9 შეცდომა სივრცის ორგანიზებაში, რომელიც დალაგებაზე დახარჯულ ძალისხმევას ანულებს

ხშირად ხდება, რომ ბინას რეგულარულად ვალაგებთ, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავთ. ეს ყოველთვის ცუდი ხარისხის საყოფაცხოვრებო ქიმიას ან ცუდად დალაგებას არ გულისხმობს. შესაძლოა, ბინაში სივრცე თავიდანვე არასწორად დაგეგმეთ. Novate გიამბობთ 7 ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე, რომელსაც ამ საკითხში ვუშვებთ.

შეცდომა 1: არარეალური მოლოდინი

საიტებზე, ჟურნალებსა და ინტერიერის ბლოგებში მრავალი სურათის შემხედვარე გვსურს, რომ ჩვენი ბინაც ასეთი იყოს: ლამაზი, მოდური, წვრილმანებამდე გათვლილი. ყველაფერი ზუსტად ასეთი ვერ იქნება, რადგან სურათი ერთია, ხოლო რეალური ცხოვრება – სულ სხვა. ყოველთვის გამოჩნდება ნივთი, რომელიც თავის ადგილზე არ დევს, კონცეფციაში არ ჯდება და ვიზუალურ ხმაურს იწვევს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი დიასახლისი ხართ ან გემოვნების პრობლემები გაქვთ. უბრალოდ ინტერიერი, რომელსაც დიზაინერი თავის პროექტში ხატავს, ბინაში რემონტის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად იცვლება. თითოეული ოჯახის წევრის ინდივიდუალურობა მაინც ცვლის ნებისმიერს, თუნდა საგულდაგულოდ გააზრებულ სივრცეს და ამის არ უნდა გრცხვენოდეთ.

შეცდომა 2: უსარგებლო ნივთების შენახვა

მშობლების, ბებიების და ბაბუების დოგმები დიდ როლს ასრულებს. ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ ნივთების გადაყრა არ შეიძლება, რადგან ოდესმე გატეხილი სკამი და რამდენიმე ადგილას გახეული კოსტუმი აუცილებლად გამოგვადგება. მათი გაგება შეიძლება: ადრე ყველაფრის დეფიციტი იყო და საჭირო ნივთის შეძენა დიდ პრობლემას უკავშირდებოდა. თუმცა ახლა სხვა დროში ვცხოვრობთ და ავეჯის ან ტანსაცმლის შესაძენად რიგში ჩაწერა აუცილებელი არაა.

სივრცის სწორად ორგანიზება შეუძლებელია, თუ ზედმეტ ნივთებს არ გადაყრით. სამი ზომით პატარა კაბაში ვერ ჩაეტევით, თუმცა ოდესღაც შეგეძლოთ. გადაყარეთ. როცა 10 კგ–ს დაიკლებთ, აუცილებლად ახალი, ლამაზი, მოდური და აქტუალური ტანსაცმელი შეიძინეთ. იგივე გატეხილ ბლენდერს ეხება. თუ დაუყონებლივ არ შეაკეთებთ და უკვე ახალი შეიძინეთ, მოწყობილობა მომავალში არ გამოგადგებათ. პრინციპს მიხვდით, ასეა?

შეცდომა 3: ყველაფრის თვალთახედვის არედან მოშორება

ერთი მხრივ, ნივთი, რომელიც თავის ადგილზე არ დევს, ქაოსს ქმნის. მეორე მხრივ, რა აზრი აქვს საშინაო ტანსაცმლის კარადაში შენახვას, თუ ყოველდღე იცვამთ? იგივე ეხება ელექტროჩაიდანს და ყავის მადუღარას, რომელთაც დღეში რამდენჯერმე იყენებთ, დანების და საჭრელი დაფების ნაკრებს, ბოთლებს მცენარეული ზეთებით. ფოტოები იდეალური სამზარეულოს შესახებ, სადაც ყველაფერი კარადაში, ყუთებში შენახულია და ზედმეტი არაფერია, უტოპიაა. თუ გსურთ, ყველაფერი მოწესრიგებული და კომფორტული იყოს, ასე მოიქეცით: კარადაში შეინახეთ ის, რომელსაც იშვიათად იყენებთ და საჭირო ნივთები გარეთ დადგით. ნებისმიერი პროცესი უფრო კომფორტული გახდება, თუ სამუშაო ინსტრუმენტები და სახარჯო მასალები ხელთ გექნებათ.

შეცდომა 4: ყველაფრის შენახვა კონტეინერებში

დიახ, ასეთი კონტეინერები ცხოვრებას ამარტივებს, თუმცა ინტერიერს მოსაწყენს და ერთფეროვანს ხდის, თუ ყველაფერი გარედან ჩანს. დიზაინერები გირჩევენ: კონტეინერები ყუთებსა და კარადებში შეინახეთ, ხოლო ლამაზი ჭურჭელი ღია თაროებზე დააწყვეთ. ბინა ნაცრისფერ და მოსაწყენ სივრცედ არ აქციოთ, რომელიც ვიზუალურად ერთფეროვნ ყუთების საწყობს ჰგავს. ჩვენს თვალს მრავალფეროვნება სჭირდება, მაშინ რატომ არ უნდა ვიზრუნოთ მასზე?

