კორეელი ქალების 7 ყოველდღიური პრობლემა, რაც ჩვენს დიასახლისებს გააოგნებს

მრავალსაუკუნოვანი ეროვნული ტრადიციები ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროზე თავის ანაბეჭდს ტოვებს, მათ შორის ოჯახის გაძღოლაზე. თითოეული ერი ყველაზე ჩვეულ საქმეშიც მთავარ წესებს იცავს, რაც სხვა ქვეყნის მაცხოვრებელში მხოლოდ გაკვირვებას იწვევს. Novate გთავაზობთ კორეელი ქალების ყოველდღიური ცხოვრების 7 ყველაზე უჩვეულო ჩვევას და წესს, რის გამოც ქართველებს თავბრუ დაეხვევათ, თან უფრო იმის გამო, რომ თავად ვერ მოიფიქრეს.

1. დასვენების დღეებში – ყველა თავისთვის

ჩვენთან, ქალები შაბათ–კვირას ელოდებიან, რომ მთელმა ოჯახმა დრო ერთად გაატაროს. მნიშვნელობა არ აქვს, ესაა პარკში გასეირნება, ნათესავებთან სტუმრობა თუ ბუნებაში გასვლა. როგორც წესი, სხვა საქმეს (შოპინგი, სილამაზის სალონი, მეგობრებთან შეხვედრა და ა.შ.) როგორღაც სამუშაო დღეებში, სამსახურის შემდეგ ასწრებენ.

კორეელი ქალები ყველაფერს პირიქით აკეთებენ. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ დაუყონებლივ ოჯახში წასვლას ცდილობენ, რომ კარგად დაისვენონ და მომავალი დღისთვის ძალები მოიკრიფონ. ხოლო დასვენების დღეებში მაღაზიებში მიდიან, კარგად იძინებენ, დროს სპორტს და ჰობს უთმობენ. რაც ყველაზე გაუგებარია, დასვენების დღეებში შვილებზე ყურადღებას არ აქცევენ. ამას მამა აკეთებს, თუნდაც ახალგაზრდა დედა დეკრეტულ შვებულებაში იყოს, ხოლო თავად სამუშაო დღეებში მანქანასთან იყვნენ და ზეგანაკვეთურად მუშაობდნენ.

2. სააბაზანო ოთახის და აივნის დასალაგებლად შლანგს იყენებენ

არცერთ ქართველ ქალს არ მოუვა თავში, რომ სააბაზანო ოთახი ან აივანი ბუჩქის ან სარწყავი შლანგით გარეცხოს. ჩვენთან აბაზანის მიღებისას წყლის ზედმეტად დაღვრის უფლებას ბავშვებსაც არ აძლევენ, მით უფრო საკუთარი ნებით შლანგით დასხმა. კორეაში სისუფთავის და წესრიგის შესახებ სხვა წარმოდგენა აქვთ. აქ ცხოვრობენ პრინციპით: რაც უფრო მეტია წყალი დალაგების დროს, მით უფრო სუფთაა შენობა.

საინტერესო ფაქტი: კორეაში სააბაზანო ოთახები და აივნები მოწყობილია ევროპული „სველი“ ზონის პრინციპით: ოთახი დაფარულია კაფელით, ხოლო იატაკის ცენტრში წყლის სანიაღვრე მილია. ამ მიზეზით ჰიგიენური წყლის პროცედურა შეგიძლიათ დიდ მასშტაბზე მოაწყოთ, არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ მთელი ოთახისთვის. აღსანიშნავია, რომ კორეაში აივანზე ნიჟარის და სარეცხი მანქანის დაყენება ნორმალურია.

3. ხალიჩის სრულად არ ქონა

ჩვენთან ხალიჩის გარეშე ბინის წარმოდგენა უჭირთ. თუ ყველა კედელზე ხალიჩის გაკვრაზე უმეტესობამ უარი თქვა, იატაკის მთავარ საფარად დღემდე რჩება. უდავოდ, ხალიჩა ბოროტი მტვრის შემგროვებელია, მაგრამ ამასთან ხმაურს შთანთქავს და ფეხებს ათბობს.

კორეულ ბინებში ცენტრალური გათბობის არარსებობის გამო, ყველა ისე თბება, როგორც შეუძლია, ძირითადად, იატაკის თბილ სისტემას იყენებენ. ამ მიზეზით კორეელები სითბოს დაკარგვას ვერ დაუშვებენ და ხალიჩა არ სჭირდებათ. თან ასე დიასახლისი დროს და ფულს ზოგავს, რადგან მისი ქიმწმენდა ძვირი სიამოვნებაა.

4. ნაგვის დახარისხება დიდი ჯარიმის შიშით

საქართველოში, ბევრი მრავალსართულიანი სახლის მახლობლად სანაგვე ყუთები დევს, საბედნიეროდ, სანაგვე ვედროებით არავინ დადის, რადგან ახლა პაკეტები გამოჩნდა, მაგრამ ამით ცივილიზაცია არ დასრულებულა. მსოფლიოს დიდ ქვეყნებში ყველა ოჯახი ვალდებულია ნარჩენები დაახარისხოს და სამხრეთ კორეა გამონაკლისი არაა. განსაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი სეულში, სადაც სხვადასხვა ფერის სპეციალური პაკეტები გაიცემა. ამ პაკეტებში ცალ–ცალკე იფუთება საკვების ნარჩენები, მინა, ქაღალდი და პლასტმასი.

