8 ხრიკი მათთვის, ვისაც სისუფთავე უყვარს, მაგრამ დალაგებას ვერ იტანს

ყველამ იცის, რომ სისუფთავე ჯანმრთელობის გასაღებია, მაგრამ ყველას ყოველდღე ბინის დალაგება არ შეუძლია. ზოგი სამსახურში იღლება, ზოგს უბრალოდ შვაბრის ხელში აღება ეზარება. დასვენებასა და დალაგებას შორის არჩევანის გაკეთება რომ არ მოგიწიოთ, საყოფაცხოვრებო საქმეები სწორად დაგეგმეთ, მოვალეობები გადაანაწილეთ და ზოგიერთ საკითხს უფრო მარტივად შეხედეთ. Novate გთავაზობთ 8 ხრიკს, რომელთა დახმარებით ცხოვრებას გაიმარტივებთ და სახლი უფრო დალაგებული და სუფთა გახდება.

რჩევა 1: დახურული კარადები შეარჩიეთ

სტელაჟი და ღია თაროები ხშირად არეულობის და მტვრის წყარო ხდება. პირველ რიგში, მასზე მუდმივად ნივთები გროვდება, რომელთა თავის ადგილას შენახვა, უბრალოდ გვეზარება. მეორეც, თუ სხვადასხვა სუვენირს აგროვებთ, სწორედ ამ თაროებზე იქნება განლაგებული და ეს ვიზუალურ ხმაურს ქმნის. მტვრის გადასაწმენდად მრავალი ხარახურას გადაადგილება მოგიწევთ, შედეგად, დალაგება დროში იწელება.

ცარიელი ზედაპირიდან მტვრის გადაწმენდა უფრო მარტივია. რაც უფრო ნაკლები თარო იქნება ბინაში, მით უკეთესი. ოპტიმალური ვარიანტი: დახურულ კარადას უპირატესობა მიანიჭეთ. მათი დახმარებით ოთახში ქაოსს თავიდან აიცილებთ და დალაგების პროცესს გაიმარტივებთ.

რჩევა 2: ანტისტატიკი გამოიყენეთ

მტვერი მუდმივი თავის ტკივილია, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ბინაში სუფთა ჰაერის შემოსასვლელად ფანჯრებს ბოლომდე ვაღებთ. ნაკლები მტვერი რომ დაგროვდეს, ანტისტატიკი გამოიყენეთ. საშუალება თაროებს, ავეჯს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას ხშირად წაუსვით, შემდეგ სალფეთქით გაწმინდეთ. ასეთი პროცედურის შემდეგ მტვერი ნაკლებად ინტენსიურად დაგროვდება, ანუ იშვიათად დალაგება მოგიწევთ.

ჰაერის დამატენიანებელი შეიძინეთ. ის მტვერს და ბეწვს ავეჯზე დაგროვებაში ხელს უშლის, რაც განსაკუთრებით აქტუალურია, თუ სახლში ბავშვები ან ალერგიული ადამიანები ცხოვრობენ. დამატენიანებლის დაყენების შემდეგ მის მუშაობას ყურადღება მიაქციეთ: თუ შენობაში ჰაერის ტენიანობა 40-50%, უკუ შედეგს მიიღებთ და მტვრის რაოდენობა გაიზრდება.

შენიშვნა: კიდევ ერთი ვარიანტი მტვრის შესამცირებლად: შესაფუთი პარკით შეიარაღდით. ავეჯის ზედა ნაწილზე დააფინეთ, რამდენიმე დღეში მტვერთან (ან ცხიმთან) ერთად აიღეთ და გადააგდეთ – ახალი დააფინეთ.

რჩევა 3: შენახვის სისტემა სწორად მოაწყვეთ

სწორად ორგანიზებული შენახვის სისტემა წესრიგის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია. თუ ნივთები თავის ადგილას დევს, დალაგებაც იშვიათად მოგიწევთ. ექსპერტები გირჩევენ, ამ საკითხს შემოქმედებითად და გონივრულად მიუდგეთ და თითოეული თავისუფალი სანტიმეტრი გამოიყენოთ. მაგალითად, საწოლის ჩვეულებრივი თავის ნაცვლად შეგიძლიათ დააყენოთ კომოდი, ვერტიკალური მოძრავი თაროები ან საწოლი შემაღლებულ ნიშაზე დადგით. მოდულური შენახვის სისტემებიც კარგი ვარიანტია.

შემოსასვლელში შენახვის სისტემა ცალკე ყურადღებას მოითხოვს, რადგან აქ, ხშირად ბევრი სხვადასხვა ნივთი გროვდება, რაც ვიზუალურ ხმაურს იწვევს. ჩეკები, კანფეტის შეფუთვები, ფლაერები – ჩანთებსა და ჯიბეებში ბევრი უსარგებლო წვრილმანი გროვდება, რომლებიც შემდეგ დერეფანში, ტუმბოზე ხვდება. უწესრიგობის თავიდან ასაცილებლად ოთახში შექმნით ზონა „შემოსული ნივთები“ და ჩადეთ ნივთები, რომელთა სარგებლობაშიც ეჭვი გეპარებათ. ამ მიზნით გამოიყენეთ პლასტმასის კონტეინერები, დაწნული კალათები და ა.შ. პერიოდულად, გადახედეთ და დაგროვებული ნივთები დაალაგეთ: შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი ნამდვილად გამოგადგეთ, სხვები კი გადაყარეთ. ასე ხარახურა მთელ ბინაში არ გავრცელდება და სივრცეს არ აავსებს.

