რატომ ავიწროებს საზღვაო კონტეინერებით აგებული სახლი ხის „კარკასებს“ თავდაჯერებულად

ხალხს არ სჭირდება შეხსენება, რომ ნებისმიერი საცხოვრებლის მშენებლობა სერიოზულ ინვესტიციას მოითხოვს. დღეს ხის კარკასის სახლის აშენება იმდენად რთულია, რომ ყველას არ შეუძლია საკუთარ თავს ასეთი სიამოვნების უფლება მისცეს. სწორედ ამიტომ, წინ იწევს ყველა სახის ერზაც–პროექტი, მაგალითად, სახლი საზღვაო კონტეინერებით. ეჭვების მიუხედავად ამ იდეის დაუყონებლივ უგულებელყოფა არ ღირს.

საქართველოში ქალაქგარეთ იაფი საგარეუბნო სახლების ამდენი მიმართულება არ არსებობს. დიდწილად, ეს ქვეყნის არც თუ ისე მარტივი კლიმატით არის განპირობებული. პრობლემას საზღვაო კონტეინერებით მარტივად და იაფად მოაგვარებთ. ერთი შეხედვით გრძელვადიანი საცხოვრებლისთვის შეუფერებელია, მაგრამ ასე არაა. თუ დააკვირდებით, ბიუჯეტური სახლის ასაგებად კონტეინერები საუკეთესო ვარიანტია.

სახლის ხის კარკასების უმეტესობის პრობლემა იმაშია, რომ მისი ხარისხი და გამძლეობა პირდაპირ ღირებულებასთან კავშირშია. ბიუჯეტური „კარკასი“ 5-10, მაქსიმუმ 15 წელი ძლებს. ამის შემდეგ პრობლემები იწყება. თუ გსურთ, სახლი შვილებს და შვილიშვილებს დაუტოვოთ, მეტის გადახდა მოგიწევთ, ამის შესაძლებლობა კი, ყველას არ აქვს. საზღვაო კონტეინერებით აგებულ სახლებში გამძლეობის პრობლემა მთლიანად აღმოფხვრილია.

ერთი საზღვაო კონტეინერი კარგ მდგომარეობაში 3-4 ათასი ლარი ღირს. ტრანსპორტზე ფულის დახარჯვა მოგიწევთ. ნებისმიერ შემთხვევაში, უფრო ნაკლებს დახარჯავთ, ვიდრე ხის სახლის მშენებლობაზე. სამშენებლო მასალის მთავარი მასა – დათბობა და იზოლაცია. თავისთავად, მოსაპირკეთებელი მასალებიც დაგჭირდებათ. კონტეინერების სახლზე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მასალა უფრო ნაკლები რაოდენობით დაგჭირდებათ. კიდევ ერთი მთავარი ღირსება ისაა, რომ საძირკველი არ სჭირდება. მთავარია, წოლანა სწორად გააკეთოთ. კარის და ფანჯრის მონტაჟზე მნიშვნელოვანი ხარჯების გაღება მოგიწევთ, ასევე კომუნიკაციების დაყენებაზე. კარგი იატაკის დაგება თეთრები დაგიჯდებათ.

საბოლოოდ, მარტივი, იაფი და საიმედო სახლი გამოვა, რომელიც ბევრი ათეული წელი გემსახურებათ. კონტეინერებით აგებული სახლის შესაძლო პრობლემები არ უნდა დაგავიწყდეთ. მთავარი მტერი – ჟანგი. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სახლის დათბობასა და იზოლაციაზე ნამდვილად პროფესიონალი ოსტატები მუშაობდნენ, რომლებიც მთელ საქმეს ხარისხიანად შეასრულებენ. თუ ჟანგი მაინც გამოჩნდა, შედეგად არა მხოლოდ შენობაში სითბოს დაკარგავთ და ტენიანობა გაიზრდება, არამედ ლითონის კოროზიის სპეციფიკური სუნი გამოჩნდება.