საბჭოური ჭურჭელი, რომლის ჩვენება სტუმრებისთვის ახლაც არ შეგრცხვებათ

ჩვენი ბებიები და დედები საბჭოთა პერიოდს ნოსტალგიით იხსენებენ. პროდუქტების არჩევანი მცირე იყო, მაგრამ ხარისხში ეჭვი არ ეპარებოდათ. ბევრ ბინაში საბჭოურ ავეჯს დღემდე იპოვით, რომლებიც წლების განმავლობაში აბსოლუტურად არ შეცვლილა. სერვისი ერთ–ერთ ყველაზე სასურველ საჩუქრად ითვლებოდა. ჭურჭელი სერვანტში საპატიო ადგილს იკავებდა, ხოლო ყველაზე ლამაზი და მსხვრევადი ნივთები მხოლოდ დღესასწაულებზე გამოჰქონდათ. Novate თვლის, რომ ზოგიერთი ნივთი დღემდე შეგიძლიათ დანიშნულებისამებრ გამოიყენოთ და ინტერიერი დაამშვენოთ.

1. სასმელების დოქი

ეს დოქი საოცრად ლამაზია. მწარმოებელი – ბოგდანოვიჩის ფაიფურის ქარხანა. სახურავზე ამაყად ანათებს ხვლიკი – ბფქ–ს ბრენდი. სამლიტრიანი დოქი თეფშთან ერთად ნაკრებშია. მისი სიმაღლე – 32 სმ. რა თქმა უნდა, ყველაზე მიმზიდველია დოქის შიგნით და გვერდებზე ნახატი – ტყე თბილ ყავისფერ ტონებში.

ჭურჭელი წლების წინ შექმნეს, მაგრამ საღებავი არ გამქრალა და არ გაცვეთილა, პრიალა ზედაპირი ზუსტად ისეთია, როგორც შექმნის დღეს. დოქი შეგიძლიათ გამოიყენოთ წყლის, კომპოტის, წვენის და სხვა სასმელებისთვის. სადღესასწაულო სუფრაზე საერთოდ შეუცვლელია.

2. ყავის სერვისი გფქ

რაც შეეხება ყავის სერვისს, რომელსაც გოროდნიცის ფაიფურის ქარხანა აწარმოებდა, დულევოსგან კარდინალურად განსხვავდებოდა. მისთვის დამახასიათებელი იყო გეომეტრიული და არა ყვავილების ორნამენტები, ლაკონური დიზაინი, დახვეწილი ფორმები. ეს ვარიანტი იდეალური იყო მათთვის, ვისაც მინიმალიზმი იზიდავდა. კლასიკურ სერვისში შედიოდა 6 ფინჯანი, საყავე, საშაქრე და სანაღებე – იდეალური ნაკრები, რომ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან გამამხნევებელი სასმელი დალიოთ.

ქარხანამ მუშაობა მე-18 საუკუნის ბოლოს ჟიტომირის ოლქში, სოფელ გოროდნიცაში დაიწყო. 1923 წელს ქარხანას სახელი გადაარქვეს „კომინტერნის გოროდნიცის ფაიფურის ქარხანა“. სხვათა შორის, ჩვენთვის ცნობილი სერვისების უმეტესობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში შეიქმნა.

3. სერვისი „ცირცელი“

ეს ლამაზმანი ურალიდან, კერძოდ სისერტიდან მოდის, სადაც ფაიფურის ქარხანა მდებარეობდა. საყვარელი ჭიქებიდან და ჩაიდნიდან ლამაზი ცირცელი გვიმზრეს – საბჭოთა ხალხის სიმბოლო, რომელსაც არაერთი სიმღერა მიუძღვნეს. მათ, ვინც სერვისს სათუთად უვლიდა, ჭურჭელი დღემდე კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებული აქვთ, მისი ხარისხი დიდი ქების ღირსია. ქარხანაში ტურის დროს თანამშრომლებს მაყურებლების გაოცება უყვართ და ერთი შეხედვით მსხვრევად ფინჯნებზე დგებიან. საოცარია, მაგრამ ნაწარმი ასეთი ჩვენების შემდეგ უცვლელი რჩება, ერთი ბზარის ან ნაკაწრის გარეშე,

70-იან წლებში გამოშვებულ სერვისში არის ყველაფერი, რაც სასიამოვნო საუბრისთვის გჭირდებათ ტკბილეულთან და საყვარელ სასმელთან ერთად: საყავე (400 მლ), სანაღებე (200 მლ), საშაქრე (200 მლ), 6 ყავის ფინჯანი (50 მლ) და ამდენივე თეფში.

4. ბოკალი

ამ ბოკალთან დაკავშირებით კამათი მიმდინარეობს. ზოგი ირწმუნება, რომ ის გერმანულია, ზოგი ამბობს, რომ ჩეხოსლოვაკიური. სინამდვილეში სტრიის მინის ქარხნის ოსტატებმა შექმნეს, ხოლო სერიას უწოდეს „საღამოს სხივი“. აი, ასე საბჭოური ბოკალი გერმანულ ბროლს და ჩეხურ ბოჰემიას წარმატებით კონკურენციას უწევს.

