10 მცენარე, რომელიც კოღოებს აფრთხობს და ზაფხულს უფრო ალამაზებს

ჩვენ დიდხანს ველოდით ზაფხულს თავისი მზით, საღამოს გასეირნებებით და კოღოებით. დიახ, დიახ, მის გარეშე არც ერთი ცხელი სეზონი არ ჩაივლის, ამიტომ მზისგან დამცავ კრემთან ერთად მწერებისგან დამცავი საშუალების შეძენაც გვიწევს. თუ რეპელენტის იმედი აღარ გაქვთ, კოღოების დაფრთხობა მცენარეებით სცადეთ. Novate გთავაზობთ 10 მცენარეს, რომელიც კოღოებს აფრთხობს.

1. ლავანდა

მცენარე ცნობილია თავისი დამამშვიდებელი არომატით, რომელიც სტრესს ხსნის და გონების მოწესრიგებაში გვეხმარება. თუმცა მწერები ვერ ემეგობრებიან. საქმე იმაშია, რომ ლავანდა შეიცავს ქაფურს, ამიტომ კოღოები მისგან თავის შორს დაჭერას ცდილობენ. გირჩევთ, გამოიყენოთ სახეობა ლავანდინი, რადგან მასში დამფრთხობი ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია შედის. ლავანდა შესანიშნავად გრძნობს თავს როგორც მზიან ნაკვეთზე, აგარაკზე, ასევე ქოთანში, ფანჯრის რაფაზე. შეგიძლიათ პატარა თაიგული შეიძინოთ და ლარნაკი ტუმბოზე ან სამუშაო მაგიდაზე დადოთ. ხმელ ლავანდას მავნებლების დამფრთხობი თვისებები შენარჩუნებული აქვს.

2. პიტნა

პიტნა ბევრი დიასახლისისთვის ერთ–ერთი საყვარელი მცენარეა, რადგან დამამშვიდებელი ჩაის, გამაგრილებელი ლიმონათის ან კოქტეილის მოსამზადებლად იდეალურია. მწერების საწინააღმდეგოდ შესანიშნავი იარაღია, თან არა მხოლოდ ახალი, არამედ ხმელი სახით. პიტნა შეგიძლიათ გაზარდოთ აივანზე ან ფანჯრის რაფაზე. ამ მიზნით ყვავილების ქოთანი ან სპეციალური კონტეინერი გამოიყენეთ. გსურთ ნაკვეთზე დარგოთ? მაშინ სველი, დაჩრდილული ადგილი შეარჩიეთ. თუ კოღომ მაინც გიკბინათ, პიტნის ფოთოლი დასრისეთ და წვენი ნაკბენზე წაისვით. ეთერზეთი ქავილს აქრობს.

3. ბარამბო

ბევრს ბარამბო და პიტნა ერთმანეთში ერევა, თუმცა ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა მცენარეა. თავისი „ნათესავისგან“ განსხვავებით ბარამბო სუსტ ლიმონის არომატს ფლობს. კოღოებს შესანიშნავად ებრძვის და აშორებს იმ შენობას, სადაც იზრდება. არ შეცდებით, თუ მცენარეს ქოთანში დარგავთ და ფანჯრის რაფაზე დადებთ – ჩაის, ლიმონათს და სხვა სასმელს იდეალურად ავსებს. ბარამბო სალათებს და თევზის კერძებს თამამად შეგიძლიათ დაუმატოთ.

4. ციტრონელა

რეპელენტების, მწერების დამფრთხობი საშუალებების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ინგრედიენტი. ციტრონელა უპრეტენზიო მცენარეა, ამიტომ კვლებში ან ფანჯრის რაფაზე ადვილად გაზრდით. მრავალწლიანი ბალახი კონებად იზრდება და ზემოთ იწვერება. მისი ინტენსიური არომატი სხვებს ფარავს, ამიტომ კოღოებს რეაგირება არ აქვთ ადამიანებზე, თუ ახლომახლოს მცენარეა. ახალი ციტრონელას არომატი ნებისმიერ რეპელენტზე ძლიერია, ამიტომ უფრო ეფექტურია.

ყურადღება მიაქციეთ: ჩვენი კლიმატის გათვალისწინებით, თუ მცენარეს ღია მიწაში დარგავთ, ის ერთწლიანი გახდება. ბუჩქის აყვავებას შეძლებთ, თუ კონტეინერში დარგავთ და ცივ პერიოდში ოთახში შეინახავთ.

5. ხავერდა

უპრეტენზიო მცენარე, რომელიც არასწორი გადარგვის შემდეგ ან ცოცხალი გზატკეცილის პირობებშიც გადარჩება. აგარაკს ამშვენებს და კოღოებს ეფექტურად ებრძვის. სახლის გარშემო დარგეთ, რომ დაუპატიჟებელი სტუმრები მწერების სახით მოიშოროთ.

