როგორ გამოვიყენოთ ნახვრეტიანი ლითონის კასრი აგარაკისთვის სასარგებლოდ

რა შეიძლება გააკეთოთ ძველი, ლითონის კასრისგან, რომელზეც ნახვრეტები გაჩნდა? სავარაუდოდ, პირდაპირი დანიშნულებით ვეღარ გამოიყენებთ. ბევრი დიასახლისი ასეთ კასრს გადააგდებდა ან მაქსიმუმ სანაგვე ყუთად გამოიყენებდა. თუმცა ძველი კასრიდან რაღაც ნამდვილად სასარგებლო შეგიძლიათ გააკეთოთ და ახლა Novate ამის შესახებ გიამბობთ.

დაგჭირდებათ: კუთხესახეხი მანქანა, 100-150 მმ გადაჭრილი დისკები, მინიმუმ 150 გრ ჩაქუჩი, კელმა, ჭურჭელი ხსნარების ასარევად, გაზის სანთურა, ლითონის მილი, ძველი კასრი, გალვანიზირებული რკინის ზოლები, ცეცხლგამძლე აგური, ცემენტი, პენოპლასტის ძელი.

თუ თქვენს ნაკვეთზე უსარგებლო, ძველი კასრი გამოჩნდა, რომლის სისქე მინიმუმ 1,5 მმ–ია, მისგან პატარა ქუჩის ღუმელი გააკეთეთ. ზემოთ ჩამოთვლილი მასალების შეგროვების შემდეგ საქმეს შეუდექით. აღსანიშნავია, რომ ლითონის მილი კვამლსადენისთვის დაგჭირდებათ. მისი დიამეტრი მინიმუმ 100 მმ უნდა იყოს, ხოლო სიმაღლე მინიმუმ 1,5 მ. პირველ რიგში, თავად კასრი მოამზადეთ: კასრს კუთხესახეხი მანქანით ქვედა ნაწილი მოაჭერით.

მოჭრილი ლითონის რგოლი გაასწორეთ და U ფორმის სახელურები ჩაქუჩით გაუკეთეთ. შემდეგ კასრს დაუბრუნდით და მასში ოთხკუთხა ხვრელები ამოჭერით, რომლის სიმაღლე ადრე მოჭრილი ლითონის რგოლის სიგანეზე ოდნავ ნაკლები უნდა იყოს. მოჭრილი ოთხკუთხედი ხვრელის პირისპირ კიდევ ერთი, უფრო პატარა ოთხკუთხედი ამოჭერით, რომელიც იმუშავებს, როგორც ვენტილატორი.

რგოლი U ფორმის სახელურებით მოხარეთ და კასრში ჩადეთ, შემდეგ სახელურები მოჭრილ კარზე დაამაგრეთ. რეკომენდებულია კასრი გააბრტყელოთ, რომ მრგვალიდან ოვალური ფორმა მიიღოს.

ამის შემდეგ პენოპლასტის ნაჭერი აიღეთ. მისი სიგანე10-15 მმ, სიმაღლე 15-25 მმ უნდა იყოს. ბლოკი მომავალი ღუმელის შიგნით ჩადეთ. ამის შემდეგ ცემენტის ხსნარი მოამზადეთ. ცემენტი კასრის კედელსა და პენოპლასტს შორის ღარში ჩაასხით. ბეტონს შეგიძლიათ ცეცხლგამძლე აგური დაუმატოთ. ხსნარი პენოპლასტის დონეზე გაათანაბრეთ და ზემოდან არმატურის ნაჭრები დაადეთ. ღუმელის კარზე რგოლი სახელურებით მოათავსეთ, გაასწორეთ.

რგოლში ქვიშის ფენა ჩაყარეთ. 2 პლასტმასის ვედრო დაადეთ, სადაც ცეცხლისა და კვამლისთვის ხვრელები უნდა იყოს. თავისთავად, ყველა მანიპულაცია ხსნარის გაშრობისას შეასრულეთ. ეს ეტაპი ყველაზე ხანგრძლივია. თითოეული ნაბიჯი 1 დღეს წაგართმევთ. როცა ღუმელის საფარში ბეტონი ჩაისხმება, კიდევ 3-5 დღე მოიცადეთ. შემდეგ ვედროები ამოიღეთ და ღუმელიდან ქვიშა გადმოყარეთ. პენოპლასტი გაზის სანთურათი მოწვით. ახლა ისღა დაგრჩენიათ კვამლსადენის მილი დააყენოთ და 25 დღე მოიცადოთ, სანამ ცემენტი საბოლოოდ გამაგრდება.