ცისფერი ქალაქი და კანფეტის ქუჩა: ადამიანის მიერ შექმნილი 15 ყველაზე ფერადი ადგილი პლანეტაზე

მსოფლიოში მილიონობით ადგილია აშენებული და თითოეულ მათგანს თავისი ხიბლი აქვს: ზოგი ბუნებრივ ლანდშაფტში მშვენივრად ჯდება, სხვები ისტორიული ნაგებობებით ან ულტრათანამედროვე ცათამბჯენებით ცნობილია. არსებობს ისეთი ქალაქები, რომლებიც თავისი სიფერადით, უფრო ზუსტად ფერების და ჩრდილების აჯანყებით ცნობილია. Novate გიზიარებთ ადამიანის მიერ შექმნილ 15 ყველაზე ფერად ადგილს პლანეტაზე.

1. ლა–ბოკას რაიონი (ბუენოს აირესი, არგენტინა)

ცოტამ თუ იცის, რომ არგენტინის ყველაზე ფერადი რაიონი ბუენოს აირესი მისი დაბადების ადგილია. პედრო დე მენდოსამ 1536 წელს სწორედ აქ დაარსა. თუმცა ფერადი მხოლოდ წინა საუკუნეში გახდა, როცა აქ იტალიელი ემიგრანტები დასახლდნენ. იმ დროიდან ლა–ბოკას მოსახლეობამ არაერთი ცვლილება განიცადა, მაგრამ სახლების კაშკაშა ფერებში შეღებვის ტრადიცია დღემდე შემორჩა.

2. სტორტორგეტის მოედანი (სტოკჰოლმი, შვედეთი)

შვედეთის დედაქალაქს თავისი ფერადი კუთხე აქვს, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე ფოტოგრაფირებული ტურისტული ადგილის სახელს ლოგიკურად ატარებს. საქმე ეხება ფერად სახლებს სტორტორგეტის მოედანზე, რომელიც პირდაპირი გაგებით ისტორიული ნაგებობებით სავსეა. უნდა ითქვას, რომ სტოკჰოლმში ასეთი ფერადი ფასადები ბევრია, თუმცა ასე შეჯგუფებული მხოლოდ ერთ ადგილას გვხდება.

3. ლონგირი (ნორვეგია)

ჩრდილოეთის პეიზაჟები საკმაოდ მოსწყენია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ნორვეგიაში, შპიცბერგენის დაბაში, ქალაქ ლონგირის მაცხოვრებლებმა თავისი სახლების ფასადის ღია, მზიან ფერებში შეღებვა გადაწყვიტეს. დასახლება ცნობილია, როგორც მინიმუმ, ორი სახელით: ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი პლანეტაზე ათასზე მეტი მოსახლეობით, ასევე ადგილი, სადაც მდებარეობს მთელი მსოფლიოს სარდაფი და მთელი მსოფლიოს სამეურნეო კულტურები ინახება.

4. ელ–ალტო (ბოლივია)

ალპების ფერდობზე მდებარეობამ ელ–ალტოს ხელი არ შეუშალა, რომ ერთ–ერთი ყველაზე ნათელი და საინტერესო ქალაქის სტატუსი მიეღო. ეს ადგილობრივი ახალგაზრდა არქიტექტორის, ფრედი მამან სილვესტერის ენთუზიაზმის და მხარდაჭერის წყალობით მოხდა. ქალაქის ღია ფერებში შეღებვის, ხოლო ზოგიერთ შენობაზე ფანტასტიკური, უჩვეულო ფასადის შექმნის იდეა მას ეკუთვნის.

