„ძაღლების სოფელი“, სადაც სახლებს დივანი, იატაკქვეშა გათბობა და კონდიციონერი აქვთ

პოლონერი ვეტერინარი უსახლკარო ძაღლების მძიმე ბედზე იმდენად დარდობდა, რომ ოთხფეხა მეგობრებისთვის სახლების აშენება გადაწყვიტა. ენთუზიასისტებს და მოხალისეებს 2 წელი დასჭირდათ, რომ ღია ველზე გაეშენებინათ პატარა სოფელი ფერადი, კომფორტული სახლებით, რომელთაც კომფორტული დივანი, იატაკქვეშა გათბობა, კონდიციონერი, ინტერნეტი აქვთ. ხალხს დასახმარებლად მოსვლა ნებისმიერ დროს შეუძლია.

ყველას, ვისაც ძაღლების თავშესაფარი უნახავს, იცის, თუ ჩვეულებრივ, რა საშინელ პირობებში ჰყავთ ცხოველები. სავსე ვოლიერები ბეტონის იატაკით და გისოსის ტიხრებით, ჩალის ან ძველი ძონძების საწოლი, მუდმივი ყეფა, ყვირილი და წივილი, მძაფრი სუნი და ძაღლების ცხოვრების სხვა „სიხარულები“. საბედნიეროდ, უსახლკარო ცხოველებისთვის სხვანაირი თავშესაფრებიც გვხდება, უფრო კარგი ავეჯით და პირობებით, ვიდრე ზოგიერთ ადამიანს ბინაში აქვს.

საინტერესო ფაქტი: რადოსლავ ფედაჩინსკიმ, მზრუნველმა ვეტერინარმა, საოცარი თავშესაფარი შექმნა. ასეთი იდეა გაუჩნდა ვეტერინარულ კლინიკაში „ადა“ მუშაობისას, სადაც ცხოველების რეაბილიტაციის ცენტრი მდებარეობს. სწორედ მაშინ, თანამოაზრეებთან ერთად პოლონეთის სამხრეთ–აღმოსავლეთით, ფშემისლის მახლობლად გამოყოფილი ტერიტორიის გაუმჯობესება დაიწყო. ასე გადაწყდა „ძაღლების სოფლის“ აშენება.

„რატომ „ძაღლების სოფელი? ვოცნებობდი ისეთ ადგილზე, სადაც ძაღლები ბეტონის იატაკიან ყუთებში ან დამპალ დაფებიან გალიებში არ იხსდებოდნენ. მსურდა, თავი ისე ეგრძნოთ, როგორც სახლში, და თითოეულ მოხალისეს ან პოტენციურ მფლობელს მასთან ღამის გათევა შეძლებოდა“ – განმარტავს თავის გადაწყვეტილებას რადოსლავი.

ნაკვეთი მთავარი გზიდან ერთ კილომეტრში მდებარეობდა და ნაგავში ჩაფლული იყოს. სწორედ ამიტომ, საქმე ნულიდან დაიწყეს. გულმოწყალე ხალხის წყალობით გზა დაიგო, რამდენიმე ფერადი სახლი აშენდა, კომუნიკაციების გაიყვანეს. ამ მომენტისთვის 7 სახლი სრულად აღჭურვილია და ყველა პირობაა შექმნილი, რომ ძაღლმა თავის ხანმოკლე სიცოცხლეში თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნოს. თბილი იატაკი, რბილი დივანი, სავარძელი, ხალიჩა, საწოლი და კონდიციონერი, რომელიც ქუჩაში ტემპერატურის გაზრდისას ავტომატურად ირთვება.

თითოეულ სახლში ინტერნეტია გაყვანილი, რომ ცხოველებს ვიდეოთი თვალყური ადევნონ. ადამიანების პირდაპირი მონაწილეობა გამორიცხული არაა. პროფესიონალი „აღმზრდელები“ და მოხალისეები სოფელს დღე და ღამე ყარაულობენ, ცხოველებს სითბოს და ყურადღებას არ აკლებენ, სოფელში ცხოვრებას მოთმინებით და სიყვარულით ასწავლიან და აჩვევენ, რომ ადამიანის ხელს მისი დარტყმა კი არა, სასეირნოდ წაყვანა და მოფერება სურს.

„ძაღლების რეაბილიტაცია და მათი სულის განკურნება გვსურს, რომ ახალ სახლში მოხვედრისას მიხდნენ, რომ დივანი გამოიყენება დასაძინებლად და დასასვენებლად, და არა საჩიჩქნად. ხოლო ფიზიოლოგიური მოთხოვნები ქუჩაში უნდა დაიკმაყოფილოს და არა ხალიჩაზე. რაც მთავარია, ასწავლიან, რომ თავშესაფარშიც შეიძლება ბედნიერი ძაღლი იყოს. მოხუც და ავადმყოფ ცხოველებზე განსაკუთრებით ვზრუნავთ, მათ შეუძლიათ საკუთარი ცხოვრების შემოდგომა აქ გაატარონ“ – ამბობს რადოსლავი.

ვეტერინარი და ცენტრის თანამშრომლები მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებენ. ცდილობენ, რომ ქუჩაში დარჩენილი ძაღლებისა და ლეკვებისთვის საშინაო გარემო შექმნან, პროფილაქტიკას და ცხოველების სოციალიზაციას ახორციელებენ. Novate–ს ინფორმაციით, სოფლის გაფართოებას მინიმუმ 40 სახლამდე აპირებენ. მანამდე კი, მოხალისეები სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებენ და ძაღლებისთვის მოსიყვარულე პატრონებს ეძებენ. თან მშენებლობისთვის თანხებს აგროვებენ.

ყველას, ვინც ძაღლის აყვანას აპირებს, ვურჩევთ დაფიქრდეს, თუ სად და როგორ მოაწყობთ კომფორტულ პირობებს და სრულყოფილ საცხოვრებელ გარემოს მათთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ სახლში ფუმფულა ცხოველის გამოჩენა არა მხოლოდ სიხარული, არამედ ხმაური და უწესრიგობა, ასევე უსიამოვნო სუნია. თუმცა ამ უკანასკნელს გარკვეული წესების და რჩევების გათვალისწინებით წარმატებით ებრძვიან.