
დრო მიდის, ყველაფერი იცვლება. ნივთები, რომლებიც ადრე კომფორტული, თანამედროვე და ფუნქციური გვეგონა, ახლა უკვე ჩვეულ ნივთად აღიქმება. Novate გიამბობთ, რომელ ნივთებს უნდა დაემშვიდობოთ, რადგან მათ მაგარი ალტერნატივა აქვთ, რომელიც კომფორტულ ცხოვრებაზე წარმოდგენას მთლიანად შეგიცვლით.
1. მაცივარი
ყოველწლიურად მაღაზიებში მაცივრების სულ უფრო მეტი აქტუალური მოდელი ჩნდება განსხვავებული ფუნქციებით და ტევადობით. თანამედროვე მოდა საკუთარ წესებს გვკარნახობს, კერძოდ, ჩაშენებულ, გამოსაწევ მოდელებზე გადასვლას გვირჩევს. მათ, ვისაც პატარა სამზარეულო აქვს, გამოსაწევ მაცივრის ყუთებს ყურადღება უნდა მიაქციონ, რომელიც სამუშაო ზედაპირის ქვეშ თავსდება და მინიმალურ ადგილს იკავებს. ჩაშენებულ ტექნიკას ერთი დიდი პლიუსი აქვს: საერთო სურათიდან ამოვარდნილი არაა. შესაფერისი ფასადი შეარჩიეთ, რომ მაცივარი თქვენს დიზაინში ჩართოთ და სამზარეულოში უხილავი გახადოთ.
2. ნათურა
ბოლო დროს ნათურა მხოლოდ ინტერიერის ფუნქციური ნივთი და ოთახის მანათობელი არაა. ახლა მას დეკორატიული დანიშნულება აქვს. ალბათ, ამიტომ ახლა პოპულარულია მზის ჩასვლის, განთიადის ან ცისარტყელას მსგავსი ნათურები. მოკლედ, მათ ნათურა ეწოდებათ, მაგრამ უფრო პროექტორებია. ზოგიერთი მოდელი კედელს ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად აქცევს. რა თქმა უნდა, ისეთი ფუნქციები არ აქვს, როგორიცაა სინათლის თერაპია, მაგრამ ბინას წარმოუდგენლად მყუდროს ხდის.
3. სასაპნე
ჩვენი მშობლებისა და ბებია–ბაბუებისთვის ყველაფერი გაცილებით მარტივად იყო: იყო საპნის ნატეხი და სასაპნე, რომელზეც საპონი ჰიგიენური პროცედურის შემდეგ უნდა დაედოთ. ჩვენ, კი, სააბაზანო ოთახის ფუნქციური ნივთების დიდი არჩევანი გვაქვს. მაგალითად, შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვეულებრივი სასაპნე ან სენსორული დოზატორი – იმის გათვალისწინებით, რომ თხევადი საპონი უფრო პოპულარულია, ნივთი წარმოუდგენლად აქტუალურია. სენსორული მოდელები უფრო ჰიგიენური, კომფორტული და მოთხოვნადია. მათზე ხელის შეხება საჭირო არაა, უბრალოდ ხელი ახლოს მიიტანეთ და საპნის აუცილებელი რაოდენობა ხელისგულზე აღმოჩნდება. სხვათა შორის, ზოგიერთ სენსორულ მოდელში საპონი ჯერ ასაქაფებელში ხვდება, შედეგად არა სითხის წვეთს, არამედ ჰაეროვანი ქაფის ღრუბელს მიიღებთ.
4. მცენარე, როგორც ჰაერის გამწმენდი
დიახ, მცენარე ჰაერს წმენდს, მაგრამ მცირე ფართობს. იმედი არ გქონდეთ, რომ მცენარე მთელ ბინას მოაწესრიგებს. კარგია, რომ არსებობს გამოცდილი მოწყობილობა, ჰაერის სპეციალური გამწმენდი. ის პირველადი აუცილებლობის ნივთი არაა, მაგრამ როგორც კი სახლში გამოჩნდება, მის გარეშე ცხოვრებას ვერ წარმოიდგენთ. მოწყობილობა ჰაერს ალერგენებისგან წმენდს და სუნებს ანეიტრალებს, ძილის ხარისხს აუმჯობესებს. ჰაერის გამწმენდის შეძენამდე ფილტრის ტიპს, ასევე მოწყობილობის ხმაურს ყურადღება მიაქციეთ.
5. მოსაწყენი ყვავილის ქოთნები
ერთფეროვანი კაშპოს დრო, რომელიც ყველა ბინაში შეგიძლიათ ნახოთ, დასრულდა. ახლა, როცა ბინებში ოთახის მცენარეები მომრავლდა, ქოთნების არჩევანიც მრავალფეროვანი გახდა. ოთახის მცენარეები ხომ პირველ რიგში დეკორატიულ ფუნქციას ასრულებენ და ინტერიერს ამშვენებენ. უბრალო პლასტმასის ყავისფერი ან თეთრი კაშპო სათადარიგო სკამზე გადავიდა, მათ ნაცვლად გამოიყენება ორიგინალური ნიმუშები, მაგალითად, სკულპტურა „დევიდის“ სახით ან ძაფით, მაქმანით მორთული ქოთნები.
