2 მეთოდი, როგორ მოვიშოროთ ვენტილაციაში ლპობის სუნი

ბინის მაცხოვრებლები სავენტილაციო სისტემასთან დაკავშირებულ უსიამოვნო მოვლენებს ხშირად აწყდებიან. ერთ–ერთი მათგანია უსიამოვნო ლპობის სუნი. როგორც წესი, მეზობლები დამნაშავეები არ არიან, რადგან მათაც მსგავსი სიტუაცია აწუხებთ. მიზეზი სხვა რამეში უნდა ეძებოთ და პრობლემა მოაგვაროთ. Novate ორ ასეთ ეფექტურ მეთოდს გთავაზობთ.

1. უნივერსალური მეთოდი უსიამოვნო სუნის გასაქრობად

პრობლემის გამომწვევი მიზეზის მიუხედავად მის მოშორებას ე.წ. უკუსარქველებით შეძლებთ. ასეთი გისოსები სამშენებლებო მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ ან ინტერნეტით შეუკვეთოთ. ხშირად სარქველის როლს შიდა მხარეს მდებარე ფირი ასრულებს. ეს დაგეხმარებათ. ასევე ელექტროგამწოვიც გამოგადგებათ. თუ ჰაერი ბინაში შემოდის და სავენტილაციო არხიდან არ გამოდის, გამწოვი დაგეხმარებათ.

თუ განსაკუთრებით ეკონომიური ხართ, სარქველი თავად გააკეთეთ. საკმარისია, გისოსის შიდა მხარეს ფირი დააკრათ – ზემოთ ან კუთხეებში. სახლში შემოსულ ჰაერს ფირი დაიჭერს, რომელიც მისთვის და ნებისმიერი უსიამოვნო სუნისთვის ბარიერი გახდება.

2. მეორე ვარიანტი

ამ შემთხვევაში, თავდაპირველად არასასურველი მოვლენის მიზეზი იპოვეთ. ხშირად ამის მიზეზია მტრედი, რომელიც შეიძლება სავენტილაციო შახტში შემოფრინდეს და დაიღუპოს. ძირითადად, სავენტილაციო სისტემიდან უსიამოვნო სუნი ზაფხულში გვაწუხებს და მასთან გამკლავებას ნებისმიერი ჩვენგანი სპეციალისტის დახმარების გარეშე შეძლებს.