
რომელი აგარაკის მფლობელი არ ოცნებობს, რომ საკუთარ ბაღში გუბურა ან მინიმუმ შადრევანი მაინც ჰქონდეს? ეს საკმაოდ ხარჯიანი და შრომატევადი საქმეა, ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმას ბევრი ვერ ბედავს. Novate გიზიარებთ ერთი გამომგონებელი ოსტატის საინტერესო ვარიანტს, რომელმაც ხელმისაწვდომი მასალებისგან შადრევანი გააკეთა. ასეთი ვარიანტი დააინტერესებს მათაც, ვისაც საკუთარი ხელით არაფერი გაუკეთებია. შადრევნის გასაკეთებლად მხოლოდ 3 ხის ყუთი, ფილტრის ტუმბო, პლასტმასის ვედრო და ძალიან ცოტა ინსტრუმენტი დაგჭირდებათ.
ცნობილია, რომ ცხელ ამინდში წყალსატევი ან შადრევანი დაგეხმარებათ, რომელიც მოსაწყენ ნაკვეთს დაამშვენებს, მაცოცხლებელ ტენიანობას მოიტანს და წყლის ხმაურის ქვეშ სრულად მოგადუნებთ. ასეთი ობიექტი ბაღში რომ გამოჩნდეს, დიდი თანხა და ძალისხმევა უნდა დახარჯოთ. თუმცა უფრო მარტივი ვარიანტებიც არსებობს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ მცირე ინვესტიციით ორიგინალური შადრევნები გააკეთოთ. ერთ–ერთი ასეთი ვარიანტი შემოგვთავაზა ალექსანდრემ, ყველაფრის ოსტატმა, რომელიც პრაქტიკულად ნაგვისა და მეორადი მასალებისგან საოცარი ნივთების გაკეთებას ახერხებს.
შადრევნის ლამაზი კუთხის გასაკეთებლად დაგჭირდებათ:
- 2 დიდი ყუთი მყარი ხის ფიცრებით და 1 – ფანერის;
- შავი აგროფიბრი, სინათლის სტაბილიზირებული ფირი;
- ფილტრის ტუმბო აკვარიუმისთვის, სარწყავი შლანგი;
- პლასტმასის მისაბმელი;
- ზუმფარას ქაღალდი;
- ავეჯის სტეპლერი, მაკრატელი, წებოს იარაღი;
თავდაპირველად, ერთ–ერთ ყუთს ძირი მოაშორეთ, მხოლოდ გვერდები დაუტოვეთ. ის მთელ ყუთს ზემოდან დაადეთ და პლასტმასის მისაბმელებით დააფიქსირეთ. შადრევნის კარკასი მზადაა. ახლა მთელი ზედაპირი, განსაკუთრებით შიგნით, ზუმფარას ქაღალდით დაამუშავეთ.
წყლის რეზერვუარად შეგიძლიათ შავი აგროფიბრი და მკვრივი სინათლის სტაბილიზირებული ფირი ორ ფენად გამოიყენოთ. თავიდან კონსტრუქციაში ავეჯის სტეპლერით აგროფიბრი დაამაგრეთ. ასე ინტერვალებს ეფექტურად შეავსებთ და რეზერვუარის საფუძველს დააფიქსირებთ. ამის შემდეგ ფირიც ანალოგიურად დააფიქსირეთ.
რჩევა: საიმედო ჭურჭლის/რეზერვუარის შესაქმნელად ფირი PVC გუბურებისთვის, რომელიც კლიმატური პირობების შედეგად არ ზიანდება, უფრო გამძლეა და ადამიანისა და გარემოსთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.
ახლა მესამე ყუთი დაანაწევრეთ. მისი დახმარებით აგროფიბრის და ფირის ჩანართების შენიღბვას შეძლებთ, ასევე წყლის „ჭურჭელს“ დამატებით გაამყარებთ. დასაფიქსირებლად ავეჯის სტეპლერი გამოიყენეთ.
დარჩენილი მასალა პატარა პლასტმასის ვედროს გასაფორმებლად გამოიყენეთ, რომლიდანაც წყალი გადმოიღვრება. ყუთებიდან დაფები ზომაზე გამოჭერით. ვედროს ძირის შევიწროება და წებოს იარაღით დამაგრება არ დაგავიწყდეთ. ძირში უნდა გახვრიტოთ, შლანგი ჩადოთ და საიმედოდ დააფიქსიროთ.
ორიგინალური ვედრო შადრევნის გვერდზე რომ დაამაგროთ, ნებისმიერი ხის რამდენიმე გადანაჭერი დაგჭირდებათ, რომელიც მთელ კონსტრუქციას დაიკავებს. ახლა შადრევნის გაფორმებას შეუდექით, რომ კომპოზიცია ლამაზად გამოიყურებოდეს. სასურველია, ასეთი შემოქმედებისთვის ნებისმიერი ფერის აეროზოლური საღებავი გამოიყენოთ. ამით კარკასის ზოგიერთი ნაწილი შეღებეთ, რომ ხის ზედაპირს კეთილშობილება მიანიჭოთ. და მაინც, გირჩევთ გამჭვირვალე ლაქით დაფაროთ, რომელიც ნატურალურ ხეს სველი გარემოსა და საღებავს გახუნებისგან დაიცავს.
ისღა დაგრჩენიათ ფილტრის ტუმბო (ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტი) დააყენოთ, ვედროდან გამომავალ შლანგს შეუერთოთ და წყლით გაავსოთ. მოწყობილობა ელექტროენერგიაზე შეაერთეთ და წყლის უსასრულო რაკრაკით დატკბით. ამისთვის ჩიტებიც მადლობელი დარჩებიან და მწერებიც, ასევე შინაური ცხოველებიც – ისინი რამეზე ნადირობის დიდი მოყვარულები არიან.
გთავაზობთ კიდევ რამდენიმე შთამაგონებელ იდეას შადრევნის ან გუბურას შესაქმნელად.