16 უჩვეულო სკულპტურა, რომელიც თავისი არსით და გარეგნობით შთაბეჭდილებას ახდენს

პლანეტაზე მილიონობით ძეგლი, ქანდაკება, სკულპტურა და ინსტალაციაა. თითოეულს თავისი ფუნქცია აქვს: ზოგი წარსულის დავიწყების საშუალებას არ გვაძლევს, ზოგი განსაკუთრებულ სიმბოლიკას ატარებს, სხვები უბრალოდ თვალს ახარებს. არსებობს ისეთი, რომელიც უჩვეულოდ გამოიყურება და მნიშვნელოვან აზრობრივ დატვირთვას ატარებს. Novate გთავაზობთ 16 უჩვეულო სკულპტურას, რომელიც თავისი მნიშვნელობით და გარეგნობით შთაბეჭდილებას ახდენს.

1. ქალის ჩანთის ძეგლი (პიემონტი, იტალია)

ყველა ქალმა იცის, თუ რა შეიძლება დაიკარგოს ერთი შეხედვით პატარა ჩანთაში. ამაზე ლეგენდები დადის. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არა, რომ ძეგლი მიუძღვნეს. ის იტალიაში 2013 წელს წარდგენილი იყოს გამოფენაზე „ფიქრები. კოსმოსი. დიალოგი ბუნებასა და წარმოსახვას შორის“. ესპანეთმა გასართობი სკულპტურას წარმოადგინა.

2. დიზაინერ–პოლიგრაფისტის ძეგლი (კრასნოიარსკი, რუსეთი)

ეს ძეგლი შემოქმედებით პროფესიას, დიზაინერ–პოლიგრაფისტებს ეძღვნება, რომელიც 2008 წლის 10 ოქტომბერს აღმართეს. ამ ტიპის საქმიანობის სამუშაო ადგილის ინსტალაცია: მაგიდა კომპიუტერით, სანათი და სკამი, მასზე გადაკიდებული ქურთუკით.

საინტერესო ფაქტი: სკულპტურის ავტორებმა ძეგლის გახსნის დრო 10 საათი და 10 წუთი სპეციალურად აირჩიეს. ისინი ირწმუნებიან, რომ საშუალოდ დიზაინერები ამ დროს იღვიძებენ.

3. ღორების ძეგლი (ადელაიდა, ავსტრალია)

პლანეტაზე არც ერთი ცოცხალი არსება დავიწყებას არ იმსახურებს, თუნდაც ღრუტუნა. ალბათ, ასე ფიქრობდნენ ღორის ძეგლის ავტორები. ძეგლი სავაჭრო ცენტრთან Rundle Mall სანაგვე ყუთებთან მდებარეობს. უფრო მეტიც, საყვარელ, ბრინჯაოს ღორებს სახელები აქვთ: ოლივერი, ავგუსტი, ჰორაციო და ტრიუფელი.

4. ძეგლი „არა ძალადობას“ (მალმე, შვედეთი)

ამ სკულპტურის ისტორია, რომელიც მწვავე სოციალურ ქვეტექსტს ატარებს, ტრაგიკულია. ქანდაკება სახელით „არა ძალადობას“ დიდ რევოლვერს წარმოადგენს, რომლის ლულა გაკვანძულია. 1980 წელს ჯონ ლენონის სამახსოვროდ შეიქმნა, რომელიც ცოტა ხნით ადრე საკუთარმა ფანმა დახვრიტა. ეს ძეგლი იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ მთელ პლანეტაზე სულ 17 ასლი გააკეთეს, თან მათგან 10 – შვედეთში. სხვებს იპოვით ნიუ–იორკში, კირხბერგში ლუქსემბურგში, პეკინში, ბერლინში, საფრანგეთის ქალაქ კანში, კეიპტაუნსა და შვეიცარულ ლოზანაში.

5. სკულპტურა „სიყვარული“ (ოდესა, უკრაინა)

2015 წელს, ნევადაში ფესტივალის Burning Man ფარგლებში წარმოადგინეს „სიყვარული“. ასე ეწოდება უკრაინელი მოქანდაკის, ალექსანდრე მილოვის ნამუშევარს, რომელიც წარმოადგენს ორ ზურგშექცეულ უფროსს, შიგნით კი პატარა ბავშვები სხედან, რომლებიც ერთმანეთისკენ მიიწევენ. ღამით ბავშვების ფიგურები ნათდება.

