სანტექნიკოსის მარტივი ხრიკები ნიჟარაში ბლოკირების მოსაშორებლად

თუ შეამჩნიეთ, რომ სამზარეულოს ან სააბაზანოს ნიჟარაში წყალი ცუდად გადის, გამოდის, სანიაღვრე მილი გაჭედილია. სათანადო ზომები დაუყონებლივ მიიღეთ, სანამ ძვირადღირებული საშუალების გამოყენება ან კანალიზაციის კაბელით გაწმენდა მოგიწიათ. საქმე აქამდე რომ არ მიიყვანოთ, Novate გთავაზობთ მარტივ ხრიკს, რომელსაც სანტექნიკოსები ხშირად გვირჩევენ.

1–ლი მეთოდი: სუსტი ბლოკირების დროს

ბლოკირება პირობითად შეიძლება დაიყოს სუსტად, როცა წყალი რთულად გადის, და „ყრუდ“, როცა წყალი ნიჟარაში გუბდება ან გადის, მაგრამ ძალიან ნელა. სუსტი ბლოკირების მოსაშორებლად სარეცხი ფხვნილი შესანიშნავად დაგეხმარებათ.

რა უნდა გააკეთოთ

ნიჟარაში ცხელი წყალი ჩაასხით, მის გასვლას დაელოდეთ და მილში 5 ს/კ სარეცხი ფხვნილი ჩაყარეთ. 15 წუთის შემდეგ მილში კვლავ ცხელი წყალი ჩაასხით, დაელოდეთ, სანამ შეერევა და კიდევ 4-5 ს/კ ფხვნილი ჩაყარეთ. რამდენიმე საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ ცხელი წყალი ჩაასხით და პრობლემა მოგვარდება.

სანიაღვრე მილში სარეცხი ფხვნილი ისე მუშაობს, როგორც ჭუჭყიან ტანსაცმელთან. მისი აქტიური ზედაპირული ნივთიერება ჭუჭყის და ცხიმის ნაწილებს აერთიანებს, შემდეგ გამდინარე წყალთან ერთად გამოდევნის.

სარეცხი ფხვნილით მილის გაწმენდის მეთოდი როგორც ჭუჭყიანი ბლოკირების, ასევე ცხიმიანი ბლოკირების (სამზარეულოში ხშირად გვხდება) დროს გამოგადგებათ. სააბაზანოში ან საშხაპეში არ გამოგადგებათ, თუ ბლოკირება თმის გროვით არ გამოწვეული.

სასარგებლო რჩევა! პროფილაქტიკის მიზნით სარეცხი მანქანის სანიაღვრე შლანგი სააბაზანოში ან ნიჟარაში მოათავსეთ. ამრიგად, წყალში გახსნილი ფხვნილი საკანალიზაციო მილებს რეგულარულად გაწმენდს და ბლოკირებას თავიდან აგაცილებთ.

მე–2 მეთოდი: „ყრუ“ ბლოკირების დროს

თუ ნიჟარა ძლიერ გაჭედილია და წყალი საერთოდ არ გადის ან რთულად გადის, კაუსტიკური სოდა ან როგორც უწოდებენ ნატრიუმის ჰიდროქსიდი დაგეხმარებათ. ეს ტუტე იშვიათი ნივთიერებაა, რომლის წინაშე ნებისმიერი ბლოკირება (ცხიმი, ჭუჭყი თუ თმა) უძლურია.

ბლოკირების მოსაშორებლად დაგჭირდებათ 3 კგ კაუსტიკური სოდა. ამ ქიმიური საშუალების საშუალო ღირებულება 3 ლარი/კგ. ეს უფრო მომგებიანია, ვიდრე სანტექნიკოსის გამოძახება.

რა უნდა გააკეთოთ

3 კგ კაუსტიკური სოდა 10 ლ წყალში გააზავეთ, ნიჟარაში ჩაასხით და 4-6 საათით გააჩერეთ. ამ დროის გასვლის შემდეგ ბევრი წყლით ჩარეცხეთ. პრობლემა გამქრალია!

ამ ქიმიური საშუალების გამოყენებისას თვალები და ხელები დაიცავით!