5 სახლი–ქოხი, რომელიც ყოველდღიურობისგან გასაქცევად გამოგადგებათ

ადამიანს ზოგჯერ დასვენება, ყოველდღიური ქაოსისა და ნერვიულობისგან გათავისუფლება სჭირდება. ასე დასვენებასა და მუშაობას შორის იდეალური გარემო იქმნება. ცივილიზაციის თანამედროვე პირობებით გაფუჭებულ ადამიანსაც ბედნიერებისთვის ბევრი რამ არ სჭირდება. თვალწარმტაცი ბუნება, დასაძინებელი ადგილი, საჭმელი, წყალი, სიმშვიდე და სიწყნარე – აი, მთავარი ელემენტები, რაც პრობლემებიდან გადართვაში დაგეხმარებათ. თუ ყველა ეს სარგებელი ულამაზეს ტყის ქოხებში, ხეზე სახლებზე ან მცურავ კაფსულებშია ორგანიზებული, განტვირთვას აუცილებლად შეძლებთ.

1. ზღაპრული „რაპუნცელის კოტეჯი“ ქროუსნესტის უღელტეხილზე (ალბერტის პროვინცია, კანადა)

სასტუმრო Charmed Family Resorts მდებარეობს ქროუსნესტის თვალწარმტაც უღელტეხილზე, კანადაში, ალბერტის პროვინციაში, სათხილამურო კურორტ პას პაუდერკეგიდან რამდენიმე წუთის სავალზე. კურორტის მფლობელებს ველურ ბუნებაში სასტუმროს ქონა არ აკმაყოფილებდათ, ამიტომ მდიდრული და დისნეის ზღაპრების კონცეფცით ქოხების აშენება გადაწყვიტეს. ახლა უჩვეულო დასვენების მოყვარულებს შეუძლიათ ზღაპრული ჯადოქრობა იგრძნონ, ბუნებაში განსაკუთრებულ ქოხში იცხოვრონ და შეუდარებელი შთაბეჭდილებებით დატკბნენ.

პირველი გასაქირავებელი კოტეჯი 2020 წლის ზაფხულში გაიხსნა და წარმოუდგენელი წარმატება მოიპოვა. მაღალი მოთხოვნის და ცნობილი ადამიანების საოცარი შეფასებების წყალობით ამ წელს კიდევ 4 ნომერი ააშენეს, ერთ–ერთი მათგანი რაპუნცელის კოტეჯია.

2. სახანძრო–სათვალთვალო კოშკის ზუსტი ასლი უაიტფიშეში (მონტანას შტატი, აშშ)

ძველად, შუაგულ ტყეში, ყველაზე მაღალ წერტილში სახანძრო–სათვალთვალო კოშკებს აგებდნენ, საიდანაც სპეციალურად დაქირავებული პირები პატრულირებდნენ. ახლა სახანძრო მეთვალყურეობაზე უარი თქვეს, მაგრამ კოშკები დარჩა და შუაგულ ტყეში დასვენების მოყვარულებმა შეიძინეს. ეს გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ, რა ხედები იშლება მაღალი კოშკიდან. Novate–ს ინფორმაციით, განმარტოებული ცხოვრების მოყვარულები მსგავსი შენობებით იმდენად დაინტერესებულნი არიან, რომ ქალაქგარეთ მსგავსი სტილის შენობას აგებენ. მაგალითად, უაიტფიშის მაცხოვრებელმა არქიტექტურული ფირმის MT-Creative Architects–ის სპეციალისტებს მიმართა და ტყიანი ფერდობის თავზე სახანძრო–სათვალთვალო კოშკის ზუსტი ასლი ააშენა.

ახლა დამკვეთს შეუძლია შენობის მაღალი წერტილიდან პანორამული ხედებით დატკბეს, სადაც საერთო საცხოვრებელი ზონა მისაღებით ადვილად შეგიძლიათ საძინებელ, სასადილო და სახლის ოფისად გადააკეთოთ. აქვე მდებარეობს სამზარეულო, სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ თავი შინაურული კერძებით გაანებივროთ. „სათვალთვალო კოშკის“ გარშემო ღია აივანებია, სადაც დასვენება, ლამაზი ბუნებით, სუფთა ჰაერით და ჩიტების ჭიკჭიკით ტკბობა შეგიძლიათ.

