როგორ მოვიშოროთ სიბერის სუნი ბინიდან

„როცა მე და ჩემმა მეუღლემ პირველი ბინა შევიძინეთ, მასში ყველაფერი იდეალურად ჩანდა. სწორად გამიგეთ, საერთო საცხოვრებელში პატარა ოთახში ცხოვრების შემდეგ ნებისმიერი ხრუშჩოვის ბინა სასახლედ მეჩვენებოდა. დროთა განმავლობაში, არა ერთი ნაკლი აღმოვაჩინეთ. მაგალითად, როზეტების ნახევარი არ მუშაობდა. მასში უბრალოდ ტარაკნები ცხოვრობდნენ. სიბერის სუნზე, რომლებიც წლები მაწუხებდა, არაფერს ვამბობ.

თუ როზეტების და ტარაკნების პრობლემა სწრაფად მოვაგვარეთ, ბინიდან სიბერის სუნის მოშორება მხოლოდ 1 წლის შემდეგ შევძელით. თან მხოლოდ იმიტომ გაქრა, რომ ბინაში სხვა სუნი გამოჩნდა. რა თქმა უნდა, მაშინ თანამედროვე გამოცდილება რომ მქონოდა, სხვანაირად მოვიქცეოდი“. Novate გასწავლით, როგორ მოიშოროთ სიბერის სუნი ბინიდან ხალხური მეთოდების გამოყენებით.

სისუფთავე – კარგი სურნელის გარანტია

სანამ ბინაში ახალი ცოცხით შეხვალთ, კარგად უნდა დაამუშავოთ. უსარგებლო ხარახურა მოიშორეთ, რომლებიც ჰაერის მოძრაობას ხელს უშლიან. მაგალითად, ნახევრად ცარიელი ბებისეული სერვანტი.

ყველა ტექსტილის ნაწარმი კარგად გარეცხეთ და მზეზე გააშრეთ. ხალიჩები ქიმწმენდაში ჩააბარეთ ან სპეციალური საშუალებით დაამუშავეთ. ყველა ოთახში იატაკი სადეზინფექციო საშუალებებით რამდენჯერმე დაამუშავეთ.

ფანჯრები და კარები გაპრიალებამდე გაწმინდეთ, ყველა ზედაპირს მტვერი მოაშორეთ. კედლებიც კარგად დაამუშავეთ, რადგან შპალერიც მტვრით ივსება. ჭაღებს და სანათებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. ეს შრომატევადი პროცესია.

ვებრძვით სიბერის სუნს

ხშირად უსიამოვნო სუნის მიზეზი ავეჯზე ობი ან სოკოა. ოთახში არსებული ნივთების ზედაპირი ყურადღებით შეისწავლეთ. პრობლემის აღმოჩენისას დაუყონებლივ იმოქმედეთ. სოკოს და ობს შინაურული საშუალებით გაუმკლავდებით.

სოკოს მყარ ზედაპირზე (თარო, კარადა, დივნის და საწოლის შიგნით) ძმრით გაანადგურებთ. 1 ჭიქა წყალში გახსენით. ხსნარით დაზიანებული ადგილი დაამუშავეთ და სუფთა მშრალი პირსახოცით გაამშრალეთ. მუქი ფერის ავეჯი მარგანცოვკის ხსნარით დაამუშავეთ. მოქმედების სქემა მსგავსია.

რბილ ავეჯზე სოკოს და ობის მოსაშორებლად 2 ჭიქა წყალი, 1 ჩ/კ ძმარი და 1 ჩ/კ ლიმონმჟავა აურიეთ. 20 მლ თხევადი საპონი დაუმატეთ. ააქაფეთ და დაზიანებულ ადგილს წაუსვით. გააჩერეთ, რამდენიმე საათში ჯაგრისით გაწმინდეთ.

სახლში ყოველთვის სასიამოვნო სურნელი რომ იყოს

როგორც კი ბინაში უსიამოვნო სუნის მიზეზებს აღმოფხვრით, მის ჩანაცვლებაზე იზრუნეთ. Novate გირჩევთ ძლიერ ნატურალურ არომატიზატორს: ციტრუსი და ყავა. მაგალითად, ფორთოხლის ცედრა ავეჯზე დააწყვეთ ან ყავის მარცვლები თეფშზე დაყარეთ და მაგიდაზე დატოვეთ.

ხელნაკეთი საშეს გაკეთება თუ არ გსურთ, სურნელოვანი სანთლები ან ჩხირები შეიძინეთ. გამოიყენეთ არომანათურა, კვარცის ნათურა ან ოზონატორი ჰაერის გასაწმენდად. ამ ყველაფერთან ერთად შენობის რეგულარულად განიავება სიბერის სუნს სამუდამოდ მოგაშორებთ.

ჩემი აზრით, სახლში სიბერის სუნი მაშინ ჩნდება, როცა დიასახლისი მასზე აღარ ზრუნავს. ეს ყოველთვის ასაკს არ უკავშირდება. ოდესმე შეგიმჩნევიათ აყროლებული სუნი ბინაში? როგორ ებრძვით მას?