დიზაინერების 10 ხრიკი, როგორ განაახლოთ ინტერიერი ზედმეტი ხარჯის გარეშე

ზოგჯერ ინტერიერი ძალიან სწრაფად გვბეზრდება, მაგრამ მთელ ბინაში ან სახლში რემონტის განახლება ძვირი სიამოვნებაა. აუცილებელია ამის გაკეთება, თუ არსებობს ხრიკები, რომლებიც გარემოს ტრენდული ავეჯის გარეშეც აახლებს? Novate გიზიარებთ დიზაინერების რჩევებს, როგორ გადააქციოთ იაფი ავეჯი ძვირადღირებულად, რომ ბინაში ახალი ფერები შემოიტანოთ.

1. ავეჯი გადაღებეთ

ინტერიერის ნივთები ახალივით რომ იყოს, საღებავის ფენა განაახლეთ ან საერთოდ სხვა ფერი შეარჩიეთ. მარტივი მინიმალისტური ავეჯი მოდური ხიბლი გახდება, თუ ტრენდულ ფერს შეარჩევთ. როგორც პრიალა, ასევე გლუვი საღებავი შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ არსებული საღებავის განახლება გსურთ, ლაქი გადაუსვით.

2. მოდური საწოლის თავის ფიცარი გააკეთეთ

საძინებელი ოთახის განახლებას მხოლოდ ერთი ელემენტით შეძლებთ, ესაა საწოლის თავის ფიცარი. კარკასისთვის ძველი კარი დაგჭირდებათ. საწოლის თავზე ჰორიზონტალურად მოათავსეთ, საწოლის სიგანეს მოარგეთ და შეღებეთ. მეორე ვარიანტი: რამდენიმე საგდული გამოიყენეთ, რომელიც ვერტიკალურად მთელ „სიმაღლეზე“ განთავსებულია. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ვინტაჟური ნივთები: გობელენი, ნახატები და ფანჯრის ჩარჩოები.

3. შეცვალეთ ფურნიტურა ყუთებსა და კარადაში

ფურნიტურა ავეჯის აღქმაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუ უხარისხო მასალით შესრულებულია, ნივთის გარეგნობა იაფფასიანი ხდება. ავეჯის შესაცვლელად საკმარისია, რომ ფურნიტურა უფრო მოდური და თანამედროვე ვარიანტით ჩაანაცვლოთ. თუ ორიგინალური გადაწყვეტილება გსურთ, ანტიკვარულ მაღაზიაში დაათვალიერეთ.

4. მინის მაგიდა განაახლეთ

ყველაზე ჩვეულებრივი მინის მაგიდაც შეიძლება ინტერიერის მდიდრულ ნივთად გადააქციოთ. ამისთვის ვერცხლის ან ოქროსფერი შეფერილობის ლითონის საღებავი აიღეთ და მაგიდა შიდა მხრიდან შეღებეთ. ჯიღჯიღა ოქრო ან ვერცხლიც გამოგადგებათ. მაგიდა შიდა მხრიდან არ გამოიყენება, საფარის შენარჩუნებაზე შეგიძლიათ არ იდარდოთ.

5. დივნის ფეხი გამოცვალეთ

დიზაინერები ირწმუნებიან, რომ ყველაზე უშნო დივნის გაუმჯობესებაც შეიძლება. როგორ? ფეხები შეუცვალეთ! თუ ელემენტი არ იხსნება, სხვა, უფრო შესაფერის ფერში შეღებეთ ან ფეხები გამოცვალეთ. დარწმუნდით, რომ ახალი ფეხები ავეჯს გაუძლებს.

6. ახალი გადასაკრავი გააკეთეთ

ახალი ქსოვილი ავეჯს განაახლებს და უფრო მოდურს და ძვირადღირებულს გახდის. ეს შესანიშნავი ვარიანტია, თუ ოთახის ფერის შეცვლა გსურთ, მაგრამ ინტერიერის ახალი ნივთის შესაძენად ფულის დახარჯვა არ გსურთ. კარგი ხარისხის ქსოვილი შეარჩიეთ და უფრო დიდხანს გემსახურებათ, ვიდრე ორიგინალური გადასაკრავი. დახვეწილი ნაკეცები და ტაფტინგი ავეჯს გარეგნულ იერს შემატებს.

7. ავეჯი ავტოსერვისში შეღებეთ

დიზაინერების კიდევ ერთი ხრიკი: ავეჯი ავტოსახელოსნოში შეღებეთ, რომ ავეჯი საღებავის სქელი ფენით დაფარონ და გააპრიალონ. მაგალითად, ასე შეგიძლიათ შეღებოთ ლითონის კარკასის სკამი. ლითონის ქვეშ ცივი ფერები შესანიშნავად გამოიყურება. მთავარია, ადგილი წინასწარ დაჯავშნეთ და დააზუსტეთ, შეძლებენ თუ არა დახმარებას, რადგან თხოვნა საკმაოდ არასტანდარტულია.

8. პოლიურეთანის ქაფით აქცენტი შემატეთ

პოლიურეთანის ქაფი, რომელსაც ხვრელების ამოსავსებად იყენებენ, ზედაპირზე „ჰაეროვან“ ტექსტურას ქმნის. მისი გამოყენებით საინტერესო დეკორი შექმენით. მაგალითად, ქაფი ავეჯს შეაფრქვიეთ და გაშრობას დაელოდეთ, შემდეგ გადაღებეთ. მანიპულაცია სჯობს ღია ჰაერზე ჩაატაროთ, რომ ტოქსიკური ორთქლით არ ისუნთქოთ.

9. ძვირადღირებული დეკორი შეარჩიეთ

კიდევ ერთი ვარიანტი: ოთახში ძვირადღირებული დეკორით აქცენტები გააკეთეთ. მაგალითად, დივანზე ლამაზი ბალიშები ან პლედი დადეთ. ამრიგად, სავარძელზე ნაკლოვანებების დაფარვას შეძლებთ. მთავარია, რომ საერთო სტილთან ჰარმონიაში იყოს. ძვირადღირებული ლარნაკი ამ მინის სახილე შეიძინეთ, რომ მაგიდა გააფორმოთ. ფანტაზია შეუზღუდავია.

10. თვითწებადი გამოიყენეთ

ზოგი ამბობს, რომ თვითწებადი ქაღალდი ანტიტრენდია, მაგრამ სწორი გამოყენების შემთხვევაში ავეჯის გარეგნობას უკეთესობისკენ ცვლის. ყველაზე ხშირად თვითწებადი სამზარეულოსა და სააბაზანოში გამოიყენება. გაითვალისწინეთ, რომ მაღალი ტენიანობის მქონე ოთახში წყალგამძლე ვარიანტები უნდა შეარჩიოთ.