ხავერდას სხვა, არა ნაკლებ სასიამოვნო თვისება აქვს. მის გარშემო მიწას ადეზინფექციებს, ხორციან კერძებში სანელებლად გამოიყენება და იმუნურ სისტემას აძლიერებს.

6. რეჰანი

თუ კოღოების საწინააღმდეგოდ მცენარის სპეციალურად გაზრდა არ გსურთ, უპირატესობა მიანიჭეთ მას, რომელიც შეგიძლიათ სხვადასხვა კერძებში სანელებლად გამოიყენოთ. რეჰანი შესანიშნავი ვარიანტია: ახალი ფოთლები სალათს დაუმატეთ, ხმელი – ხორცს და პასტას. მას ბევრი სახეობა აქვს, რომლებიც ფორმებით და ფერით განსხვავდებიან, ასე ფანჯრის რაფაზე უჩვეულო კომბინაციებს შექმნით. მცენარე ერთწლიანია და მარტივად იზრდება.

გარდა იმისა, რომ რეჰანი თავისი მძაფრი არომატით კოღოებს აფრთხობს, მისგან შეგიძლიათ მომაბეზრებელი მწერების საწინააღმდეგო ნატურალური საშუალება გააკეთოთ. შეგროვებულ ფოთლებს მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და რამდენიმე საათით დააყენეთ. შემდეგ ხსნარს ცოტა სპირტი (2-ჯერ ნაკლები, ვიდრე მდუღარე წყალი) დაუმატეთ, გააგრილეთ და სპრეი ბოთლში გადაიტანეთ. რეჰანის საშუალება შეგიძლიათ სხეულზეც შეისხუროთ, ასევე ჰაერში ან ბინაში გააფრქვიოთ.

7. პირეტრუმი

კიდევ ერთი მცენარე, რომელსაც მწერების გასანეიტრალებლად ხშირად იყენებენ. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ყვავილის შემადგენლობაში შედის პირეთრინი, რომელსაც კოღოების პარალიზება შეუძლია. გარდა ამისა, მწერს მისი ფოთლების მძაფრი სუნი არ უყვარს, ამიტომ მცენარისგან შორს ყოფნას ცდილობს.

პირეტრუმი შეგიძლიათ დარგოთ ბაღში ან სახლის მახლობლად, ასევე ქოთანში, ფანჯრის რაფაზე. თუ გსურთ, ერთგულად გემსახუროთ, მზიან მხარეს დადეთ და რეგულარულად მორწყეთ – ყვავილი სველი გარემოს მოყვარულია.

8. ლიმონის კატაპიტნა

მცენარე, რომელიც გარეგნულად ბარამბოს ჰგავს, მოსავლელად უპრეტენზიო, ყინვაგამძლეა, ამიტომ თესლი შეგიძლიათ ნაკვეთზე გაზაფხულზე ან შემოდგომაზე დარგოთ და სწრაფ აღმოცენებას დაელოდოთ. თუ სახლში კატები ცხოვრობს, კატაპიტნას მოაშორეთ: მათ ათრობს და ისე მოქმედებს, როგორც კატაბალახა.

რაც შეეხება კოღოებს, ისინი კატაპიტნას გვერდს უვლიან. მცენარეს სხვა თვისებაც აქვს: საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, ადამიანს ამშვიდებს, ასევე კატების გასაწვრთნელად გამოიყენება.

9. ქრიზანთემა

როგორ ფიქრობთ, რა საერთო აქვთ ქრიზანთემას და პირეტრუმს? ორივე მცენარე შეიცავს პერითრინს, რომელიც მწერებს აქტიურად აფრთხობს. ნივთიერება არა მხოლოდ კოღოებს, არამედ რიგ სხვა მავნებლებს ებრძვის, მაგალითად, ტკიპებს, ჭიანჭველებს. ყვავილის ერთადერთი ახირება: ბევრი მზის სინათლე. სხვა მხრივ, შეგიძლიათ გაზარდოთ როგორც ნაკვეთზე, ასევე ქოთანში, ფანჯრის რაფაზე.

10. ნემსიწვერა

ამ მცენარეს ძალიან ინტენსიური არომატი აქვს, რომელსაც ბუზები და კოღოები ვერ იტანს. ყვავილის სუნი ზოგ ადამიანსაც არ მოსწონს. ოპტიმალური ვარიანტი: ყვავილი აივანზე ან ღია ფანჯარასთან ახლოს დადეთ. ნემსიწვერა ბაღსაც ალამაზებს – ღობის ან სამწვადის ადგილთან ახლოს დარგეთ. მრავალფეროვანი ფერები აგარაკს დაამშვენებს. კარგი ბონუსია ის, რომ ყვავილი მოსავლელად მარტივია.