5. შეფშაუენი (მაროკო)

ზოგჯერ მთელი მსოფლიოდან ტურისტების მოსაზიდად და უბრალოდ საკუთარი თვალის გასახარად საკმარისია ყველა ფასადი ერთ ფერში შეღებოთ. ასე გადაწყვიტა მაროკოს ქალაქმა, შეფშაუენმა, რომელიც უკვე მრავალი წელია ცისფერის ელფერს ატარებს. დღის მონაკვეთის და მზის მდებარეობის მიხედვით კედლის ფერი შეიძლება იყოს ღია ცისფერი ან მუქი ლურჯი. სახლების სახურავი, პირიქით, თბილ ნარინჯისფერ ან აგურისფერშია შეღებილი, რომ კედლის ცივი ლურჯი ფერი უფრო გამოიკვეთოს.

6. რეიკიავიკი (ისლანდია)

ისლანდია კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ ცდილობს ადამიანი ფერადი საღებავით ჩრდილოეთის მკაცრი პეიზაჟების განეიტრალებას. სინამდვილეში, აქ შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი დასახლებული პუნქტი ფერადი ფასადებით, თუმცა დედაქალაქი ასეთი სახლების რაოდენობით და პოპულარობით ლიდერობს. გასაკვირი არცაა, რადგან რეიკიავიკი ისლანდიის ყველაზე დიდი ტურისტული ცენტრია. სახლების ფერადად შეღებვის ტენდენცია ახლახანს გამოჩნდა, როცა ადგილობრივებს სახლების გარე ფასადის გამრავალფეროვნების შესაძლებლობა გამოუჩნდათ. ამ სახლებს ათწლეულების განმავლობაში ხის გამძლეობის გასაზრდელად მხოლოდ ნახშირით ამუშავებდნენ და ჩვეულებრივ, შავი ან ნაცრისფერი შეფერილობა ჰქონდათ.

7. პროჩიდა (იტალია)

პატარა ქალაქი პროჩიდა ცნობილია, როგორც პლანეტის ერთ–ერთი უძველესი კურორტი. Novate–ს მონაცემებით, პირველი დამსვენებელი ამ ქალაქში, როგორც მინიმუმ, 2 ათასი წლის წინ გამოჩნდა. ქალაქის თანამედროვე ხიბლი მისი მრავალფეროვნებაა, რადგან ადგილობრივები თავიან სახლებს სხვადასხვა ფერში ხშირად ღებავენ. ასეთი მაცხოვრებლები სანაპიროსთან განსაკუთრებით ბევრიაა. რაც ამ ადგილს უფრო ცოცხალს და ტურისტებისთვის მიმზიდველს ხდის.

8. ამორგოსი (საბერძნეთი)

აი, კუნძულ ამორგოსის მაცხოვრებლები ფერების აჯანყებას მკაცრი დოზირებით იყენებენ: კარებს და ფანჯრებს ფერადად ღებავენ, მაგრამ მთელი სახლი კაშკაშა თეთრი რჩება. მსგავსი კომბინაცია ბერძნული კულტურის პეიზაჟს იდეალურად ერწყმის, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ყოველ წელს ეს ადგილი ტურისტებს შორის უფრო პოპულარული ხდება.

9. მენტონა (საფრანგეთი)

პატარა საკურორტო ქალაქი მენტონა ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, რომ მშვიდად და რბილ კლიმატში დაისვენოთ. მთელი წელი თბილი, მაგრამ არა ცხელი ამინდია, ამიტომ ადგილობრივები სახლებს ასეთივე თბილ, ცოცხალ ფერებში ღებავენ. სხვათაშორის, შესაძლოა თავისი გარემომცველი ატმოსფეროს გამო მენტონას ერთი საპატიო სახელწოდება აქვს: ამ ქალაქში ფრანგებს სახელმწიფოში ყველაზე დღეგრძელი ცხოვრებით დაკვეხნა შეუძლიათ.

10. სენტ–ჯონსი (კანადა)

კანადის ცივმა სივრცემაც ფერების ამბოხებას გვერდი ვერ აუარა. ამ ქვეყანაში ყველაზე ფერად ადგილად ქალაქი სენტ–ჯონსი ითვლება. ქალაქი ფერდობზე მდებარეობს, რის გამოც სახლების ფერები ერთმანეთს ირეკლავს და ქალაქს ზღაპრულ იერს ანიჭებს. აი, სენტ–ჯონსის სანაპიროს ადგილობრივების დამსახურებით სასაცილო სახელი დაერქვა – კანფეტის ქუჩა. თან ქალაქის ისტორიული ნაწილი ასეთი ფერადი ჯერ კიდევ ვიქტორიანულ ეპოქაში იყო.

