დუბაის აყვავების 5 საიდუმლო: როგორ იქცა სათევზაო სოფელი უმდიდრეს მეგაპოლისად

დუბაის შემყურე რთული დასაჯერებელია, რომ ზუსტად 50 წლის წინ ამ ადგილას პატარა ქალაქი და უსასრულო უდაბნო იყო. დღეს დუბაი – ეკონომიკური, ტურისტული და სავაჭრო ცენტრია, სადაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ცხოვრობენ. ზოგი თვლის, რომ სასწაული ნავთობის გამო მოხდა, მაგრამ ეს მხოლოდ ისტორიის ნაწილია. Novate გიამბობთ, როგორ ააშენეს სამოთხე ქვიშაზე სათევზაო სოფლიდან.

ცივილიზაციისგან შორს

დუბაის შესახებ პირველი ხსენება 1799 წლით თარიღდება. მაშინ აქ 1200 ადამიანი ცხოვრობდა. 1833 წელს ქალაქი ალ მაქტუმის დინასტიის მმართველობაში გადადის, რომელიც დღემდე მართავს. დუბაი მარგალიტის ინდუსტრიით ცხოვრობდა და თანდათან საერთაშორისო ბაზარზე გადიოდა. 1894 წელს ქალაქის ხელისუფლებამ უცხოელები გადასახადებისგან გაათავისუფლა. დუბაიში ბევრი პაკისტანელი და ინდოელი მუშა გამოჩნდა, რომლებმაც ქალაქის სავაჭრო კავშირები გააფართოვეს.

50 წლის შემდეგ ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. იაპონელებმა ხელოვნური მარგალიტი შექმნეს, ამიტომ ნამდვილის დაჭერა ნაკლებად აქტუალური გახდა. 1966 წელს სასწაული მოხდა: ქალაქის ტერიტორიაზე ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს.

შავი ოქრო – განვითარების დასაწყისი

ნავთობმა დუბაის ხაზინაში ღირსეული კაპიტალი შემოიტანა. შეიხ რაშიდმა ქალაქის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. შექმნეს: სატრანსპორტო კვეთა – პორტი რაშიდი, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, უმსხვილესი მშრალი დოკი, ხელოვნური ნავსადგური ჯებელ ალი.

1971 წელს დუბაი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაწილი გახდა. შეიხი ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან ნავთობი დამთავრდებოდა, ამიტომ ქალაქის გასავითარებლად სხვა ვარიანტები უნდა მოეძებნა. 1995 წელს დუბაის ემირი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი გახდა. მან რეგიონის განვითარების ამბიციური გეგმა წარადგინა და განაცხადა, რომ დროა საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდონ. მაშინ მისი დიდად არ სჯეროდათ, ახლა დუბაის გამოცდილების მხოლოდ შეგვიძლია შეგვშურდეს.

წარმატების 5 გასაღები

1. ფინანსური ოაზისი

დუბაის ხელისუფლებამ უცხოელ ინვესტორებს ყველაზე ხელსაყრელი პირობები შესთავაზა:

  • აქტივების და მოგების გადასახადებისგან გათავისუფლება. გამონაკლისი მხოლოდ ნავთობის და საბანკო ბიზნესი იყო, სადაც მოგების კორპორატიული გადასახადი უნდა გადაეხადათ.
  • ბიზნესზე რეგისტრაცია თუნდაც ტურისტული ვიზით.
  • Dubai Internet City თავისუფალი ეკონომიკური ზონა და დუბაის ბაზარზე ორიენტირებული ფირმების სტრატეგიული ბაზა.
  • საერთაშორისო კლასის სასტუმროების მშენელებლობა აფრების სახით „ბურჯ–ელ–არაბი“ (Burj al Arab) და აეროპორტის გაფართოება წელიწადში მინიმუმ 15 მლნ ტურისტამდე.

2. ტურისტული მარგალიტი

განვითარების მეორე მიმართულებად აირჩიეს ტურიზმი. Burj al Arab–ის შემდეგ ზღვის სანაპიროზე პირველი კლასის სასტუმროების მშენებლობა დაიწყეს შეუდარებელი სერვისით და კომფორტით. მთავრობამ საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის გაყიდვაზე აკრძალვა დააწესა, რომ ტურისტებს სპირტიანი სასმელი მხოლოდ რესტორნებში ან Duty Free–ში შეეძინათ. მას შემდეგ, რაც 70 კმ–იანი სანაპირო ხაზი დასრულდა, დუბაიმ ხელოვნური კუნძულების შექმნა დაიწყო.

3. მთავრობა – მთავარი ბიზნესმენი

ამ მომენტისთვის ნავთობს ბიუჯეტში 6% შეაქვს, დიდი წილი (74%) სახელმწიფო მომსახურებით ივსება. მათ შორისაა:

  • ძვირადღირებული ვიზა;
  • სახელმწიფოს წილი ყველა პროექტსა და კომპანიაში: სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, კაფეები და რესტორნები, უძრავი ქონება და ა.შ. მათ შორის უცხოური.
  • მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ჯარიმები.

4. “ვარსკვლავური“ წვეულებები

ყოველწლიურად დუბაში პრესტიჟული სპორტული შეჯიბრებები ეწყობა, რომელსაც კარგი მოგება მოაქვს. მათ მიეკუთვნება:

  • მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული დოღი Dubai World Cup, სადაც საპრიზო ფონდი 4 მლნ დოლარია;
  • მსოფლიო ავტორბოლის ჩემპიონატის ერთ–ერთი ეტაპი – აბუ–დაბი ფორმულა 1–ის გრან–პრი;
  • გოლფის, რაგბის, ტრიათლონის ჩემპიონატები;
  • ორიგინალური შეჯიბრებები, როგორიცაა უდაბნოში რბოლა, შავარდენით ნადირობა და „ელექტრო რბოლა“

5. ავიაციის განვითარება

დღეს დუბაის აეროპორტის მგზავრთბრუნვა წელიწადში 57 მლნ ადამიანს აღწევს. ხალხი მთელი მსოფლიოდან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჩამოდის ან სხვა რეისებზე გადადის, რისთვისაც ხაზინა შემოსავალს იღებს. დუბაი თავისი საჰაერო შოუებით და ავიაკომპანიით Emirates ცნობილია, რომელიც პლანეტის ნებისმიერ წერტილში მაქსიმალურად კომფორტული ფრენის პირობებს გვთავაზობს.