სახანძრო კოშკს საშუალო დონეზე აქვს დიდი ტერასა, სადაც კარგ ამინდში დაწოლა ან მეგობრებთან ერთად წვეულების მოწყობა შეიძლება. აი, საყოფაცხოვრებო და სააბაზანო ოთახები კოშკის ქვედა დონეზე, შესასვლელთან მდებარეობს.

3. სახლი „ქათმის“ ფეხებზე

ტყეში, ხეზე ან „ქათმის“ ფეხებზე სახლი სულ უფრო პოპულარული ხდება, როგორც სასტუმროს კერძო ნომერი. განსაკუთრებით მაშინ, თუ სათანადოდ აღჭურვავთ და ფერად ატმოსფეროს შექმნით, როგორც ეს ნორვეგიის ტყეებში გააკეთეს. ამ ქვეყანაში უძველესი დროიდან სახლებს აგებდნენ ისეთ საყრდენებზე, როგორც ზღაპრული გმირის, ბაბა იაგას ცნობილ ქოხს ქათმის ფეხებზე.

4. თანამედროვე ტყის ქოხი Casa R კოლბუნის ტყის მახლობლად (ჩილე)

ჩილელი არქიტექტორების თანამედროვე ტყის ქოხი Casa R შესანიშნავი ადგილია, რომ მთელმა ოჯახმა კომფორტულად დაისვენოთ. 96 კვადრატული მეტრის საკმაოდ დიდ აპარტამენტებს არა მხოლოდ ფართო საცხოვრებელი სივრცე, არამედ ტერასები და აივნები, ასევე შეშის შესანახი ფარდული აქვთ. ეს მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან პატაგონიაში საკმაოდ ცივი კლიმატია.

თავად ქოხს აქვს ფართო მისაღები ნამდვილი ბუხრით, სამზარეულო–სასადილოთი, კეთილმოწყობილი სააბაზანო ოთახით და მეორე სართულზე საძინებლით. ამ ქოხის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია A ფორმის სახურავი და მთლიანად შემინული კედელი, რომლის წყალობით ბუნებაში დასვენება ნამდვილად დაუვიწყარი გახდება.

5. საოცარი მცურავი სახლი Anthenea ფრანგი სამხედრო არქიტექტურისგან

თუ წყლის სტიქიას და ცნობისმოყვარე მეზობლებისგან სრულად მოშორებას უპირატესობას ანიჭებთ, საოცარ ავტონომიურ მცურავ სახლს Anthenea ყურადღება მიაქციეთ. სახლი ჟან მიშელ დიუკანსელემ, ფრანგმა სამხრედო–საზღვაო არქიტექტორმა შეიმუშავა. სახლის მოკრძალებული ზომების მიუხედავად ფუფუნების და განმარტოების მოყვარულები სრულყოფილი დასვენებისთვის ყველაფერს იპოვიან როგორც სახლის შიგნით, ასევე გემბანზე. მცურავი სახლის დიდი ბონუსია მზის პანელები, გენერატორები, ელექტროძრავები, ცენტრალური კონდიცირება, გათბობის და ჰაერის მოძრაობის სისტემები, მტვერსასრუტის მოწყობილობა, მართვის ინტელექტუალური სისტემები და ეკოლოგიური ტექნოლოგიები.

საინტერესო ფაქტი: მწარმოებელი და თავად პროექტის ავტორი შიდა სივრცის ორგანიზების რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობს. მცურავი მოდულების ვარიანტები შეიძლება იყოს სასტუმროს „ლუქს“ ნომერი ბარით/რესტორნით და საქმიანი შეხვედრების დარბაზით ან რომანტიკული სახლი ჯაკუზით და მრგვალი საწოლით. ნებისმიერ მოდელს აქვს გასახსნელი ლუქი ტერასაზე დასასვენებლად.