„ეს ქალსა და კაცს შორის კონფლიქტს წარმოადგენს. ასევე ადამიანის ბუნების გარეგან და შინაგან გამოვლენას. შინაგან პიროვნებებს წარმოადგენს მოჩვენებითი ბავშვები, რომლებიც გისოსებიდან ხელებს ერთმანეთისკენ იწვდიან. სიბნელეში ბავშვები ნათდებიან. სინათლე სინაზის და გულწრფელობის სიმბოლოა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და ბნელ დღეებში უკეთესის იმედს იძლევა“ – ამბობს თავად სკულპტურის ავტორი. დღეს მის ნახვას ქალაქ ოდესაში, უკრაინაში შეძლებთ.

6. ძეგლი „მოგზაური“ (მარსელი, საფრანგეთი)

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ძეგლი „მოგზაურის“ ავტორმა, ფრანგმა მხატვარმა და მოქანდაკემ, ბრუნო კატალანომ არა ერთი, არამედ მსგავსი ძეგლების მთელი ჯგუფი შექმნა, რომლებიც მარსელში მიმოფანტულია და გაერთიანებულია სახელწოდებით „Les Voyageur”.  ბრინჯაოს ადამიანები, რომლებიც სრულად გამოსახულნი არ არიან, 2013 წელს გამოჩნდა და არა ტყუილად: მათი დადგმა დროულად დაემთხვა მარსელისთვის ევროპის კულტურული დედაქალაქის სტატუსის მინიჭებას.

7. უცნობი გამვლელების ძეგლი (ვროცლავი, პოლონეთი)

ვროცლავის ტროტუარზე გაყინული ადამიანების ჯგუფი უნებლიეთ დაგაბრუნებთ პოლონეთის რთულ დროში, როცა ქვეყანა კომუნისტურ ბანაკშია. ბევრისთვის ეს პერიოდი უკავშირდება პიროვნების და განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობას, ამასთან იატაკქვეშა ანტიკომუნისტურ საქმიანობას, რომელმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში თავის პიკს მიაღწია. სწორედ ამიტომ, ეს ხალხი ნაცრისფერია და სახელი არ აქვს: ისინი ერთფეროვან და ნაცრისფერ მასას წარმოადგენენ, რომელშიც კომუნისტები პოლონელების გადაქცევას ცდილობდნენ.

8. პურის რიგის ძეგლი (ვაშინგტონი, აშშ)

გასული საუკუნის კიდევ ერთ, ბევრად უფრო დიდ კატასტროფას ეძღვნება ძეგლი, რომელიც ფრანკლინ რუზველტის მემორიალის მახლობლად მდებარეობს. სწორედ მისი მმართველობის დროს მძიმე დრო დადგა, როგორიცაა შიმშილობა და უმუშევრობა დიდი დეპრესიის დროს. ძეგლი დაღლილობას და უიმედობას აჩვენებს, რომელიც პურის რიგში მყოფ ადამიანებში ჩანს, რომლებიც თავის თეფშს და ერთ ნაჭერ პურს ელოდნენ.

9. უცნობი ბიუროკრატის ძეგლი (რეიკიავიკი, ისლანდია)

ეს ძეგლიც შეიძლება უიმედოობის გამოსახულებად ჩაითვალოს, მაგრამ მხოლოდ ერთი სახის საქმიანობის წამრომადგენლებს შორის. საქმე ეხება ყველას, ვინც ბიოროკრატის რუტინულ უმადურ საქმეს ასრულებს. ძეგლი ჯერ კიდევ 1994 წელს დადგეს და მისი ავტორია მოქანდაკე მაგნუს ტომასონი. ნამუშევარი წარმოადგენს ადამიანს კოსტუმში, რომელსაც პორტფელი უჭირავს, მაგრამ სახე არ აქვს, ის დიდი ქვის კუბით დამალულია, ამით ათასობით ოფისის თანამშრომლის გარეგნობას ხაზს უსვამს.

10. ქანდაკება „პოლიციელზე გახუმრება“ (ბრიუსელი, ბელგია)

აუცილებელი არაა, რომ ქანდაკებას ღრმა დატვირთვა ჰქონდეს. ზოგიერთი უბრალოდ გასართობადაა შექმნილი. სწორედ ამას აკეთებს ბრინჯაოს მოხელე – ერთობა, პოლიციელს ეხუმრება. იუმორისტული ინსტალაცია ბელგიელი მხატვრის, ტომა ფრანტცენის ნამუშევარს წარმოადგენს, მისი სახელი დანიურად ჟღერს „De Vaartkapoen”: “vaart” ითარგმნება, როგორც „არხი“, ხოლო “kapoen” – თავხედი. ძეგლი 1985 წელს მოლენბეკ–სენ–ჟანის კომუნაში, ბრიუსელის რაიონში დადგეს.

