8 საკამათო გადაწყვეტილება სამზარეულოში, რაც დიზაინერებს თავში ხელის ტაცებას აიძულებს

სამზარეულო ის ადგილია, სადაც თითოეული შეცდომა დიდ ტრაგედიად იქცევა. თუ ლამაზი, მაგრამ ფუნქციური სივრცის მოწყობას აპირებთ, ყველა დეტალი განიხილეთ, ფერებით დაწყებული და ავეჯის სახელურებით დამთავრებული. Novate გირჩევთ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილ შეცდომებს თავი აარიდოთ, რომ მომავალში დახარჯული თანხის გამო არ ინანოთ.

ხერხი 1: მთლიანად თეთრი ინტერიერი

ეს არა პრაქტიკულობის, უფრო ესთეტიკის საკითხია. სტერეოტიპი, რომ თეთრი სამზარეულო ადვილად ჭუჭყიანდება, საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა. მას ამყარებდა ცრურწმენები, რომლითაც წლების განმავლობაში თავს გვიჭედავდნენ: შედეგად, ქალები ყურადღებას აქცევდნენ ყველა, თითქმის ძლივს შესამჩნევ ლაქას, ხოლო ქვეცნობიერი პრობლემის რეალურ მასშტაბებს ზრდიდა. სინამდვილეში, შავი პრიალა ზედაპირი უფრო ადვილად ბინძურდება და არაპრაქტიკულია. უბრალოდ თეთრი ინტერიერი სისუფთავის მოყვარული დიასახლისის ლაქმუსის ქაღალდია. ეს კარგია, რადგან სამზარეულოს მოწესრიგებას ყოველდღე ეცდება.

რატომ არის მთლიანად თეთრი სამზარეულო ცუდი იდეა? ის მკრთალი, მოსაწყენი და უღიმღამოა, რადგან აქცენტი არაფერზე კეთდება. სკანდინავიური სტილის გავლენით ინტერნეტში ბევრი მსგავსი ინტერიერი ჩნდება და ხალხიც „ეგება“. საკმარისია, სუფთა, თეთრი ოთახი ფერადი აქცენტის მქონე ოთახს შეადაროთ და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება. მეორე ვარიანტია დინამიკა, პიკანტურობა, ამოცანა, სტილი. თეთრ სამზარეულოს კონტრასტული ფარდა, მაგიდის სუფრა, ღია თაროზე ფერადი ჭურჭელი დაუმატეთ და ოთახი ახალი ფერებით ათამაშდება.

ხერხი 2: პლინტუსი სამუშაო ზედაპირსა და წინსაფრის შეერთების ადგილას

ჩვეულებრივ, პლინტუსს იყენებენ იმისთვის, რომ სამუშაო ზედაპირსა და წინსაფრის შეერთების ადგილას წყალი არ ჩავიდეს და ობი ან სოკო არ გაჩნდეს. დიზაინერების უმეტესობა თვლის, რომ ეს წარმატებული მაგალითი არაა და მასზე უარის თქმას გვირჩევენ. მათი აზრით, სამუშაო ზედაპირი კედლის პანელს ან ფილებს უნდა შეეფერებოდეს, რომელიც თავისი სისქით შეერთების ადგილს დაფარავს და ტენიანობის გავრცელებას არ დაუშვებს. ასე ზედმეტ დეტალებს მოიშორებთ. იდეის გასახორციელებლად ფილები ავეჯის და სამუშაო ზედაპირის დადგმის შემდეგ მიაკარით.

ხერხი 3: კარადა Tip-on მექანიზმით

გგონიათ, რომ ამ მექანიზმს არ იცნობთ? ესაა კარის გაღების ცნობილი მექანიზმი მხოლოდ ხელის დაჭერით. ახლა ძალიან პოპულარულია მინიმალისტური სამზარეულო უსახელო კარადით, ამიტომ tin-on მოთხოვნადია. უნდა იცოდეთ, რომ მას უფრო მეტი მინუსი აქვს, ვიდრე პლიუსი. პირველ რიგში, ფასადზე ჭუჭყიანი ხელის ლაქები რჩება, რადგან კერძების მზადების დროს კარადის კარის გაღება და დახურვა ხშირად გვიწევს. გარდა ამისა, ხშირი გამოყენებისას მექანიზმი წყობიდან გამოდის. სახელური სამუდამოდ გემსახურებათ. საჭიროების შემთხვევაში სახელურის შეცვლა რთული არაა (tip-on-ისგან განსხვავებით).

ხრიკი 4: ჭაღსა და კარადას შორის მცირე დაშორება

სამზარეულოს კარგი მრავალმხრივი განათება სჭირდება, ამიტომ ჭაღი ინტერიერში აუცილებლად უნდა იყოს. თუმცა ამ საკითხში შეცდომის დაშვება ადვილია. ასეთ შემთხვევაში ჭაღი ზედა კარადის კარის გაღებას ხელს შეუშლის.