რჩევა 4: იატაკის სისუფთავეს ყურადღება მიაქციეთ

ნებისმიერ ბინაში ყველაზე დიდი დასალაგებელი ადგილია იატაკი. თითოეული კუთხის გაწმენდის პერსპექტივა არც თუ ისე დადებით ემოციებს იწვევს. ცოცხი ან შვაბრა რომ აიღოთ, მიღების ყველა ეტაპის გავლა მოგიწევთ: უარყოფა, ბრაზი, გარიგება, დეპრესია, შეგუება. საბედნიეროდ, ამის თავიდან ასაცილებლად ერთი მეთოდი არსებობს. უბრალოდ „გაჩენის კერებს“ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. ვგულისხმობთ შემოსასვლელ ოთახს, სამზარეულოს და კუთხეს, სადაც კატის ტუალეტია. ეს ზონები ხშირად დაალაგეთ და ნაგავი მთელ ბინაში არ გავრცელდება, გამოდის ყოველდღე იატაკის მოწმენდა არ მოგიწევთ.

რჩევა 5: მაღალი IQ–ს გაჯეტები გამოიყენეთ

მათთვის, ვისაც სახლის დასალაგებლად დრო არ აქვს, ჭკვიანი გაჯეტები გამოიგონეს, რომლებიც ყველაზე ბინძური სამუშაოს შესასრულებლად არის შექმნილი. ასეთი დამხმარეა რობოტი–მტვერსასრუტი სველი წმენდის ფუნქციით. ის იატაკზე მტვერს, ჭუჭყს და სხვა სიბინძურეს მარტივად უმკლავდება და ყველაზე შორეულ კუთხეებსაც წმენდს. მტვერსასრუტს მექანიკურად შეგიძლიათ დასალაგებელი სივრცე მიუთითოთ.

რობოტი–მტვერსასრუტის მოკვერცხლილი კორპუსი დივნის და კარადის ქვეშაც ძვრება, ხოლო სიმაღლის სენსორი სიმაღლიდან არ ეცემა, თუ ასეთი გაქვთ. ჭკვიანი სისტემა მოწყობილობას აჩვენებს გზას, რომლითაც მაღალი შედეგის მისაღებად უნდა იმოძრაოს.

კიდევ ერთი დამხმარე, რომელიც სახლის დალაგებიდან სიამოვნების მიღებაში დაგეხმარებათ – ფანჯრის მწმენდავი რობოტი. ის ზედაპირს ეკვრის და დამტენზე მუშაობს. ყველაზე მაღალ და რთულად მისადგომ ადგილსაც წვდება. უპირატესობა ისეთ მოდელებს მიანიჭეთ, რომელიც ფანჯარას რამდენიმე ეტაპად წმენდს. სხვათა შორის, მსგავსი გაჯეტები შეგიძლიათ მინის კარის, ტიხრის, საშხაპე კაბინის და სხვა პრიალა ზედაპირის გასაწმენდად გამოიყენოთ.

რჩევა 6: ჭურჭელი არ დააგროვოთ

თუ სამზარეულოში ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ გაქვთ, ჭურჭლის გარეცხვა შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს. ჩვეულებრივ, ოჯახის წევრებს ათასი მიზეზი აქვთ, რომ ჭუჭყიან თეფშებს არ შეეხონ. შედეგად, ნიჟარა გასარეცხი ჭიქებით და თასებით ივსება და რაც უფრო იზრდება მთა, მით უფრო ქრება დალაგების სურვილი. უფრო მარტივია, რამდენიმე ჩანგალი და ქვაბი გამოაძროთ, დახარჯოთ მხოლოდ 5 წუთი, ვიდრე მთელი საღამო ამ საქმეს დაუთმოთ.

რჩევა 7: ზედმეტი ყველაფერი მოიშორეთ

დალაგების სპეციალისტები ამ ფრაზას იმდენად ხშირად იმეორებენ, რომ შეგიძლიათ მანტრად მიიჩნიოთ. გახსოვდეთ: სანამ ბინაში ბევრი უსარგებლო ნივთია, რომელიც ადგილს იკავებს, წესრიგზე ლაპარაკი არაა. რეგულარულად რევიზია ჩაატარეთ, ძველი, გატეხილი ან უბრალოდ უსარგებლო ნივთები მოიშორეთ. ასეთი ნივთები დალაგებას ართულებს და მუდმივი ქაოსის მთავარი მიზეზი ხდება. დატოვეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ. ცუდი დროის მოლოდინში ცხოვრება შეწყვიტეთ და ნივთები „შავი დღისთვის“ აღარ გადადოთ. ეს იშვიათად არის გამართლებული.

რჩევა 8: გაანალიზეთ

ავეჯის არჩევისას საკუთარ თავს კითხვა დაუსვით: რამდენად მარტივად მოსავლელი და გამოსაყენებელია? უპირატესობა მიანიჭეთ გლუვ და არა გოფრირებულ და პრიალა ზედაპირებს. ტექსტილის დივანი ეკოტყავით ჩაანაცვლეთ, რომელსაც წყლის და სარეცხი საშუალების არ ეშინია ან დივანს გამოსაცვლელი გადასაფარებელი დააფარეთ. ხალიჩა საკამათო გადაწყვეტილებაა: მზად ხართ რეგულარულად ქიმწმენდაში გაწმინდოთ ან დამოუკიდებლად რეცხოთ თუ სჯობს ჩვეულებრივი ლინოლეუმი გააკეთოთ?

ჟალუზის გაწმენდა უფრო მარტივია, ვიდრე ფარდის გარეცხვა, მას ხომ ჩამოხსნა და კვლავ დაკიდვა სჭირდება. ხალიჩა შემოსასვლელ კართან და ფეხსაცმლის თარო, სადაც წყალი და ქვიშა იწურება, საშუალებას მოგცემთ, ჭუჭყი მთელ ბინაში არ გავრცელდეს და ერთ ადგილას მოგროვდეს.