7 ნიშანი პატარძლის ბინაში, რომელიც მიგანიშნებთ, რომ მისგან დამჯერი მზარეული ცოლი არ გამოვა

ბევრი კაცი ოჯახს კვლავ ძველებური პრინციპით ქმნის: ქმარი მშოვნელი, ცოლი – დედა და დიასახლისი. თუ საცოლე გყავთ და თქვენც ასე თვლით, Novate გირჩევთ, დააკვირდეთ 7 ნიშანს თქვენი რჩეულის ბინაში, რომელიც, დიდი ალბათობით, მეტყველებს, რომ მისგან კარგი დიასახლისი არ დადგება.

1. უხვი დეკორი: სტატუეტი, სანთლები, ჩარჩოები

თუ ბინაში ბევრი ლამაზი დეკორატიული ხარახურააა (სტატუეტი, სანთლები, ფოტოები ჩარჩოში და სხვა), ეს იმას ნიშნავს, რომ ქალი კომფორტში ცხოვრებას და საკუთარი თავის უზრუნველყოფას მიჩვეულია. სავარაუდოდ, მარტოც კარგად ცხოვრობს. ქმარი–მშოვნელი და ბევრი შვილი არ სჭირდება.

2. ძალიან ძვირადღირებული ნივთები

ფრთხილად იყავით, თუ ქალს ნამდვილად ძალიან ძვირიანი ნივთები აქვს, რომელთა შეძენას ყველას ჯიბე ვერ გაწვდება. ეს შეიძლება იყოს ავეჯი, სურათი ან ანტიკვარიატი, რომლის ღირებულება ასი და ათასი დოლარი ღირს. ასეთი ქალი საკუთარ თავს შეიძლება განსაკუთრებულად თვლიდეს. თუ ქალი ფუფუნებაში ცხოვრებას მიჩვეულია და იმდენად თვითკმარია, რომ ფინანსურად ამის საშუალება აქვს, დამჯერი ცოლის როლს ნამდვილად არ ისურვებს.

3. ბევრი ფუმფულა სათამაშო

თუ ქალის ბინა ფუმფულა სათამაშოებით სავსეა, ორი ვარიანტი არსებობს. ორივე ვარიანტი მათთვის ცუდია, ვინც ცოლ–დიასახლისს ეძებს. პირველი ვარიანტი – გოგონა ინფანტილური, რომელიც თავს მუდმივ ბავშვად თვლის, ანუ მისგან დედა და დიასახლისი არ გამოვა. მეორე ვარიანტი: გოგონა თავს მუდმივ შვილად საერთოდ არ თვლის, სიმართლეს თვალებში უყურებს: უფროსები სათამაშოებს საკუთარი თავისთვის არ ყიდულობენ, არამედ სხვებს ჩუქნიან. ფუმფულა ცხოველი შეიძლება იყოს თაყვანისმცემლის ან ყოფილი პარტნიორის საჩუქარი. რაც უფრო მეტია სათამაშო, მით უფრო მეტ ყურადღებას იღებს სხვადასხვა მამაკაცისგან.

4. ბევრი დიდი სარკე

ქალის სახლი, რომელიც დიდი სარკეებით სავსეა, მხოლოდ პატივმოყვარეობასა და ნარცისიზმზე საუბრობს. მას ხომ სარკეში საკუთარი თავის ყურება და ყოველ წუთს საკუთარი თავით ტკბობა უყვარს. ნარცისებიდან დიასახლისები არ იძერწებიან.

5. ბევრი რბილი რამ

ბევრი რბილი ბალიში და პლედი, რბილი საწოლი ამბობს, რომ ქალს მხოლოდ სხეულის კომფორტი უყვარს. ასეთი ქალი საკუთარ კომფორტზე ზრუნავს და მყუდროებაში ცხოვრება უყვარს. ასე მარტოხელა ქალები ხშირად იქცევიან, რომლებიც გათხოვებას და შთამომავლობის შეძენას არ აპირებენ.

6. ვარდისფერი ან ძალიან ჭყეტელა ინტერიერი

თუ ქალის ბინა ღია, მკვეთრ ფერებშია (მაგალითად, ვარდისფერი ან წითელი) გაფორმებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სახლში მამაკაცი დიდი ხანია არ გამოჩენილა და ქალი წლებია მარტო ცხოვრობს. მსგავ გარემოში ცხოვრებას არც ერთი მამაკაცი არ დათანხმდება, მას შეცვლა აუცილებლად მოუწევდა. მე–2 ვარიანტიც ოჯახის და შთამომავლობის მაძიებლისთვის სახარბიელო არაა: ასეთ ინტერიერში მცხოვრები ქალი თავს მუდმივ ბავშვად თვლის, ოჯახი არ სჭირდება.

7. ბევრი სავარჯიშო მოწყობილობა

ადამიანი, რომელსაც სახლში ტრენაჟორები აქვს და ვარჯიშობს, დიდი იშვიათობაა. ეს ამბობს, რომ ადამიანი წარმოუდგენელ თვითდისციპლინას ფლობს, რომელიც სხეულის ფორმის შენარჩუნებისკენაა მიმართული. ასეთ ქალს იშვიათად სურს, რომ სამაგალითო დედა გახდეს და საკუთარი თავი ოჯახს მიუძღვნას.