სამზარეულოს გარნიტურის ბიუჯეტური ვარიანტი გადამუშავებული მასალებისგან: დროში გამოცდილი, საიმედოო

სამზარეულოს მოწყობა ყოველთვის სერიოზული ამოცანაა, რადგან ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, განსაკუთრებით, აგარაკზე. როგორც წესი, აგარაკისთვის საოჯახო ბიუჯეტიდან დიდი თანხა არ გამოიყოფა, კომფორტი და მყუდროება კი ყველგან გვსურს. სასიამოვნო გარემოში კერძების მომზადების სიამოვნებაზე უარი რომ არ თქვათ, სამზარეულოს გარნიტურა გადამუშავებული და ხელმისაწვდომი მასალებისგან ააწყვეთ. სწორედ ასე გააკეთა კრეატიულმა ოსტატმა, რომელმაც სრულყოფილი ავეჯი იაფად გააკეთა და უკვე არა ერთი წელია მთელი ოჯახი იყენებს.

სამზარეულო არა მხოლოდ თითოეული სახლის გული, არამედ მფლობელის თავის ტკივილია, რადგან სამზარეულოს მოსაწყობად დიდი თანხის გამოღებას ყოველთვის ვერ ახერხებს. განსაკუთრებით ძვირი ჯდება სამზარეულოს გარნიტურა, რომელიც შეკვეთით უნდა გააკეთოთ, რომ არასტანდარტული ზომები გაითვალისწინოთ. გამოსავალი ასეთ სიტუაციაშიც არსებობს, თუ ინსტრუმენტებს გამოიყენებთ და შთაგონებას იპოვით. სჯობს ჯერ აგარაკზე ივარჯიშოთ, როგორც ეს კრეატიულმა ოსტატმა, არტემ გააკეთა.

სამზარეულოს გარნიტურა დამოუკიდებლად რომ ააწყოთ, რომელიც ორიგინალურად გამოიყურება როგორც აგარაკზე, ასევე ბინაში (თუ ლოფტის ან სოფლის სტილშია მოწყობილი), დაგჭირდებათ:

  • ფიცრები (შეგიძლიათ გამოიყენოთ სამშენებლო ფიცრები, მეორადი დაფები და ა.შ)
  • ძელი
  • თაბაშირ–მუყაო
  • ნახერხის დაწნეხილი ფილები (მაგალითად, ძველი კორპუსის ავეჯის დეტალები)
  • ხრახნი, შესაკრავი ელემენტები, კუთხეები
  • კერამიკის ფილა
  • გრუნტი, საღებავი, საფარი, გასაჟღენთი საშუალება და ა.შ. (შერჩეულ მასალაზეა დამოკიდებული)
  • ინსტრუმენტები

სანამ იატაკის ტუმბოს ააწყობთ, სიმაღლე გამოთვალეთ, რადგან მასზეა დამოკიდებული, რამდენად კომფორტულად გამოიყენებთ სამუშაო ზედაპირს. ამის შემდეგ კედლებზე ძელები დააფიქსირეთ. თუ კედლები საიმედო მასალისგან დამზადებულია, დამატებითი სიმაგრე კუთხეების ან სხვა მასალის სახით არ დაგჭირდებათ.

ძელიდან გააკეთეთ კარკასი, რომელზეც ფასადის დეტალები დამაგრდება და სამუშაო ზედაპირს დააკავებს. სამუშაო ზედაპირის ქვეშ საყრდენი თაბაშირ–მუყაოს ფირფიტაა, ამიტომ ძელების დადება მოგიწევთ პერპენდიკულარულად, მცირე დაშორებით.

შიდა ტიხრებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნახერხის დაწნეხილი ფილები. რა თქმა უნდა, ლამინირებული ზედაპირი უკეთესია ან ზომების მიხედვით დაჭრილი ძველი ავეჯის კედლების/თაროების გამოყენება. თუ ესაა ავეჯის დაფა, დაფების ნაკრები ან დაუმუშავებელი ნახერხის დაწნეხილი ფილები, სითხით უნდა გაჟღინთოთ, რომ ობის გაჩენა თავიდან აიცილოთ, შემდეგ საღებავით და ლაქით დაფარეთ.

ამავე პრინციპით შიდა თაროები დაამზადეთ, რომელზეც ინახება პროდუქტები, სამზარეულოს ჭურჭელი და დანა–ჩანგალი.

თავად სამუშაო ზედაპირი დამზადებულია კერამიკის ფილებისგან, რომელიც საიმედოდ დამაგრების და სწორად მოვლის პირობებში დიდხანს გემსახურებათ. ამ მაგალითში საზრიანი მფლობელმა ნაკერების ამოვსების შემდეგ გამოიყენა სპეციალური ხსნარი, რომელიც მასალას ფერის დაკარგვისგან იცავს. შემაერთებელი ადგილების დასაფარად იატაკის პლინტუსი გამოიყენა, რომელიც ამ ამოცანას შესანიშნავად უმკლავდება. ოჯახის წევრები ამ სამზარეულოს გარნიტურას უკვე 7 წელია იყენებენ და არც პლასტმასის პლინტუსს, არც თავად სამუშაო ზედაპირს მიმზიდველი გარეგნობა არ დაუკარგავს.

რჩევა: თუ სამუშაო ზედაპირის დასაფარად კაფელის ფილებს იყენებთ, ნაპრალები ეპოქსიდის ფისით დაფარეთ. ასეთი მასალაა ასე ტენიანობისგან, ობისგან, მიკრობებისა და ბაქტერიებისგან დაიცავთ, რომელიც გამრავლების შემთხვევაში ოჯახის წევრებს ზიანს აყენებს.

იატაკის ტუმბოს ფასადი და კარი ძველი დაფიდან გამოჭრილი ფიცრებით გააკეთეთ და ცისფრად შეღება. ასე ახალი ავეჯი სამზარეულოს ინტერიერს იდეალურად ერწყმის.

ოსტატი დასაკიდი კარადის აუცილებლობას ვერ ხედავდა, ამიტომ მხოლოდ ღია თაროებით შემოიფარგლა. მათი გაკეთება სირთულეს არ წარმოადგენს. საჭირო სიგრძის და ერთნაირი სისქის რამდენიმე საიმედო დაფა, სამაგრი კუთხეები, ხრახნი და საჭირო ფერის საღებავი. რამდენიმე საათი და ხშირად გამოსაყენებელი ჭურჭელი, ასევე საპურე მილაგდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდამ მეორადი, წინა ავეჯისგან დარჩენილი მასალები გამოიყენა, სამზარეულოს გარნიტურის აწყობა ძალიან იაფი დაუჯდა. ერთადერთი დროის გამოყოფა და საზრიანობის გამოჩენა დასჭირდა.

თუ სამზარეულოს ზონის დამოუკიდებლად გადაკეთება გსურთ და ვარიანტი ვერ შეარჩიეთ, Novate გთავაზობთ რამდენიმე ღირსეულ იდეას. ასე ფულს დაზოგავთ და ორიგინალურ გარნიტურას საკუთარი ხელით შექმნით.