17 საყვარელი და სასარგებლო ნივთი, რომლის ღირებულება ჯიბეს არ დაარტყამს

დიზაინერები მუდმივად იგონებენ ნივთებს, რომლებმაც ყოველდღიური ცხოვრება უნდა გაგვიმარტივონ. ეს შეიძლება იყოს მისაწეპებელი თერმომეტრი ბავშვებისთვის და სამზარეულოს წამზომი, ასევე სუფრის მოწყობილობა–ტრანსფორმერი. Novate–მ თქვენთვის 17 საყვარელი და სასარგებლო ნივთი შეაგროვა და მათი ფასი თქვენს ჯიბეს დარტყმას არ მიაყენებს.

1. თავსახური

დასაყენებელი ჩაი გიყვართ? ეს საოცარი თავსახური ყვავილით მის მომზადებაში დაგეხმარებათ. ნაწარმი რბილი სილიკონისგან არის დამზადებული და -40–დან +260 გრადუსამდე ტემპერატურას მარტივად უძლებს. თავსახური ჭიქას მჭიდროდ ეკვრის. ჩაის გარდა თავსახურით შეგიძლიათ გრილი სასმელი მაცივრის სუნებისგან დაიცვათ.

2. კარადის კარის საკიდი

მოსახერხებელი ნივთი, რომელიც შეგიძლიათ სამზარეულოს ნებისმიერი კარადის კარზე დაკიდოთ და წვრილი საყოფაცხოვრებო ნივთების შესანახად გამოიყენოთ. ჩვენი აზრით, რამდენიმე ასეთი ნივთი, რომლის ფასი 4 ლარს არ სცდება, გადატვირთულ სამზარეულოს კარადაში წესრიგს დაამყარებს.

3. კბილის ჯაგრისების ფუტლარი

დაივიწყეთ ძველი ჭიქები კბილის ჯაგრისებისთვის. ტენიანობის გამო მასში საშინელი ნადები ჩნდება. საერთო ჭიქის ნაცვლად ყურადღება ინდივიდუალურ ფუტლარს მიაქციეთ, რომელსაც პატარა ნახვრეტი აქვს, საიდანც წყალი ორთქლდება.

შენიშვნა: სტომატოლოგები დაჟინებით გირჩევენ, კბილის ჯაგრისები ისე შეინახოთ, რომ ჯაგრისები ერთმანეთს არ ეხებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ ოჯახი გაიზიარებს დაავადებას, რომლითაც მანამდე ერთი ოჯახის წევრი იტანჯებოდა.

4. მისაწეპებელი თერმომეტრი

ყველამ, ვისაც ბავშვისთვის სიცხე გაუზომავს, იცის, რამდენად რთულია ეს 5 წუთი. პრობლემას მისაწეპებელი თერმომეტრი მოაგვარებს. უბრალოდ ბავშვს შუბლზე დააკარით და უკვე რამდენიმე წუთში ზუსტ შედეგს მიიღებთ. ერთი ზოლი განმეორებით შეგიძლიათ 48 საათის განმავლობაში გამოიყენოთ.

5. მილის გამწმენდი

ძირითადად, მილების გაჭედვა თმის გამო ხდება, რომელიც სანიაღვრე მილში გროვდება. ამ პრობლემას სპეციალური მილის მწმენდავი მოაგვარებს. მოქნილი პლასტმასისგან დამზადებული სასწაული მოწყობილობა ვიწრო გრძელი ზოლია, რომელსაც ბევრი ნაკბილი აქვს.

6. სამკაულების ზარდახშა

ულამაზესი ზარდახშა, რომლის ფორმა ცნობილ ტკბილეულს ჰგავს, საყვარელი სამკაულების შესანახად გამოგადგებათ.

7. მისაკვრელი გრიფელის დაფა

პატარა ონავრების მშობლებს საბავშვო მხატვრობის კედლებიდან მოშორება ხშირად უწევთ. ასეთი უსიამოვნების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ რამდენიმე გრიფელის მისაკვრელს იყიდით. ბავშვები კედელზე ხატვით გაიხარებენ და არ დააბინძურებენ.

8. სამზარეულოს წამზომი

თუ სამზარეულოს სხვადასხვა საყვარელი ნივთი მოგწონთ. ეს თაგუნია წამზომი გულგრილს ვერ დაგტოვებთ.

9. სუფრის მოწყობილობა

აგარაკზე ან ბუნებაში ერთჯერადი დანა–ჩანგლით რომ არ დაიტანჯოთ, მსგავსი დასაკეცი სუფრის მოწყობილობა შეიძინეთ. ნაკრებში შედის კოვზი, ჩანგალი, ჩინური ჩხირები და პატარა, მოსახერხებელი ფუტლარი.

10. სპირალური დანა

პატარა სპილარული დანით შეგიძლიათ სოსისები მცირედ ჩაჭრათ. მის გამოყენებას სახლშიც შეძლებთ, რომ სოსისები მიკროტალღურ ღუმელში მოამზადოთ ან მოხარშოთ, მაგრამ გირჩევთ დასერილი სოსისები ცეცხლზე მოამზადოთ.

11. ფინჯანი მბრუნავი მექანიზმით

ტექნოლოგია ერთ ადგილზე არ დგას და ჩვენს გაოცებას არ წყვეტს, ადამიანის ცხოვრებას უფრო მარტივს და უკეთესს ხდის. ამის ნათელი მაგალითია ფინჯანი მბრუნავი მექანიზმით. ასე მომზადების შემდეგ სასმელის სხვა ჭურჭელში გადასხმა არ მოგიწევთ.

12. კერამიკის დანა

ფერადი დასაკეცი კერამიკის დანა სამზარეულოში, ასევე ნებისმიერ მოგზაურობაში ერთგული დამხმარეა. დანა საკმაოდ ბასრი და გამძლეა, რაც ნებისმიერი პროდუქტის დაჭრის საშუალებას გაძლევთ, ხოლო მისი კომპაქტური ზომები საშუალებას გაძლევთ ყველგან წაიღოთ.

13. შტამპები

ალბათ, შინაურული ტკბილეულის მოყვარულებს გაუხარდებათ, თუ ასეთ ლამაზ საცხობი შტამპების ნაკრებს აჩუქებთ. აღსანიშნავია, რომ ყველა შტამპი ადვილად იკეცება და დიდ ადგილს არ იკავებს.

14. დანების ნაკრები

მოდური და საკმაოდ ორიგინალური დანების ნაკრები. თითოეული მაღალი ხარისხის ლითონისგან არის დამზადებული და მაგნიტური ნაწილები აქვს, რითაც ერთ დიდ დანად იკეცება.

15. ძაბრი

დასაკეცი სილიკონის ძაბრების ნაკრები – პირველი აუცილებლობის ნივთი არაა, მაგრამ დიასახლისისთვის სასარგებლოა.

16. წურწურა

მათ, ვისაც სახლში 3-5 წლის შვილი ჰყავს, ამ საოცარ წურწურას ყურადღება უნდა მიაქციონ. მისი დახმარებით შვილი ონკანს მოხერხებულად გამოიყენებს, თან ამის გაკეთება უფრო საინტერესო გახდება.

17. მაშა სალათისთვის

ეს ორიგინალური მაშა ნებისმიერ მწვანე სალათს სუფრის ნამდვილ ვარსკვლავად აქცევს. მისი გარეგნობა ერთი შეხედვით უბრალო კერძისკენ ყურადღებას აუცილებლად მიიზიდავს.