ინტერიერის 7 საინტერესო მაგალითი წარსულიდან, რომელიც თამამად შეგიძლიათ თანამედროვე ბინაში გამოიყენოთ

ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ახალი ტექნოლოგია და დიზაინერული იდეა ჩნდება, მაგრამ ზოგიერთი ტრენდი, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, დღემდე აქტუალურია. ზოგი საერთოდ არ შეცვლილა, ზოგი ახლებურად გამოიყენება. Novate მათგან ყველაზე პოპულარულზე გიამბობთ.

ხრიკი 1: მინის ფილები

პირველად, ეს მასალა გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოიყენეს. სანამ ბინამდე მიაღწევდა, „გაიცნო“ აბანო, აუზი და სხვა საზოგადოებრივი სივრცე. აი სახლის სველ წერტილში იშვიათად გვხდებოდა.

დღეს მინის ფილა ინტერიერის უცვლელი ნაწილია: მას იყენებენ საშხაპე კაბინის ნაწილად, სივრცის დასაყოფად, დეკორატიული ტიხრისთვის და ა..შ. მაგალითად, მინის კედლით შეგიძლიათ გამოყოთ სამზარეულო და მისაღები, საძინებელი და კაბინეტი, აბაზანა და უნიტაზი. მსგავსი გადაწყვეტილების მთავარი უპირატესობაა ტენიანობის გამძლეობა, ხმის იზოლაცია, სიმტკიცე. გამჭვირვალე მინის ბლოკები ერთდროულად პლიუსი და მინუსია. ერთი მხრივ, ასე მზის სინათლე უპრობლემოდ აღწევს, შედეგად, გამოყოფილი ზონა ბუნებრივ სინათლეს მოკლებული არაა. მეორე მხრივ, პირად სივრცეზე საუბარი არაა, მინიდან ხომ კარგად ჩანს, რას აკეთებს ადამიანი „მეზობელ ოთახში“.

ხრიკი 2: სტუკო

თაბაშირის სტუკო მოდური იყო არა მხოლოდ საბჭოთა ეპოქაში, არამედ მრავალი საუკუნის წინ. ის სიმდიდრის, ფუფუნების, სტატუსის მაჩვენებელი იყო, მაგრამ ძალიან პომპეზურად გამოიყურებოდა. დღეს მსგავსი ნივთები პოპულარობით არ სარგებლობს, რადგან ყველას სიმარტივე და სიმსუბუქე იზიდავს, ამიტომ თანამედროვე სტუკო ცოტა განსხვავებულია: უფრო ლაკონური გახდა, მაგრამ საზეიმო იერი შეინარჩუნა.

მაღაზიებში შეგიძლიათ იპოვოთ არა მხოლოდ თაბაშირის, არამედ პოლიურეთანის ქაფისგან დამზადებული, რომელიც უფრო მსუბუქი და ბიუჯეტური მასალაა. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ინტერიერში არ ჯდება. მაგალითად, ჰაიტექს, მინიმალიზმს, პროვანსს ვერ „ემეგობრება“, ხოლო ნეოკლასიკის, არდეკოს ან ისტორიულ ინტერიერში გონივრულია. კონტრასტზე შეგიძლიათ ითამაშოთ და ლოფტის სტილის ჭერზე დატოვოთ. ამ შემთხვევაში ფართო კარნიზი და მოლდინგი კარგად გამოიყურება.

ხრიკი 3: ქვის დეკორი

90-იან და 2000-იან წლებში შეძლებული ხალხი, რომელთაც სტატუსზე ხაზგასმა სურდათ, ბინაში ე.წ. ევრორემონტს აუცილებლად აკეთებდა. იმ დროს მოდაში იყო ქვა: ხელოვნური და ნატურალური. ჩვეულებრივ, ძვირადღირებულ მასალას შპალერის ან საღებავის დამატებით ნაწილად იყენებდნენ, რადგან მთელი კედლის ქვით დაფარვა ძვირი იყო. დღეს მსგავსი ხრიკი აქტუალური დიდად არაა, ამიტომ მარმარილოს პანელებმა და აგურის კედლებმა ჩაანაცვლა. აგური ბიუჯეტური და უნივერსალური ვარიანტია, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს ერგება. მასალა შეგიძლიათ სამზარეულოს წინსაფრის გასაფორმებლად ან მისაღებში აქცენტური კედლისთვის გამოიყენოთ.

რაც შეეხება მარმარილოს პანელებს, ინტერიერში მისი ჩართვა უფრო რთულია, რადგან ყველა ბინაში ჰარმონიულად ვერ ჯდება. ოპტიმალური ვარიანტი: თანამედროვე კლასიკურ და მინიმალისტურ სივრცეში გამოიყენეთ.

