6 საყოფაცხოვრებო დამხმარე, რომელიც მხოლოდ დასანახად ალაგებს, მაგრამ სინამდვილეში უსარგებლოა

ზოგჯერ ძველი, კეთილი ჩვარი და ცოცხი უფრო სასარგებლოა, ვიდრე მოდური გაჯეტები, რომლითაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები სავსეა. Novate გთავაზობთ, გაარკვიოთ, თუ რომელი მოწყობილობის ყიდვა ღირს სახლის დასალაგებლად, რომ თქვენი ცხოვრება არ გართულდეს.

1. ავტომატური ცოცხი

არსებობს ჩვეულებრივი ცოცხი, რომლის გამოყენებას ჩვენი ბებიები და დედები მიჩვეულნი არიან, არსებობს ავტომატური მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს რაღაც საშუალოს მტვერსასრუტსა და შვაბრას შორის. ამ საკმაოდ დიდი ნივთის ქვეშ მოთავსებულია ჯაგრისები, რომლებიც ღილაკზე დაჭერისას ტრიალს იწყებენ. სადენი არ აქვს, მოწყობილობა დამტენზე მუშაობს, ამიტომ ოთახიდან ოთახში თამამად შეგიძლიათ იაროთ და უახლოეს როზეტზე არ იფიქროთ.

თითქოსდა ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რიგი დეტალები არსებობს. პირველ რიგში, ასეთი ცოცხით შეზღუდული ტერიტორიის დალაგებას შეძლებთ, კერძოდ – ლინოლეუმი და ფილები. ხალიჩისთვის განსაკუთრებით, დიდ ბეწვიანი ხალიჩისთვის არ გამოგაგდებათ. მეორეც, ლინოლეუმზეც მთელ ნაგავს ვერ შეაგროვებთ, საკმაოდ შრომატევადი პროცესია. მესამეც, მოწყობილობა ავეჯის ქვეშ ვერ შედის, ხოლო კედლის გასწვრივ და კუთხეებში საერთოდ არაფერს იღებს.

სწორედ ამიტომ, თუ თქვენი მიზანი ავტომატური დალაგებაა, გირჩევთ, რობოტი მტვერსასრუტი გამოიყენოთ. ის უფრო ფუნქციურია და ყველაფერს თქვენი ჩარევის გარეშე აკეთებს. საკმარისია, ღილაკს ხელი დააჭიროთ, რომ მტვერსასრუტმა სახლის დალაგება დაიწყოს.

2. ფანჯრის გამწმენდი

თუ დიასახლისს კითხავთ, რა არ მოსწონთ ყველაზე მეტად ბინის დალაგებაში, დაუყონებლივ ფანჯრებს გაიხსენებს. მათ გაწმენდაზე დიდი დრო და ძალა იხარჯება, შედეგი ყოველთვის არ გვახარებს, რადგან ზოლები შეიძლება დარჩეს. ზოგჯერ ფანჯრიდან გადახრა გვიწევს, რომ შორეულ ადგილებს მივწვდეთ. ერთი საქმეა, როცა პირველ სართულზე ცხოვრობთ. თუ მეცხრეზე ხართ?

რისკების თავიდან ასაცილებლად და შედეგის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ რობოტიზირებული ფანჯრის გამწმენდი, რომელიც მინას ეკვრის და მართვის პულტით იმართება. დალაგება რამდენიმე ეტაპად ხდება: ჯერ მოწყობილობა ზედაპირს მტვერს და ჭუჭყს აშორებს, შემდეგ აპრიალებს, ბოლოს აშრობს. გამწმენდი ტერიტორიას თანმიმდევრულად იკვლევს და ნაკაწრებს არ ტოვებს.

გადავიდეთ მინუსებზე. სპეციალური სარეცხი სითხის მომარაგება მოგიწევთ, ეს კი დამატებითი ხარჯია. მოწყობილობა სწრაფად ჯდება, ყურადღება უნდა მიაქციოთ, დიდი ხნით მარტო არ დატოვოთ. მრგვალი ფორმის გაჯეტი კუთხეებში ჭუჭყს ვერ აშორებს, ამიტომ გაწმენდა თავად მოგიწევთ. გარდა ამისა, ზოგიერთ მოწყობილობას მინის მინიმალური სისქის შეზღუდვა აქვს – თუ ძალიან თხელი ან ძველია, დალაგების პროცესში ფანჯარა შეიძლება დაზიანდეს. ბინისთვის ასეთი მოწყობილობის ყიდვა არაპრაქტიკულია – უფრო ოფისისთვის გამოგადგებათ, სადაც ბევრი რთულად მისადგომი მინაა. სახლისთვის შეიძინეთ ხელის მტვერსასრუტი ბატარეით, რომელიც გარეგნულად მანქანის რეზინის საფხეკს ჰგავს, მაგრამ შემწოვი მექანიზმით აღჭურვილია. ასეთი მოწყობილობა უფრო იაფი ღირს.