წყვილი კომპლექტი შედგება ორი ზომის ბოკალებისგან, რომლებიც საოცარი ლურჯი მინისგან არის დამზადებული. დღემდე მოდური ინტერიერის ან რომანტიკული ვახშმის ნამდვილ გაფორმებად ითვლება. ამ სერიაში არის ორი სირჩა (70 მლ).

5. დულევოს ქარხნის ყოველდღიური სერვისი

იმავე სერვანტში, სადაც სადღესასწაულო და ძვირადღირებული სერვისი ინახებოდა, კარგად ნაცნობ, ყოველდღიურ ვარიანტებსაც იპოვით. მათ რეალურად იყენებდნენ და საუკეთესო დროისთვის არ ინახებოდა. ასეთი ჭურჭელი უფრო სქელი ფაიფურისგან მზადდებოდა და მათზე ხატვა უფრო ადვილი იყო, ვიდრე ელიტურ ფაიფურზე.

კარგი მაგალითია დულევოს სერვისები. როგორც წესი, ყვავილებით რთავდნენ: იასამნის, ვარდის, ტიტის ფორმებით. ზომები განსხვავებული იყო, მაგრამ ხშირად 6 პერსონაზე გათვლილ სერვისს ყიდულობდნენ. ის მოიცავდა ლამბაქს, ჩაის ფინჯნებს, ჩაიდანს, საშაქრეს და სარძევეს. ზოგჯერ სერვისში დესერტის თეფშებიც შედიოდა.

6. ჩაის სერვისი გფქ

ეს ჩაის სერვისი, რომელიც გოროდნიცის ფაიფურის ქარხანაში აწარმოეს, ნამდვილი საბჭოური კლასიკაა. იმ დროს ვერ იპოვიდით ბინას, სადაც სამზარეულოს ასეთი საყვარელი ფინჯნები თეფშებით და ჩაიდნით არ ამშვენებდა. ნახატი მარტივი, მაგრამ სსრკ–ს დროს პოპულარული იყო – თეთრი კოპლები წითელ ფონზე. ნაკრები სადღესასწაულო არაა, უფრო მარტივი და პრაქტიკული. სწორედ ამიტომ, როცა ოჯახი სუფრაზე იკრიბებოდა და ჩაის დალევის დრო მოდიოდა, მაგიდაზე სწორედ კოპლებიანი ფინჯნები ხვდებოდა.

7. სირჩების ნაკრები

ალექსანდრიტის მინისგან დამზადებული დახვეწილი საკოლექციო სირჩები ვ.ს.მურატოვმა გასული საუკუნის 60-იან წლებში შექმნა ქარხანაში „ბროლის ბატი“. რომელიც ვლადიმირის რეგიონში მდებარეობს. უნიკალური ნაწარმი ქამელეონია და თავის ფერს განათების მიხედვით იცვლის – იისფერიდან ცისფრამდე. შეზღუდული რაოდენობით არის ნაწარმოები, ამიტომ იშვიათ ნიმუშად ითვლება. გასაგებია, რომ თავიდან სირჩები ძლიერი სასმელებისთვის აწარმოებს, თუმცა ბევრ სახლში მინის კარადაში აქსესუარად ინახებოდა. ახლაც კი სამზარეულოს ან სასადილო ოთახში ბრწყინვალე დეკორის როლს შეასრულებს.

8. საკანფეტე

საბჭოელი ბავშვისთვის საყვარელი ნივთი. ბევრ ბინაში საკანფეტე დღემდე სერვანტის თაროზე დევს, მაგრამ არა სადღესასწაულოდ, არამედ ყოველდღიურად გამოსაყენებლად. მისი ხელში დაჭერა ნამდვილი სიამოვნებაა: უხეში ზედაპირი, ტექსტურირებული ჭრილები. გასაკვირი არაა, რომ ბავშვები სახლის დალაგების დროს მშობლებს სწორედ საკანფეტეს გაწმენდას სთხოვდნენ. ასეთი ნაწარმი სუფრაზე იდეალურად გამოიყურება. თუ ყველა შესაძლო კანფეტით გაავსებთ, თვალს ვერ მოწყვეტთ.

9. საბავშვო ყავის ნაკრები

ახლა ძალიან პოპულარულია შვედური ბრენდის, IKEA–ს საბავშვო ყავის ნაკრები. აი, საბჭოელი ბავშვის გულში სამუდამოდ დარჩება „გჯელის“ წარმოებული სათამაშო ყავის ნაკრები. ის ჯერ კიდევ 1980-იან წლებში გამოდიოდა, მოგვიანებით, სამწუხაროდ, ქსელიდან მოხსნეს. ნაკრებში შედის სარძევე, საკანფეტე, ლამბაქი და ყავის ფინჯნები. შესანიშნავი ჭურჭელი, რომ ბავშვებში კარგი გემოვნება ჩამოაყალიბოთ.