როგორ მოვაშოროთ უშნო ნადები და ნამწვი უთოს ძირს

თითოეულმა ადამიანმა, რომელიც რეგულარულად ტანსაცმელს აუთოებს, იცის, რომ დროთა განმავლობაში უთოს ძირზე ნაცნობი ნამწვის ფენა ჩნდება. წარმოქმნილი ნადები დაუთოებას ხელს უშლის და ტანსაცმელზე ლაქებს ტოვებს. მოწყობილობის გახურებისას შეიძლება უსიამოვნო სუნის წყარო გახდეს. ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ დაბინძურების სწრაფად და ეფექტურად მოშორებაზე დაფიქრდეთ.

1. მარილი

საუთაო დაფაზე სუფთა, სქელი ქაღალდი დააფინეთ და მარილი კარგად მოაყარეთ. უთო გააცხელეთ. დენის წყაროდან გამორთეთ და ჭუჭყიანი ძირი მარილის კრისტალებზე გადაატარეთ. მოქმედება მანამ გაიმეორეთ, სანამ დაბინძურება არ გაქრება. გაწმენდის შემდეგ მარილის და ქაღალდის გაგრილებას დაელოდეთ და გადაყარეთ.

2. სოდა

1 ს/კ საკვები სოდა და 1 ს/კ წყალი კარგად აურიეთ, სანამ ფაფის მსგავს მასას არ მიიღებთ. ცივი უთო და ბამბის დისკი აიღეთ. ბამბის დისკი ფაფაში დაასველეთ და ამით ჭუჭყიანი ზედაპირი გაწმინდეთ. ცოტა ხანს დაელოდეთ, შემდეგ სველი ღრუბლით ჭუჭყთან ერთად ნარევი მოაშორეთ.

3. სუფრის ძმარი

ეს მეთოდი წინას ჰგავს ერთი განსხვავებით, რომ ხსნარის მომზადება საჭირო არაა. უბრალოდ ბამბის დისკი ძმარში დაასველეთ, ცივი უთოს ძირი კარგად გაწმინდეთ. საქმე სველი ღრუბლით დაასრულეთ. წასმის შემდეგ ძმარს აქროლვის საშუალება მიეცით.

4. წყალბადის ზეჟანგი

კიდევ ერთი მსგავსი მეთოდი. მართალია, აქ, უთოს ცოტათი გაცხელება მოგიწევთ, რომ მისი ძირი ოდნავ თბილი იყოს. სიფრთხილე დაიცავით და არ გადააჭარბოთ. მოგვიანებით ბამბის დისკი წყალბადის ზეჟანგში დაასველეთ და უთოს ძირი გაწმინდეთ. „წყლიანი პროცედურა“ ღრუბლით გაწმენდით დაასრულეთ.

5. საპონი

უთო ოდნავ შეათბეთ, დიასახლისის ან ტუალეტის საპნის ნატეხი აიღეთ. უთოს ძირი გახეხეთ მანამ, სანამ მთელი ზედაპირი საპნით არ დაიფარება. უთოს გაგრილებას დაელოდეთ, შემდეგ სველი ღრუბლით საპონი ჭუჭყთან ერთად მოაშორეთ.

6. პარაფინის სანთელი

უთო გააცხელეთ. პარაფინის სანთელი აიღეთ და რამდენიმე ფენა გაკეცილ ბამბის ქსოვილში გაახვიეთ. ასეთი სახით სანთელი უთოს წაუსვით. გააგრძელეთ მანამ, სანამ უთოს ძირი არ გაიწმინდება. როცა უთო გაგრილდება, სველი ღრუბელი აიღეთ და კარგად გაწმინდეთ.

საპროფილაქტიკო ზომები

უთოს ძირს რეგულარულად გაწმენდა სჭირდება, მაგრამ პრევენციული ზომების ჩატარება ზედმეტი არაა. ყოველი გამოყენების შემდეგ უთოს ზედაპირი სველი რბილი ჩვრით ან პირსახოცით კარგად გაწმინდეთ. დაუთოებამდე ტანსაცმლის იარლიყი შეამოწმეთ და დააკვირდით, თუ რა რეჟიმში ღირს ამა თუ იმ ნივთის დაუთოება. დელიკატურ ქსოვილთან მუშაობისას უთოს ქვეშ მარლა აუცილებლად დააფინეთ. და ბოლოს, დაუთოების დროს მხოლოდ სუფთა, რბილი წყალი გამოიყენეთ.