11. ნელსონ მანდელას მემორიალი (ჰოუიკი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)

ცნობილი აფრიკელი პოლიტიკური მოღვაწე, ნელსონ მანდელა საკმაოდ საინტერესოდ უკვდავყეს. გამოსახულება წარმოადგენს მამაკაცის პროფილს, რომელიც 50 ფოლადის სვეტისგან შედგება – იმ დროს პოლიტიკოსის დაკავებიდან და დევნის დაწყებიდან სწორედ ამდენი წელი იყო გასული. მართალია, მანდელას მსგავსებას მხოლოდ შორი მანძილიდან, გარკვეული კუთხიდან შენიშნავთ, სხვა მხრივ შეიძლება უბრალო რკინის სვეტებად მოგეჩვენოთ. მემორიალი მდებარეობს #3 გზატკეცილზე, ქალაქ ჰოუიკსა და დურბანს შორის.

12. სკულპტურა „კიბე ცაში“ (ბონდი, ავსტრალია)

ავსტრალიაში არის გასართობი ქანდაკება სახელწოდებით Diminish and Ascend, განიმარტება, როგორც „კიბე ცაში“. მხატვრის, დევიდ მაკ–კრაკენის მსგავსი არტ–ინსტალაცია თავის მნიშვნელობას სწორად ავლენს, თუ სწორი კუთხით შეხედავთ: ასე ნამდვილად გაუთავებელ კიბეს ჰგავს, რომელიც სადღაც ღრუბლებში იმალება.

13. “ჰორიზონტები“ (ახალი ზელანდია)

ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გამოსახულება ვინმე მულტიპლიკატორმა გააფუჭა – ობიექტი ძალიან ხატოვნად გამოიყურება. თუმცა მხატვრის, ნილა დოუსონის გინანტური სკულპტურა „ჰორიზონტები“ ნამდვილად არსებობს და უზარმაზარი ზომები აქვს. ასეთი ეფექტი ვიზუალური ილუზიის ხარჯზე მიიღწევა, რაც ამ „ქაღალდის ნაგლეჯს“ მთის თავზე აფრიალების საშუალებას აძლევს.

14. ქანდაკება „ნიშნობა“ (ვანკუვერი, კანადა)

სკულპტურების სერია სახელწოდებით Engagement („ნიშნობა“) მოქანდაკე დენის ოპენჰეიმმა გამოიგონა. კონსტრუქცია წარმოადგენს ორ დიდ ბეჭედს ბრილიანტის თვლით, როგორის ჩუქებაც მიღებულია ხელის თხოვნის დროს. პირველად ასეთი ქანდაკება 2005 წელს ვანკუვერში გამოჩნდა, ამიტომ უფრო ცნობილია. მსგავსი ინსტალაციები შეგიძლიათ იხილოთ ნევადაში, სან–დიეგოში, რუოჰოლატაში (ფინეთი) და ლეობენში (ავსტრია). საინტერესოა, რომ თავად ავტორი ქანდაკების აზრობრივ დატვირთვაზე არაფერს ამბობს. როგორც ჩანს, ყველამ საკუთარი სიმბოლო უნდა დაინახოს.

15. პოლიტიკოსები გლობალურ დათბობას განიხილავენ (ბერლინი, გერმანია)

ბოლო წლებში პლანეტის მწვავე ეკოლოგიურ სიტუაციაზე სულ უფრო ვსაუბრობთ. ყველაზე მეტად გლობალური დათბობა განიხილება. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ესპანელმა მხატვარმა და მოქანდაკემ ისააკ კორდალმა ამ საკითხის ირონიულ წარდგენას ყურადღება მიაქცია. მისი ნამუშევარი წარმოადგენს ოფიციალური პირების რთულ მოლაპარაკებას გლობალური დათბობის საკითხის შესახებ. ოღონდ, როგორც ჩანს, ცოტა დაიგვიანეს, რადგან უკვე ყელამდე წყალში არიან. შესაძლოა, ასე კორდალმა ამ პრობლემის მიმართ ყურადღების მიქცევა გადაწყვიტა, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არაა.

16. “შავი მოჩვენება“ (კლაიპედა, ლიტვა)

ესეც ცნობილი ლიტვური ძეგლი სახელწოდებით „შავი მოჩვენება“, რომლის მიზანია არა მომავლის პრობლემების განხილვა, არამედ წარსულის მისტიური ეპიზოდების შეხსენება. სკულპტურა წარმოადგენს ცნობილი ლეგენდის პერსონაჟის გამოსახულებას, რომელმაც შავ ლაბადაში გახვეულმა და ფარანით ხელში კლაიპედას ციხის ერთ–ერთ მცველს უწინასწარმეტყველა შიმშილი და გაჭირვება, თუ მარცვლეულის და ხის მარაგს არ გაზრდიდნენ.