11. ანადირი (რუსეთი)

ქალაქის ბინადრებმა მუდმივი ყინვის ზონის მკაცრი ლანდშაფტის განეიტრალება სცადეს. საქმე ეხება ანადირს, ჩუკოტკის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც რუსეთის ყველაზე აღმოსავლეთ ქალაქის ტიტულს ატარებს. უფრო მეტიც, ზემოთ ხსენებული ქალაქებისგან განსხვავებით,  ადგილობრივები უფრო შორს წავიდნენ. ისინი არა მხოლოდ სახლებს ღებავენ ფერადად, არამედ თავიანთ მხატვრულ ნიჭს ავლენენ და უზარმაზარ ფასადებს სრულყოფილ ხელოვნების ნიმუშად (პორტრეტი ან პეიზაჟი) აქცევენ.

12. ნიუჰავნი (კოპენჰაგენი, დანია)

კოპენჰაგენი საკმაოდ ძველი და ისტორიული ნაგებობებით მდიდარი ქალაქია. ადგილობრივები ამაზე არ გაჩერებულან. ისინი ძველ ფასადებს ღია ფერებში ღებავენ. ასეთი ფერადი სახლები ნიუჰავნის უბანში განსაკუთრებით ბევრია. სწორედ ეს ადგილი იყო ცნობილი ჰანს ქრისტიან ანდერსენის საცხოვრებელი – შესაძლოა, გარშემორტყმული ღია ფერები ლიტერატურული შედევრების შესაქმნელად შთაგონებას აძლევდა.

13. კლიფტონი (ბრისტოლი, დიდი ბრიტანეთი)

ერთი შეხედვით, ბრიტანეთის კუნძულებზე, ნისლსა და წვიმას შორის ყველა შენობა ნაცრისფერია, მხოლოდ ფერადი კარებით გამოირჩევა. კლიფტონი ამ ტენდენციის ყველაზე ნათელი გამონაკლისია. აქ, თითოეული სახლის ფასადი ინდივიდუალურია, რადგან საკუთარ ფერშია შეღებილი. ამასთან, ოდნავ ჩახშობილია, თვალს ძლიერ არ ჭრის.

14. ვილემსტადი (კიურასაო, ნიდერლანდები)

ვილემსტადი ნიდერლანდების სამეფოს შემადგენელი ქვეყნის კიურასაოს ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც კარიბის ზღვის სამხრეთ რეგიონში მდებარეობს. ქალაქი თითქმის 4 საუკუნისაა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბევრი მრავალფეროვანი არქიტექტორის ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ. ადგილობრივებმა ისტორიული ნაგებობები ფერებითაც გამოკვეთეს: ბევრი სახლი ღია ფერებშია შეღებილი.

15. ბო–კააპი (კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკა)

აფრიკას მწვანე კონტინენტს უწოდებენ, მაგრამ ბო–კააპის პატარა რაიონს, რომელიც კეიპტაუნის სიგნალის გორაკზე მდებარეობს, ამტკიცებს, რომ ამ კონტინენტს ბევრი სხვა ფერიც აქვს. ფასადების ღია ფერში შეღებვის ტრადიცია ჯერ კიდევ „მალაისური უბნიდან“ მოდის, სწორედ ასე უწოდებდნენ ბო–კააპს წარსულში, რადგან მალაიზიიდან და ინდონეზიიდან ჩამოსული მუსულმანები მასობრივად სახლდებოდნენ. მათ სახლების ღია ფერებში შეღებვა დაიწყეს, როგორც რასობრივი დისკრიმინაციის გაუქმების სიმბოლო.