3. პიპიდასტრი

ალბათ, არაერთხელ გინახავთ, როგორ აშორებენ მტვერს საზღვარგარეთ ფილმების გმირები ავეჯს, ჭერს, სტატუეტს და სხვა დეკორს ფერადი ცოცხით. ეკრანზე მტვრის მოსაშორებლად საკმაოდ ეფექტურ ინსტრუმენტად ჩანს. რეალურ ცხოვრებაში დიდი სარგებელი არ აქვს. უბრალოდ მტვერს ჰაერში ისვრის. შესაძლოა, მტვრის ზოგიერთი ნაწილი პიპიდასტრზე რჩება, მაგრამ დანარჩენი ან ავეჯზე ბრუნდება ან თქვენს სასუნთქ სისტემაში ხვდება, რაც არც თუ ისე სასიამოვნოა. მისი გარეცხვაც რთულია.

გირჩევთ, ველოსიპედი არ გამოიგონოთ, არამედ მტვრის ასაღებად ჩვეულებრივი პორილორი და მიკროფიბრის ჩვარი გამოიყენოთ. მათ უკვე დიდი ხანია სახლის დალაგებაში კარგ თანაშემწეებად თავი დაიმკვიდრეს.

4. შვაბრა

ახლა არა ყველა შვაბრის უსარგებლობაზე, არამედ მის ზოგიერ სახეობაზე ვსაუბრობთ. მაგალითად, ფოჩიანი შვაბრა და ორთქლის შვაბრა ყველაზე წარუმატებელი შენაძენია, რომლის ყიდვას პირველივე გამოყენებაზე ინანებთ. ფოჩიანი შვაბრა იატაკზე ნახევარ ვედრო წყალს ასხამს, შემდეგ ჭუჭყთან ერთად მთელ ბინაში ავრცელებს. ის მხოლოდ მცირე რაოდენობის იატაკის საფარისთვის გამოგადგებათ. რთულად მისადგომ ადგილებს ვერ წვდება.

რაც შეეხება, ორთქლის შვაბრას, მას შეგიძლით შანსი მისცეთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ სოკოს და ობს ებრძვის, ასევე დამატებითი ქიმიური საშუალებების გამოყენება არ სჭირდება. ასეთი შვაბრა იატაკზე ბევრ სითხეს ტოვებს, რომელიც ბევრი იატაკის საფარისთვის უკუჩვენებულია. მაგალითად, ლამინატისთვის. ამასთან, დაორთქლილ სველ ზედაპირს მტვერი და ჭუჭყი სწრაფად ეკვრის, რაც თქვენს ძალისხმევას მინიმუმამდე ამცირებს. ასეთი შვაბრა შინაური ცხოველების ბეწვს ვერ გაუმკლავდება – ჯერ მტვერსასრუტის გამოყენება მოგიწევთ.

5. ორთქლით გამწმენდი

ბევრი დიასახლისი ასეთი ნივთით აღფრთოვანებულია, რადგან ზედაპირების გასაწმენდად საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენება არ მოგიწევთ. ამ გაჯეტს ნაკლოვანებები აქვს. მაგალითად, მოწყობილობა ყველა ზედაპირზე არ გამოგადგებათ – ბევრ ქსოვილზე ზოლებს ტოვებს. ხის იატაკზე დამატებითი თავის გამოყენება მოგიწევთ. მექანიკური ორთქლით გამწმენდი საკმაოდ მძიმე და გამოსაყენებლად მოუხერხებელია, რადგან წყლის ავზი დიდი მოცულობით არ გამოირჩევა. წყლის ავსება რამდენჯერმე მოგიწევთ, სანამ ორთქლი გამოდის. ბოლოს დამუშავებული ზედაპირები უნდა გაამშრალოთ. შედეგად, დალაგება უსასრულოდ გრძელდება. თუ მზად ხართ, ბინის მოწესრიგებას ამდენი დრო დაუთმოთ, გამოიყენეთ. ორთქლით გამწმენდის გარეშე სახლს უფრო სწრაფად დაალაგებთ.

6. მრეცხავი მტვერსასრუტი

მოწყობილობა პოპულარულია – მტვერს და ლაქებს აქრობს, ჰაერს წმენდს და ატენიანებს, ობს და სოკოს ეფექტურად ებრძვის. თუმცა აქაც უარყოფითი მხარე გვხდება. მაგალითად, ხის პარკეტზე, ზოგიერთი სახის ლამინატზე, ასევე ნატურალურ ხალიჩაზე არ გამოგადგებათ, რადგან დალაგების შემდეგ უსიამოვნო სუნი ჩნდება და ლპობის პროცესი იწყება. თუ ხალიჩას სქელი ბეწვები აქვს, მტვერსასრუტის გამოყენება არც სცადოთ – ჭუჭყის მეათედსაც ვერ აიღებს. მტვერსასრუტის მოვლაც დამღლელია. ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხვა სჭირდება, ხოლო მოწყობილობის ზომების გათვალისწინებით პროცესი საათის მეოთხედს წაგართმევთ.