შეცდომა 5: ქაღალდების შენახვა

წერილების საქაღალდე, გაზეთების თარო, ჩეკების ყუთი. რისთვის გჭირდებათ? წაიკითხეთ და გადააგდეთ. ჟურნალები, რომელიც ბინაში შეცდომით მოხვდა და საწოლის ტუმბოზე დარჩა. დიდი ალბათობით, გასული წლის ამბების წაკითხვა არ გაგახარებთ. იგივე ეხება ჩეკებს, ოღონდ თუ გარანტიისთვის არ გჭირდებათ. ფლაერებზე, ბუკლეტებსა და სავიზიტო ბარათებზე, რომელთაც ქუჩაში არიგებენ, საერთოდ არაფერს ვამბობთ. ამ ნაგავს სახლში ნუ აგროვებ. ის მხოლოდ ძვირფას ადგილს იკავებს და ქაოსს ქმნის, რის გამოც შემდეგ რაიმეს პოვნა გიჭირთ. დაფიქრდით, რისი მოშორება შეიძლება უმტკივნეულოდ და ეს პირდაპირ ახლა გააკეთეთ.

შეცდომა 6: უსახელო ქილები და ყუთები

პატარა ნივთების და პროდუქტების შესანახად საუკეთესო მეთოდია ყუთებში, კალათებში ან სპეციალურ ქილებში შენახვა. მთავარია, წარწერა გაუკეთოთ, რომ ყოველჯერზე ყველა ყუთის გახსნა და საჭირო ნივთის მოძებნა არ მოგიწიოთ.

ზედმეტი პრობლემის და თავის ტკივილის ასაცილებლად თავიდანვე აირჩიეთ ყუთები და ქილები, რომლებსაც წარწერა უნდა გაუკეთოთ. კიდევ ერთი ვარიანტი: წარწერიანი სტიკერი მიაკარით. მაგალითად, „საყოფაცხოვრებო ქიმია“, „საზაფხულო ფეხსაცმელი“, „დანა–ჩანგალი“ . ამ სტიკერების აქტუალობას ყურადღება მიაქციეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ აქვს. ყუთები ერთი გამჭვირვალე კედლით ძალიან მოსახერხებელია. ამ შემთხვევაში უპრობლემოდ ნახავთ, რა დევს შიგნით.

შეცდომა 7: კარადის შევსებაზე არ ფიქრობთ

თუ მზა კარადას არ ყიდულობთ, არამედ თავად აკერინებთ, სტანდარტული ვარიანტი არ განიხილოთ. გახსოვდეთ, ბევრი შენახვის სისტემა მოითხოვს ცვლილებებს ან დამატებით აქსესუარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არეულობას თავიდან ვერ აიცილებთ. ფართო თაროებზე ქაოსი გარდაუვალია, ღია თაროებზე მტვერი გროვდება, ფეხსაცმელი გროვდება, საჭირო თეთრეულის მოძებნა ჭირს.

გადაწყვეტილება: სანამ კარადას შეუკვეთავთ ან გარდერობის ოთახს გააკეთებთ, ნივთების მოცულობა შეაფასეთ და მის შევსებაზე წინასწარ დაფიქრდით. რამდენი თარო, ყუთი, ლითონის კალათა გჭირდებათ? არის თუ არა საძინებელში კომოდი, რომ ზოგიერთი ტანსაცმელი იქ შეინახოთ? რას ფიქრობთ ღია შენახვის სისტემაზე? ეს და სხვა კითხვები სწორად ორგანიზებაში დაგეხმარებათ. მარტივად აღსაქმელად დახატეთ ან სპეციალური პროგრამა–დამგეგმავი გამოიყენეთ.

შეცდომა 8: ნივთების განაწილება ზომების მიხედვით

ამით ყველაზე ხშირად სამზარეულოში „ვცოდავთ“. ხშირად ქვაბს, ტაფას, თავსახურს, დანებს იმის მიხედვით ვირჩევთ, თუ სად მოთავსდება. არადა სულ სხვა რამით უნდა იხელმძღვანელოთ: სამზარეულოს რომელ ნაწილში გჭირდებათ? მაგალითად, იგივე საჭრელი დაფა კარადაში, მაცივრის გვერდით შესანიშნავად მოთავსდება, მაგრამ თუ თქვენი სამუშაო ადგილი სამზარეულოს მეორე ბოლოში მდებარეობს და პროდუქტებს აქ ჭრით, გამოდის, სივრცე არასწორად დაგეგმეთ.

განსხვავებული მიდგომა სცადეთ. პირველ რიგში, სამზარეულო ფუნქციურ ზონებად დაყავით, შემდეგ ამ ადგილებში პროდუქტები და ინსტრუმენტები გაანაწილეთ. მაგალითად, თუ სანელებლების მოყვარული ხართ და კერძებს ხშირად უმატებთ, იზრუნეთ იმაზე, რომ სანელებლების კონტეინერები გაზქურასთან ახლოს მდებარეობდეს.

შეცდომა 9: წვრილმანების ადგილის დავიწყება

შემოსასვლელის ორგანიზებისას ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შენახვაზე ვფიქრობთ, მაგრამ წვრილმანები, რომლებიც დღითიდღე გროვდება, გვავიწყდება. ვსაუბრობთ გასაღებზე, საფულეზე, ქოლგაზე, ხელთათმანზე და ა.შ. ასეთი ნივთებისთვის ცალკე ყუთი ტუმბოში გამოყავით. თუ დერეფანი არ გაქვთ, დახურული კონტეინერი ან კალათა შეიძინეთ. რაც შეეხება გასაღებს, მოდურ კავზე ჩამოკიდეთ, რომელიც ერთდროულად მოდური დეკორი და ფუნქციური ნივთი გახდება.

მთელი წელი ყველა სეზონური ნივთის ხელმისაწვდომ ადგილას შენახვა არასწორია. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არა მხოლოდ ხელს გვიშლის, არამედ ხშირი შეხებისას სწრაფად ფუჭდება. სეზონის შეცვლისას ასეთი ნივთები ცალკე კარადაში, ვაკუუმ პაკეტებში ან ყუთებში შეინახეთ.