ფიბონაჩის რიცხვმა კანადელებს 3D პრინტერით დაბეჭდილი სახლის შექმნა შთააგონა

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლების დასაპროექტებლად და ასაშენებლად ფიბონაჩის რიცხვებს მოულოდნელი გამოყენება უპოვეს. კომპანია TAM–ის კანადელმა სპეციალისტებმა ინოვაციური სახლების შესაქმნელად უძველესი მაგალითის გამოყენება გადაწყვიტეს, რომელიც კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში მეცნიერებს, ხელოვანებს და ბუნებით დაინტერესებულ ხალხს ყოველთვის ცნობისმოყვარეობას აღუძრავდა. ამ პროექტის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა ისაა, რომ სახლი კანადაში 3D პრინტერით დაბეჭდილი პირველი ობიექტია და პირველად ასეთი ინოვაციური ბინებით, რომელიც Airbnb–ზე ქირავდება.

„ოქროს კვეთა“ გვხდება არა მხოლოდ მათემატიკასა და ფიზიკაში, არამედ ბუნებაში, თან მრავალ ვარიანტში, დაწყებული ნიჟარით, ყვავილის ფურცლით და დამთავრებული ადამიანის სხეულით. სწორედ ამ „ოქროს კვეთამ“ კომპანიის Twente Additve Manufacturing (TAM) სპეციალისტებს 3D პრინტერით დაბეჭდილი სახლის განსაკუთრებული მოდელის შექმნა შთააგონა.

ცნობისთვის: ჰოლანდიური კომპანია TAM, რომელიც დამატებით სამშენებლო ტექნოლოგიებზე სპეციალიზდება, 2018 წელს დაარსდა. არსებობის ასეთი მოკლე ვადაში კომპანიამ კანადაში, გერმანიასა და დუბაიში შვილობილი კომპანიები დაარსა და 3D პრინტერით ბეტონის ბეჭდვაში (3DCP) მსოფლიო ბაზარზე ლიდერი პოზიციები დაიკავა. დღეს 3DCP–ის მთელ ინდუსტრიაში ხუთ ყველაზე გავლენიანი კომპანიდან ერთ–ერთია.

კანადელი დეველოპერების ამბიციური გეგმა მომავლისკენ იყო მიმართული, რადგან „ფიბონაჩის სახლი“ (Fibonacci House) ასეთი ხმამაღალი სახელით ამ დიდ პროექტში პირველი მერცხალი უნდა გამხდარიყო. კომპანიის სპეციალისტები პროექტის რეალიზებას ბრიტანული კოლუმბიის ეკოსოფლის ტერიტორიაზე Kootenay Lake Village აპირებენ. ეს ადგილი გამორჩეულია იმით, რომ მდინარე ნელსონის ბუნებრივ აუზთან, ტყიან ფერდობზე მდებარეობს, საიდანაც მთებსა და ბუნებრივ ტბაზე თვალწარმტაცი ხედი იშლება.

ხმამაღალი სახელის მიუხედავად, რომელიც ყველაზე დამაინტრიგებელი თეორიიდან მიიღო და რომელიც თითქმის ღვთის რიცხვად ითვლება, საფუძვლად მხოლოდ სპირალი აიღეს, ხოლო თავად მშენებლობის ტექნოლოგიაზე ამან მინიმალური გავლენა მოახდინა. ეს განპირობებულია სახლის კონფიგურაცით, რომელიც ცალკეულ სეგმენტებად დაიბეჭდა, შემდეგ სამშენებლო ამწის დახმარებით ადგილზე ააწყვეს და კომფორტული საცხოვრებელი ფართი შექმნეს.

3D პრინტერით ბეჭდვის პროცესი, რომელიც Novate- ზე არაერთხელ აღვწერეთ, ტექნოლოგიურად სხვა არქიტექტურულ პროექტებს ჰგავს, ერთადერთი განსხვავება ბეტონის შემადგენლობაა. მის შემადგენლობაში ადგილობრივი მასალები გამოიყენეს, რომ ობიექტის ღირებულება შეემცირებინათ. სპეციალისტების თქმით, სექციების შექმნასა და გამაგრებას 11 დღე დასჭირდა, შემდეგ დეტალები საჭირო ადგილას წაიღეს, სადაც სამშენებლო ჯგუფმა ააწყო.

სახლის აწყობის ბოლო ეტაპი: სახურავის, ფანჯრის ჩარჩოების, კარების, იატაკის საფარის, ტერასის პლატფორმის დაყენება, ასევე ელექტროენერგიების და სანტექნიკის მოწყობის დამონტაჟება. ბეჭდვის თავისებურების გამო შიდა და გარე დეტალების დამუშავება საჭირო იყო, რამაც ობიექტის ჩაბარების ვადა დააჩქარა და მშენებლობის პროცესი გააიაფა.

შედეგად, პატარა, 35 მ² ფართობის სახლი გამოვიდა, რომელიც აგარაკისთვის იდეალურია. მასში 2-3 ადამიანის კომფორტული ცხოვრებისთვის ყველაფერია. მთავარი საცხოვრებელი ზონა წარმოდგენილია დიდი მისაღებით, საიდანაც ღია ვერანდაზე შეგიძლიათ გახვიდეთ. ვერანდაზე მდებარეობს სასადილო ზონა სუფთა ჰაერზე დასასვენებლად და სამწვადე ზონა შესაბამისი აღჭურვილობით.

მისაღები ოთახის გვერდით, რომელიც ბინის დიდ ნაწილს იკავებს, პატარა სამზარეულო აუცილებელი ავეჯით, ტექნიკით და აქსესუარებით მდებარეობს. აი, „ნიჟარის ხვეულში“ მდებარეობს უჩვეულო სააბაზანო საშხაპით, ორიგინალური ფორმის ნიჟარით და უნიტაზით.

საძინებლები მეორე დონეზე მდებარეობს. ერთ–ერთი მეზონინი უფროსებისთვის არის განკუთვნილი, მეორე – ბავშვებისთვის იდეალურია.

სახლი სტუმრებს უკვე იღებს. 1 დღე მთელი ოჯახის დასასვენებლად 133 დოლარი ღირს, თუმცა მინიმუმ 3 დღე უნდა გაჩერდეთ.

თუ აპრობაცია წარმატებული აღმოჩნდება, მსგავს ინოვაციურ პროექტებს აქტიურად გამოიყენებენ სოციალური სახლების ასაშენებლად როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ (როგორც ჰუმანიტარული დახმარება).დროებით, Airbnb–ის საიტიდან მიღებული შემოსავალი მიმართულია პროექტზე „ხელმისაწვდომი სახლი“, რომელსაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Wolrd Housing მართავს.

უკვე დაგეგმილია დასასვენებელი ზონის Sakura Place შექმნა, რომელიც 5 სახლისგან იქნება შემდგარი და ისე განლაგდება, როგორც იაპონური ალუბლის ყვავილის ფურცლები. ასეთ სახლებს გამოიყენებენ მხოლოდ მარტოხელა დედებისთვის, რომ მათ ჯანმრთელობის აღდგენასა და უსაფრთხო საცხოვრებელი სივრცის მიღებაში დაეხმარონ. ასეთი სახლი მოიცავს ბუნებასთან წვდომას ბავშვებისთვის, რომლებიც ღირსეულ საცხოვრებელს ხშირად მოკლებულნი არიან და დასვენებას დიდ ქალაქის ცენტრებში.