ხრიკი 4: სკივრში შენახვა

სკივრი ქართულ ინტერიერში წლებია გვხდება. ადრე ერთგვარ გარდერობის როლს ასრულებდა, სადაც მზითევს და სახლის ტექსტილს ინახავდნენ. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ეპყრობოდნენ ჩვენი წინაპრები ამ ნივთს, გირჩევთ, არ უგულებელყოთ და ბინაში ღირსეულად გამოიყენოთ. მაგალითად, სკივრი შეგიძლიათ ლოგინის ბოლოში დადოთ და შიგნით თეთრეული ჩააწყოთ. თუ სკივრის აქსესუარს რბილს გახდით, დამატებით დასაჯდომ ადგილს მიიღებთ. სკივრი მისაღების ინტერიერში შესანიშნავად ჯდება. ამ ოთახში ჟურნალის მაგიდის როლს ასრულებს, რომლის შიგნით შეგიძლიათ შეინახოთ პლედი, დეკორატიული ბალიშები და სხვა ნივთები.

ხრიკი 5: კედლის პანელი

გახსოვთ საბჭოური პანელები მოცულობითი ნახატებით, რომლებიც ადრე პოპულარული იყო და დღესაც ზოგიერთ ხრუშჩოვის ბინას „ამშვენებს“? მათ აქტუალობა დიდი ხანია დაკარგეს. 2000-იან წლებში ამ მასალას სველი წერტილის უთანასწორო კედლის დასაფარად იყენებდნენ, რომ დრო, ძალა და სარემონტო ფული დაეზოგათ. თუმცა ასეთ პანელებს ბევრი ნაკლი ჰქონდათ. პირველ რიგში, გამოყენების პროცესში ხშირად იშლებოდა. მეორეც, მის ქვეშ ობი ჩნდებოდა. მესამეც, PVC პანელები იაფად და უშნოდ გამოიყურებოდა.

თანამედროვე პანელები ბევრად ლამაზი, უფრო გამძლე და საიმედოა, რადგან, ძირითად, მდფ–სგან მზადდება. ყველზე პოპულარულია ნატურალური ტექსტურის მსგავსი პანელები, კერძოდ, ქვის და ხის. ასევე ტექსტილის ვარიანტებიც შეგხვდებათ. ასეთი მრავალფეროვნების და მოდური გარეგნობის გამო კედლის პანელს არა მხოლოდ სველ წერტილში, არამედ საძინებლის და მისაღების ინტერიერში იყენებენ.

ხრიკი 6: გეომეტრიული პრინტი

გასული საუკუნის 60-70-იან წლებში გეომეტრიით ყველა აღფრთოვანებული იყო. მას თითქმის ყველგან შეხვდებოდით – ავეჯის გასაფარებელში, მოსაპირკეთებელ მასალებში, სახლის ტექსტილში. ყველაზე პოპოლარული ნახატები იყო ბარდა, რომბი, უჯრა, სამკუთხედი. კონტრასტულ პალიტრასთან კომბინაციაში ძალიან ნათელი და დინამიური ჩანდა.

ტრენდმა თავისი აქტუალობა წლების შემდეგაც არ დაკარგა, რასაც თანამედროვე გეომეტრიული ნიმუშების მრავალფეროვნება ადასტურებს. მაღაზიებში შეგიძლიათ იპოვოთ როგორც რეტრო სტილის ნიმუშები, ასევე ლაკონური ვარიანტები, რომლებიც სკანდინავიურ და მინიმალისტურ სტილს უფრო შეეფერება.

ხრიკი 7: პარკეტი ნაძვისებრად

ჩვეულებრივ, პარკეტი იყო მუხის ან ლაქწასმული. თუ ბინაში ასეთი პარკეტი შენახულია, თანამედროვე იატაკის საფარით არ უნდა შეცვალოთ. გირჩევთ, შეაკეთოთ. თან ეს რთული არაა. თუ ხილული დაზიანება არ აქვს, უბრალოდ ძველი ლაქი და ხის ზედა, გამუქებული ფენა მოაშორეთ. მუხის პარკეტი არა ერთ, არამედ მთელ 4-5 ახფეკას უძლებს, ამიტომ შედეგზე არ ინერვიულოთ. ბოლოს, ახალი ფენა ლაქით დაფარეთ და მზადაა. თუ თვლით, რომ თავისი ორიგინალური ფორმით პარკეტი ინტერიერში არ ჯდება, მისი შეღებვა სცადეთ.