როგორ გავხსნათ ქილა ხრახნიანი ხუფით ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

ბევრი დიასახლისი კონსერვების შესანახად იყენებს არა სტანდარტულ ხუფებს და მოსახუფ ხელსაწყოს, არამედ თანამედროვე ქილებს ხრახნიანი ხუფებით. ეს საიმედოა, თან პროცესი გამარტივებული სქემით ხორციელდება.

დადებით მხარეს უარყოფითიც ახლავს – ასეთი ხუფის გახსნა ძალიან რთულია. კონსერვაციის დროს ქილაში ვაკუუმი იქმნება, რის გამოც სერიოზული ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე ხუფის მოხსნა გაგიჭირდებათ.

ზოგიერთი ადამიანი ხუფის მოსახსნელად ქილას ცხელი წყლის ქვეშ აჩერებს ან დანას იყენებს.

ბუნებრივია, ჩვენი ხალხი მარტივ გზას არ ეძებს. ზოგიერთი ადამიანი ქილაში ჰაერის შესაღწევად და ხუფის ადვილად მოსახსნელად დანას ხუფის ქვეშ დებს და ოდნავ ატრიალებს.

ეს მუშაობს, მაგრამ უსაფრთხო მეთოდი არაა. პირველ რიგში, დანა შეიძლება აგისხლტეთ და ხელი გაიჭრათ. მეორეც, ქილა შეიძლება გასკდეს და კვლავ დაგაზიანოთ. მესამეც, მინის ნამსხვრევები შეიძლება კონსერვში მოხვდეს და პროდუქტი გააფუჭოს.

უფრო მარტივი, მოსახერხებელი და, რაც მთავარია, უსაფრთხო მეთოდი არსებობს. ერთი ხელით ქილის ძირი დაიკავეთ, მეორე ხელის მუშტით ხუფს ზემოდან მსუბუქად დაარტყით. ამრიგად, შიგნით ჰაერი მოხვდება და ხუფს უპრობლემოდ მოხსნით.