრების სტილი აირჩია. ის მკაცრი ლოქდაუნის პირობებში უშტატო თანამშრომელი გახდა. სწორედ მაშინ, ნაქირავები ბინის დატოვება და მშობლებთან გადასვლა გადაწყვიტა, შემდეგ კი ოცნების ასრულება დაიწყო – საკუთარი მობილური სახლის ქონა. პანდემიის გამო მისი შემოსავალი 500 დოლარია, ქირის და კომუნალურების ხარჯი 2 ათასზე მეტი იყო, ამიტომ დანაზოგის დახარჯვა უწევდა, რომ ვალებში არ ჩაფლულიყო.

„სწორედ ამიტომ, მშობლებთან დავბრუნდი, მაგრამ სრულიად დაკარგული ვიყავი. ჩემი ფსიქოლოგიური და ფინანსური მდგომარეობა ზღვარზე იყო. ცოტა დრო დამჭირდა, რომ გონს მოვსულიყავი და ცხოვრება ახლიდან დამეწყო. მოგზაურობა ყოველთვის მიყვარდა და მომთაბარე ცხოვრების წესი მიზიდავდა. როცა მამამ ფურგონის ყიდვა შემომთავაზა, ამ იდეას ენთუზიაზმით ჩავეჭიდე“ – წერს გოგონა სოციალურ ქსელ Instagram-ზე.

ბევრი თავისუფალი დროიდან გამომდინარე მობილური სახლის ბიუჯეტურად მოწყობის იდეებს ინტერნეტში ეძებდა, თან მეორად მანქანებში ვარიანტებს არჩევდა. Mercedes Sprinter–ში თითქმის 14 ათასი დოლარი გადაიხადა. ამ თანხას წლების განმავლობაში სახლის საყიდლად აგროვებდა. ფურგონის კომფორტულად მოსაწყობად საკუთარი ავტომობილის გაყიდვა მოუწია. სამუშაო ნაწილი თავად ან მამის დახმარებით შეასრულა. მამა ფურგონის შიდა ნაწილის დაშლაში, ფარული ელექტროსადენების გაყვანაში, სახურავზე ფანჯრის შექმნასა და იზოლაციის დაგებაში დაეხმარა.

ხოლო საბოლოო წვრილმანების და ავეჯის საკითხი თავად მოაგვარა. შიდა სივრცეში საფარად ნატურალური, მეორეხარისხოვანი ხე გამოიყენა. ავეჯისთვის უფრო ხარისხინი ფიცრები გამოიყენა, საქმეში ჩაერთო ძველი ნივთები, რომლებიც მეგობრებმა და ნაცნობებმა უპოვეს. სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებში გამოუცდელი გოგო ვიდეორგოლების დახმარებით ხის მასალის დამუშავებას და სხვადასხვა ინსტრუმენტზე მუშაობას (საბედნიეროდ, მამას ყველაფერი ჰქონდა) სწავლობდა.

შედეგად, მინისახლში სასიამოვნო ინტერიერი შექმნა. უპირატესად თეთრი ფერი გამოიყენა, რომ პატარა სივრცის დამთრგუნველი გრძნობა მოეშორებინა და სანაპიროს ატმოსფერო შეენარჩუნებინა.

არა მხოლოდ მოგზაურობა, არამედ დისტანციურად მუშაობა რომ შეძლებოდა, მზის პანელები და მობილური როუტერი შეიძინა, რომელიც Wi-Fi–ს უზრუნველყოფს. ახლა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი სახლი აქვს და თვეში 2 ათასი დოლარის დაზოგვა შეუძლია. ასე თავისი სიამოვნებისთვის ცხოვრობს, ბინის ქირაზე არ დარდობს და არ ფიქრობს, რომ კვლავ ბინის დაქირავება მოუწევს.

3. დაოჯახებული წყვილის, ელი ფიშვიკის და ბენა პოლარდის ახდენილი ოცნება

დაოჯახებული წყვილი, ელი ფიშვიკი და ბენა პოლარდიც ამ გზას დაადგნენ. მათ ზომიერი, მაგრამ ვალებში ცხოვრება თავისუფლად გადაადგილებაში გაცვალეს. წლების განმავლობაში იპოთეკაზე ფულის დაგროვებას ცდილობდნენ, მაგრამ ეპიდემიის დროს კრიზისის გამო მათი ძალისხმევა უშედეგოდ დასრულდა. ახალგაზრდებს ნაქირავები ბინის დატოვება მოუწიათ, რომ ავტოფურგონში ახალი ცხოვრება დაეწყოთ. ფურგონი კი თავად მოაწყვეს.

მათ ძველი ავტომობილი იყიდეს და 5 თვე მის სრულად გადაკეთებას მოანდომეს. მათთვის საცხოვრებლად მინიმალური კომფორტული პირობების ორგანიზება მნიშვნელოვანი იყო. „ადრე ფულის უქონლობა და თვიდან თვემდე თავის გატანაზე ფიქრი არ გვასვენებდა. ახლა ეს არ გვადარდებს. თან შეგვიძლია იქ წავიდეთ, სადაც გვსურს“ – ამბობს ელი.

Novate–ს ინფორმაციით წყვილმა მოკრძალებული ავტოფურგონის შესაძენად მხოლოდ 3,5 ათასი დოლარი დახარჯა. ამდენივე დახარჯეს მის მოწყობაზე (შედარებისთვის: მოკრძალებული სახლის საშუალო ფასი 460 ათასი დოლარიდან იწყება). ერთადერთი, მათ ვერ გამონახეს საშხაპე ადგილი უნიტაზით, ამიტომ მოგზაურობისას მხოლოდ სპეციალურად აღჭურვილ ადგილებში გაჩერება შეუძლიათ. „ახლა ჩვენი ხელფასი გვყოფნის იმისთვის, რომ მშვიდად ვიცხოვროთ და ხვალინდელ დღეზე არ ვიდარდოთ. შესაძლოა, ახლა სახლისთვის ფულის დაგროვებაც შევძლოთ, რადგან ყოველთვიური გადასახადები აღარ გვაქვს“ – გვიზიარებს თავის გეგმას ცოლ–ქმარი.