Novate–ს ინფორმაციით, წესების დაუცველობის შემთხვევაში მინიმუმ 1000 აშშ დოლარით დაჯარიმდება. თან იმის იმედი, რომ ვერავინ დაინახავს, არ ღირს. დახარისხებული ნარჩენები სანაგვე ურნაში არავის გააქვს, არამედ სახლის ზღურბლზე ტოვებენ, საიდანაც კომუნალურ მომსახურებას მიაქვს. არაკეთილმოსურნე მაცხოვრებელს ადვილად ააშკარავებენ ვიდეო კამერებითაც, რომლებიც თითქმის ყველა ნაბიჯზე დაყენებულია. ასე რომ ჯარიმას ვერ გაექცევით.

5. ლოგინის ან საწოლის მოწყობილობის არ ქონა (ჩვენი გაგებით)

ტრადიციულად, კორეელებს იატაკზე ძინავთ, ამ მიზეზით სახლში ლოგინს მხოლოდ იმ სახლებში დაინახავთ, რომელთა მფლობელები ევროპაში ან სხვა ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდნენ. დანარჩენებს თხელ ლეიბზე და ასეთივე თხელ ბალიშზე წოლა აკმაყოფილებთ. ამასთან ზეწარი და თბილი საბანი გათვალისწინებული არაა. ის უფრო პლედს ჰგავს, თუმცა ბინაში ცენტრალური გათბობა არაა (მართალია, თბილი იატაკი აქვთ). კიდევ ერთი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თეთრეულს იშვიათად იყენებენ, რადგან კორეელები ლეიბს, ბალიშს და გადასაფარებელს ისე ხშირად რეცხავენ, როგორც ჩვენთან ზეწარს და საბნის შალითას.

უცნაურია, მაგრამ მსგავსი ტრადიციის გამოყენება სხვა ქვეყანაშიც დაიწყეს, განსაკუთრებით პატარა ბინის მფლობელებმა. ასე ხომ სივრცის ეკონომია და აუცილებელი ავეჯის შეძენაზე ფულის დაზოგვა შეიძლება.

აღსანიშნავია: სტუმრებს ზოგიერთ სასტუმროსა და საერთო საცხოვრებელში ლოგინის ნაცვლად შეიძლება თხელი ლეიბები შესთავაზონ.

6. კბილის ჯაგრისები ყველა კუთხეში

სახლის დალაგებისას ნებისმიერი დიასახლისი ბევრ ღრუბელს და ჩვარს იყენებს, რომლებიც სარეცხ საშუალებებთან ერთად სახლში სისუფთავის შენარჩუნებაში გვეხმარება. კორეელი ქალები ამ პროცესს მარტივად უყურებენ. ისინი, ძირითადად, კბილის ჯაგრისებს იყენებენ, რომლებიც რთულად მისადგომი ჭუჭყიანი ზედაპირების გასაწმენდად იდეალური ხელსაწყოა. ამასთან კორეელი დიასახლისები კბილის ჯაგრისებს რამდენიმე ადგილას სამზარეულოში, სააბაზანო ოთახში და აივანზე ინახავენ, რომ ყოველთვის ხელთ ჰქონდეთ.

7. დალაგების პროცესის უცნაური თანმიმდევრობა და სრული მფლანგველობა

ქართველი დიასახლისები დალაგებას ზედა თაროებიდან მტვრის გადაწმენდით იწყებენ და შემდეგ გადადიან იატაკის რეცხვაზე. ამასთან სხვადასხვა ჩვარს ან სალფეთქს იყენებენ, მაგრამ მაქსიმუმ 2-3. აი, კორეელი ქალები ჯერ იატაკს წმენდენ, თან ამისთვის მინიმუმ 10 ჩვარს იყენებენ, მაგრამ წყლიანი ვედროს ან ტაშტის გარეშე. როგორ ხდება: კორეელი ქალი სველ ჩვარს იღებს და იატაკის წმენდას შორეული კუთხიდან იწყებს. ჭუჭყიან ჩვარს არ რეცხავს, არამედ აგდებს და ახალს იღებს და ასე დალაგების დასრულებამდე. როგორც კი იატაკის წმენდას მორჩება, იმავე ჩვრით (თუ ძალიან ბინძური არაა) ყოველთვარი ცრურწმენის გარეშე ავეჯს და ფანჯრის რაფებს წმენდს.

ეს ყველაფერი არაა. კორეაში, მთავარია, რომ იატაკი ყოველთვის სუფთა იყოს. იდეალური წესრიგის მისაღწევად სველ წმენდებს შორის ეხმარებათ არა მტვერსასრუტი, არამედ ტანსაცმლის წებოვანი საწმენდი.