შენიშვნა: ყვავილების ქოთნების არჩევისას ინტერიერის სტილი გაითვალისწინეთ. ასე თანამედროვე ბინაში იდეალურად გამოიყურება კაშპო პრიალა ზედაპირით, კლასიკურ სტილში – კერამიკა, ხოლო ლოფტში ხის ქოთნები.
6. საბანი
საბანი ნამდვილად სასარგებლო და აუცილებელი ნივთია, მაგრამ სჯობს მოდელის არჩევისას ბოლოდროინდელი კვლევის შედეგები გაითვალისწინოთ. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მძიმე საბნის ქვეშ უკეთ გვძინავს, ვიდრე უბრალო საბნის ქვეშ. მძიმე საბანი ძილის ხარისხს აუმჯობესებს, ზოგჯერ უძილობის პრობლემას აგვარებს. საქმე იმაშია, რომ მძიმე საბანი დაცულობის შეგრძნებას იწვევს: თითქოსდა, ვიღაც გვეხუტება და ეს გვადუნებს. გასაკვირი არაა, რომ მძიმე მოდელებზე მოთხოვნა გაიზარდა. შეძენამდე მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ, განსაკუთრებით ასაკოვანმა ხალხმა.
7. სააბაზანოს ხალიჩა
ხალიჩა სააბაზანო ოთახის მუდმივი მკვიდრია, რადგან შხაპის ან აბაზანის მიღების შემდეგ სველ იატაკზე ფეხის ასრიალებს ხელს უშლის. ადრე სხვადასხვა ნაჭრის ან რეზინის ხალიჩა მოდაში იყო, ახლა დამსახურებულად ისვენებს. მათ ნაცვლად მოდაში შემოვიდა გაუმჯობესებული ნიმუშები მეხსიერების ეფექტით. ის იატაკზე არ სრიალებს, წყალს კარგად იწოვს, ობით არ იფარება და უსიამოვნო ნაჭრის შეგრძნებას არ ტოვებს. ასეთ ხალიჩაზე დგომა ფუმფულა საბანზე დგომას ჰგავს.
8. ჩამრთველი
ჭკვიანმა ტექნიკამ მსოფლიო დაიპყრო, ამაზე უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვისაუბროთ. მისი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ნიმუშია ჩამრთველები, რომლებიც შეგიძლიათ აკონტროლოთ ხმით, აპლიკაციით, ასევე შეგიძლიათ განრიგი შეადგინოთ, მაგალითად, 23:00-ზე ავტომატურად გამორთოთ. დამეთანხმეთ, წარმოუდგენლად მოსახერხებელია, როცა ლოგინიდან ადგომის გარეშე სინათლის მართვა შეგიძლიათ. ეს ახალგაზრდებს განსაკუთრებით მოსწონთ, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიებთან ახლოს არიან. მოკლედ, ინოვაციებს ასაკოვნებიც სათანადოდ დააფასებენ.
9. მტვერსასრუტი
გახსოვთ ემიალია ხალხური ზღაპრიდან, რომელიც ოცნებობდა, რომ ვედროს საკუთარი თავი ეტარებინა, ხე შეშად თავისით დაჭრილიყო, ღუმელი თავისით გადაადგილებულიყო? ჩვენს დროში რომ ეცხოვრა, ჩვეულებრივ მტვერსასრუტზე უარს იტყოდა და ბინის თავისით დალაგებას ისურვებდა. მისი ოცნება რობოტი მტვერსასრუტის დახმარებით აუცილებლად ასრულდებოდა.
საინჟინრო ტექნოლოგიის სასწაული სულ უფრო პოპულარული ხდება, განსაკუთრებით დიასახლისებს შორის, რომელთაც სახლის სრულყოფილად დასალაგებლად დრო და ძალა არ აქვთ. ღილაკის ერთი დაჭერა საკმარისია, რომ რობოტმა მტვრის, ბეწვის და სხვა ჭუჭყის ალაგება დაიწყოს. ნახევარი საათი და ოთახი სისუფთავით იბრწყინებს. თუ სველი წმენდის ფუნქციით შეიძენთ, იატაკის წმენდაც შეგიძლიათ დაივიწყოთ. მოსახერხებელი რომ იყოს, დალაგების განრიგი შეადგინეთ: სამსახურშიც რომ იყოთ, რობოტი მტვერსასრუტი სახლის დალაგებას დაიწყებს. მთავარია, იატაკზე სხვადასხვა სადენები და წვრილი ნივთები მიმოფანტული არ უნდა იყოს, რომ მუშაობაში ხელი არ შეეშალოს.