თუ მოგწონთ მოდური გადაწყვეტილება კარადა სამ რიგად და სამზარეულოში მისი გამოყენება გადაწყვიტეთ, გახსოვდეთ: ჭაღი კარადისგან ისე უნდა იყოს დაშორებული, კარადის გაღება უპრობლემოდ შეძლოთ. ძალიან მაღალმა კარადამ შეიძლება სინათლის ინტენსივობა დაფაროს და სინათლე ნაკლებად ინტენსიური გახადოს.

ხრიკი 5: გამწოვის არ ქონა

რემონტზე ფულის დაზოგვა იწვევს იმ ფაქტს, რომ ბინის მეპატრონეები გამწოვის დამონტაჟებაზე უარს ამბობენ, რასაც შემდეგ ნანობენ. ამ მხრივ, გამწოვი ჭურჭლის სარეცხ მანქანას ჰგავს: დღეს გგონიათ, რომ ჭურჭელს თავადაც გარეცხავთ, რამდენიმე წელში კი ბავშვები გაჩნდება, რომლებიც თქვენს აზრს ცვლიან, მაგრამ უკვე გვიანია: სამზარეულოში ჭურჭლის სარეცხი მანქანის ადგილი არ დაგიგეგმავთ.

გამწოვთან იგივე სიტუაციაა. ახლა ფიქრობთ, რომ სამზარეულოში მინიმუმ დროს ატარებთ და გაზქურაზე თითქმის არაფერს ამზადებთ, ხვალ კი, თქვენი გემოვნება შეიცვლება ან ოჯახი გაიზრდება. სწორედ ამიტომ, წინასწარ დაგეგმეთ და ყველა „კი“ და „არა“ აწონდაწონეთ, სანამ ამ მოწყობილობაზე უარს იტყვით.

ხრიკი 6: ჩაშენებული მაცივარი

რა თქმა უნდა, ჩაშენებული ტექნიკა და ავეჯი ძალიან აქტუალური მაგალითია იმის გათვალისწინებით, რომ სამზარეულო დიდი ზომებით არ გამოირჩევა, ხოლო ცალკე მდგარი მოწყობილობა დიდ ადგილს იკავებს. თუმცა არსებობს დეტალი: ჩაშენებული მაცივარი პატარა მოცულობის სინონიმია. სწორედ ამიტომ, საკამათო გადაწყვეტილებაში შედის, თუმცა ლამაზად გამოიყურება და სამზარეულოს კონცეფციას აგრძელებს. ამ შემთხვევაში სჯობს სამუშაო ზედაპირის ქვემოთ დაბალი საყინულე დადგათ, თუ თავისუფალი სივრცე გაქვთ.

ხრიკი 7: სახელური–ნიჟარა და ავეჯზე რელიეფი

ასეთი სახელური ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს: თუ ფასადის ცენტრში მდებარეობს, გასაღები კარადის რადიუსი მცირდება. მსგავსი მოწყობილობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ხოლო ხელის მოსაკიდი ქვემოთ უნდა მდებარეობდეს, რაც ყოველთვის მოსახერხებელი არაა, მაგალითად, ჩაშენებული მაცივრისთვის (ამ შემთხვევაში მაღალი რეილინგი გამოგადგებათ).

რაც შეეხება რელიეფურ ლირს ავეჯზე, ის ძალიან პოპულარულია, როცა ბინის მფლობელი სამზარეულოს კლასიკურ სტილში გაფორმებას აპირებს. თუმცა კომფორტის და პრაქტიკულობის კუთხით კითხვები ჩნდება. მსგავსი ავეჯის მქონე დიასახლისები ჩივიან, რომ ბევრ მტვერს აგროვებს. თან რელიეფი სწრაფად და კომფორტულად დალაგებას ხელს არ უწყობს. თუ მოულოდნელად კარზე ცხიმის ლაქა ან თითის ანაბეჭდი გაჩნდა, მისი მოშორება უფრო გაგიჭირდებათ, ვიდრე ლაქის გლუვ კარადაზე მინიმალური მოსართავით.

ხრიკი 8: იაფი მასალა

მნიშვნელობა არ აქვს, გამოცდილი მზარეული ხართ თუ სისუფთავეზე შეყვარებული, სამზარეულო სახლის ერთ–ერთი ყველაზე ფუნქციურ ადგილად რჩება. ყველა მასალა, რომლის გამოყენებას სამზარეულოში აპირებთ, მაქსიმალურად პრაქტიკული და გამძლე უნდა იყოს, ამიტომ იაფი ვერ ეღირება. მსგავს შემთხვევაში დსპ (დაპრესილი ნახერხისგან დამზადებული დაფა) ან ცუდად დამუშავებული ხე სწრაფად იბზარება, სივდება და გამოუსადეგარი ხდება. თუ ბიუჯეტი შეზღუდულია, არჩევანი გააკეთეთ მდფ–ზე, პლასტმასზე, კერამიკაზე ან ფილებზე.

გლუვი და მსხვილი წინსაფარი აირჩიეთ. მოზაიკა არ გამოგადგებათ, რადგან მისი მოვლა ბევრი ნაპრალის გამო რთულია. თუ მსუბუქად შესაგრძნები მასალა გსურთ, გალესვაზე ფული არ დაზოგოთ. ოპტიმალური ვარიანტია ეპოქსიდის ფისი.