როგორ გავაკეთოთ მოსაპირკეთებელი ფილები ქვაფენილის იმიტაციით

ქვაფენილის ბილიკები ნებისმიერ გარემოს ორგანულად ერწყმის, განსაკუთრებით ბაღს ან აგარაკის უკანა ეზოს. მართალია, ასეთი ფილების შეძენა საკმადო ძვირი დაგიჯდებათ. სწორედ ამიტომ, Novate გთავაზობთ ალტერნატიულ გზას. მოსაპირკეთებელი ფილები ქვაფენილის იმიტაციით ხელმისაწვდომი მასალისგან თავად გააკეთეთ.

დაგჭირდებათ: ქვიშა, ცემენტი, კენჭი, წვრილი ღორღი, ბეტონის ლაქი, თვითმჭრელი ხრახნები, ხის ძელები.

პირველ რიგში, თვითმჭრელი ხრახნებით და ხის ძელებით 50-70 მმ ზომის ერთი ან რამდენიმე ფორმა გააკეთეთ ფილების ჩამოსასხმელად. მიღებული ფორმა სამუშაოს დაწყებამდე სწორ ზედაპირზე დადეთ. წინასწარ ზედაპირს სუფთა და მთელი პარკი გადააფარეთ.

სქელი ბეტონი მოამზადეთ: 1 ნაწილი ცემენტი, 3 ნაწილი ქვიშა, 3-4 ნაწილი ღორღი, მინიმუმ წყალი. პარალელურად წყლით სავსე ჭურჭელში კენჭები დაასველეთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ბეტონიდან წყალი არ შეიწოვოს. შემდეგ ხის ფორმა ბეტონით აავსეთ, უწესრიგოდ სველი კენჭები, ბრტყელი ზედაპირით ზემოთ, დაუმატეთ.

დიდი ქაფჩით კენჭები ბეტონში ჩაძირეთ ისე, რომ ზედმეტად ზემოთ არ იყოს და არც ჩაიძიროს. ბეტონი ისე გაასწორეთ, რომ მხოლოდ ზემოთ მხოლოდ ცემენტი და ქვიშა დარჩეს, ხოლო მსხვილი ნაწილები – ქვემოთ. ფორმაში 2 საათი გააჩერეთ. შემდეგ საშუალო სიმტკიცის გისოსი და ბაღის შლანგი აიღეთ. მათი დახმარებით ფილის ზედაპირი ფრთხილად გარეცხეთ ისე, რომ კენჭების ზედაპირი დაინახოთ.

ზედა ფენა იქნება ღორღი. ძალიან ლამაზი გამოვა. ფორმაში მეორე დღემდე გააჩერეთ. ერთ დღეში ხის ფორმა მოხსენით, ფილა რბილი ჯაგრისით გაწმინდეთ, შემდეგ ბეტონის ლაქი წაუსვით, რომელიც „სისველის“ ეფექტს მიანიჭებს და ყინვისგან დაიცავს. ერთი ასეთი ფილის შექმნაზე 15-20 წუთს დახარჯავთ. რამდენიმე კვირაში აგარაკზე მთელი გზის დაგებას შეძლებთ.