სად წავიღოთ საწვნე, რომელიც უსაქმოდ დევს, მაგრამ გადასაგდებად გვენანება

თანამედროვე სამყაროში გასული საუკუნის 80-იანი წლებისგან განსხვავებით, საწვნეს პირდაპირი დანიშნულებით პრაქტიკულად არავინ იყენებს. ან მსგავსი სუფრის სერვირების დრო არ გვაქვს, ან სურვილი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. თუ ასეთი ჭურჭელი სახლში გაქვთ და უბრალოდ ადგილს იკავებს, არაპირდაპირი დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. Novate გასწავლით, როგორ გამოიყენოთ საწვნე სხვა მიზნით.

გამოყენების 3 ვარიანტი

პირდაპირი დანიშნულებით გამოიყენეთ. ეს პირველია, რაც თავში მოგვდის, რადგან მე-17-18 საუკუნეებში საფრანგეთში საწვნის მოდა ტყუილად არ გამოჩნდა, რომელიც გასული საუკუნის შუა ხანამდე პოპულარული იყო. პირველ რიგში, მოსახერხებელია. მეორეც, არა მხოლოდ პირველი კერძის, არამედ სხვა ცხელი კერძისთვის გამოგადგებათ, მესამეც, უბრალოდ ძალიან ლამაზია.

საწვნე კაშპოდ გადააქციეთ. ზოგჯერ შეიძლება საწვნის თავსახური გატყდეს ან დაიბზაროს, მაგრამ მთელი ჭურჭლის გადაგდება არ ღირს. უნიკალური ფორმის კაშპოდ გამოიყენეთ. ასე სახლის ინტერიერს განაახლებთ და დაამშვენებთ.

სახლში ყოველგვარი წვრილმანის და მიმოწერის შესანახი ადგილი ლამაზი უნდა იყოს. საწვნე პრაქტიკულად იდეალური ვარიანტია. რა თქმა უნდა, თუ ფანტაზიას ჩართავთ, სხვა, არანაკლებ სასარგებლო ვარიანტი შეგიძლიათ იპოვოთ.