რით ჩავანაცვლოთ საიზოლაციო ლენტი კუთხვილის იზოლაციისთვის ხარისხის დაკარგვის გარეშე

ყველა ბინის მფლობელმა იცის, რომ ჩვეულების მიხედვით ნივთები ყველაზე შეუფერებელ მომენტში ზიანდება. თან „დავარდნილი ბუტერბროდის“ უნამუსობის მთავარი კანონის თანახმად, სწორედ მაშინ ზიანდება, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება. ან მაშინ, როცა შესაკეთებლად შესაფერისი მასალა და ინსტრუმენტი არ გვაქვს. ასეთ სიტუაციაში გამოძრომა და არსებული საშუალებების გამოყენება გვიწევს. ამ შემთხვევაში სანტექნიკა გამონაკლისი არაა. დღეს Novate გიამბობთ, რით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ საიზოლაციო ლენტი ოპერატიულად.

ცხოვრებაში არის შემთხვევები, როცა ონკანის ან მილის შეკეთება გვიწევს. ამ დროს სახლში არანაირი პროფილური საიზოლაციო მასალა არ აქვს, იქნება ეს ლენტი თუ ძენძი. სანტექნიკის კუთხვილის უბრალოდ დახვევა არ შეიძლება. ძენძის გარეშე წყალი გამოჟონავს. ყველაზე სწორი ვარიანტი ახალი მასალის ყიდვაა. რა უნდა გააკეთოთ, თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, ხოლო იზოლაციის პრობლემა აქ და ახლა უნდა მოაგვაროთ.

დროებით, მაგრამ საიმედო გადაწყვეტილების სახით შეგიძლიათ საიზოლაციო ლენტი ან ძენძი პარკით ჩაანაცვლოთ. სამუშაოდ ინსტრუმენტების გარდა რაიმე შესაფერისი მასალა და საკანცელარიო დანა ან მაკრატელი დაგჭირდებათ. თავდაპირველად, მილის, ონკანის ან ფიტინგის ზომა აიღეთ. შემდეგ პარკით შესაფერისი ზომის ზოლი გამოჭერით და კუთხვილს შემოახვიეთ. ამის შემდეგ ისე მოიქეცით, როგორც პროფილური საიზოლაციო მასალის გამოყენების დროს. მთელი კონსტრუქცია ფრთხილად ააწყვეთ.

გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ერთი პოლიეთილენის ზოლი ხარისხიანი იზოლაციისთვის არ გეყოფათ. გირჩევთ, რაც შეიძლება მეტი დაახვიოთ, პირდაპირ მჭიდროდ. ხელნაკეთი მამჭიდროებელი მასალა იდეალურად არ ზის, მაგრამ ხშირად საკმარისად მჭიდრო შეერთებას უზრუნველყოფს. წყლის გაჟონვა გარანტირებულად გამორიცხულია.

ამის შემდეგ ზედმეტი ნაწილები მოაჭერით. გახსოვდეთ, რომ პოლიეთილენის პარკს ხელახლა ვერ გამოიყენებტ. ფიტინგის მოხსნის შემთხვევაში მთელი იზოლაციის გამოცვლა და თავიდან გაკეთება მოგიწევთ. სიტყვაზე, ასეთ მიდგომას საიზოლაციო ლენტიც ვერ უძლებს. ერთადერთი მასალა, რომელიც მოხსნა–დახურვას იტანს, ძენძია.