ანტონიო ბანდერასი ბრიტანეთში უძრავ ქონებას, „ბრილიანტივით ბზინვარე“ სასახლეს ყიდის

მდიდრული ბრიტანული სასახლე სარის საგრაფოში (დიდი ბრიტანეთი), რომელიც ცნობილმა ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა, ანტონიო ბანდერასმა, მსახიობ მელანი გრიფითთან განქორწინების შემდეგ შეიძინა, იყიდება. ამის წყალობით ესპანელის ნიჭის ყველა თაყვანისმცემელს შეუძლია შეიხედოს სახლში, რომელიც ანტონიოს თქმით „ბრილიანტივით ბზინვარებს“. სავარაუდოდ, ფანები ელიტურ ქალაქში, რომელსაც „ინგლისურ ბევერლი ჰილს“ უწოდებენ, სასახლის შეძენას ვერ შეძლებენ, მაგრამ შეუძლიათ სამსართულიანი რეზიდენციის ფოტოებით დატკბნენ, რომელიც სურნელოვანი ბაღით გარშემორტყმულია.

ანტონიო ბანდერასმა, ცნობილმა ესპანელმა გულთამპყრობელმა, ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ახლახანს თავისი შესანიშნავი ნახევრად ხის სასახლე, რომელიც ლონდონის გარეუბანში მდებარეობს, გასაყიდად გამოიტანა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიომ ლონდონიდან 30 კმ–ში მდებარე სასახლის ყიდვა მეორე ცოლთან, „ოქროს გლობუსის“ მფლობელთან, „ოსკარის“ და „ემის“ ნომინანტთან, მელანი გრიფთთან განქორწინების შემდეგ გადაწყვიტა. 2015 წელს ესპანელმა კალიფორნია თავის შეყვარებულთან, ნიკოლ კიმპელთან ერთად დატოვა და ქალაქის ხმაურიდან შორს, გარეუბანში დასახლდა. ვარსკვლავური მსახიობისთვის გერმანულმა კომპანიამ Huf Haus ასაწყობი სახლი ააშენა, რომლის განსაკუთრებულობა იატიკიდან ჭერამდე, ყველა მხრიდან დაყენებული მინის პანელებია. მსახიობს უძრავი ქონება ულამაზესი სამსართულიანი სახლით (500 მ² ფართობი), ღია აუზით, მდიდრული ბაღით და მწვანე გაზონებით (4 ათასზე მეტი კვადრატული მიწა) 3,1 მლნ ევრო დაუჯდა.

შთამბეჭდავი სახლი, რომელიც ცნობილი სამშენებლო და ფორმირების სკოლის Bauhaus პრინციპების შესაბამისად შეიქმნა, მინის პანელების მიუხედავად მაქსიმალურად ენერგოეფექტურია. კომფორტული ცხოვრებისთვის შენობის ფასადი შეცვლილია მრავალფუნქციური სამმაგი მინით. გამჭვირვალე მინა ყველა ოთახს ბუნებრივი სინათლით ავსებს სითბოს დაკარგვის და შიდა სივრცის ზედმეტად გადახურების გარეშე. თბილი იატაკი და თანამედროვე გაგრილების სისტემა წლის ნებისმიერ დროს კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას ხელს უწყობს.

იმის მიუხედავად, რომ სახლი საკმაოდ საყურებელია, სრული კონფიდენციალურობის დაცვა პრობლემა არ გამხდარა. სასახლე ტყით და დიდი ტერიტორიით გარშემორტყმულია, რომელიც სრულ სიმშვიდეს და განმარტოებას უზრუნველყოფს, მსახიობის პირად ცხოვრებას ცნობისმოყვარე გამვლელებისა და მეზობლებისგან მალავს.

სახლს 2 სრული სართული და სხვენი აქვს, სადაც მოთავსებულია: 5 დიდი საძინებელი (4 მათგანს საკუთარი კეთილმოწყობილი სააბაზანო ოთახი აქვს), რამდენიმე მისაღები ოთახი და შემოსასვლელი დიზაინერული ავეჯით, ეკლექტიკური სასადილო ოთახი 10 ადამიანისთვის, თანამედროვე სამზარეულო კუნძულით და ბარის დახლით ჩაის დასალევად და არაფორმალურ გარემოში ურთიერთობისთვის, ბიბლიოთეკა, მულტიმედიური ოთახი, სავარჯიშო დარბაზი, საუნა, რამდენიმე სველი წერტილი, გარდერობის ოთახი, საყოფაცხოვრებო ოთახი და 4 აივანი. ყველა ოთახის დიზაინი მინიმალისტურია, ნეიტრალური ფერის ძვირადღირებული ავეჯით (გამონაკლისია ეფექტური სავარძელი და დივანი მისაღებ ოთახში), ცნობილი მხატვრების ნახატებით და ოთახის მცენარეებით.

მიმდებარე ტერიტორია სუფთა ჰაერზე დასვენების მოყვარულებს 100%–ით დააკმაყოფილებს. შიდა ეზო, რომელსაც მისაღები ოთახიდან გასასვლელი აქვს, საზაფხულო სასადილო ზონით, ბაღის ავეჯით და აუზით გაგახარებთ. მიწის დანარჩენი ნაკვეთი პროფესიონალმა ლანდშაფტის დიზაინერებმა გაალამაზეს. მათ შესანიშნავი ბაღი, მწვანე გაზონები, კლუმბები და ველური ხეებისგან ხეივნები შექმნეს. სასახლეს აქვს საკმაოდ დიდი ავტოფარეხი, სადაც ერთდროულად 4 ავტომობილი ეტევა.

სასახლის წარმატებული ადგილმდებარეობაც აღსანიშნავია. ცნობილების და მსოფლიოს გავლენიან პირებში პოპულარობის გათვალისწინებით, აქვე მდებარეობს გოლფის რამდენიმე მოედანი, ჩოგბურთის მოედანი, ელიტური რესტორნები და ცნობილი ბრენდების მაღაზიები. ამასთან ქალაქი სწრაფ ავტომაგისტრალთან ახლოს მდებარეობს, ასე რომ ვარსკვლავები და მილიონრები მდიდრული ავტომობილებით ლონდონში სწრაფად მოხვედრას შეძლებენ. ფაქტი, რომ „ინგლისური ბევერლი ჰილსი“ ბუნებრივ ზონაში მდებარეობს, დამატებითი ბონუსი გახდება, თუ ცნობილი მეზობლების გარემოცვაში სუფთა ჰაერზე მშვიდად ცხოვრება მოგწონთ.

Novate–ს ინფორმაციით, ანტონიო ბანდერასი თავის ერთ–ერთ ყველაზე კომფორტულ სახლს მხოლოდ იმიტომ ყიდის, რომ გულის შეტევის შემდეგ ესპანეთში ბრუნდება, სადაც თეატრი უკვე გახსნა. თეატრის შენახვას კი დიდი ფული და დრო სჭირდება. ვარსკვლავი საკუთრებას სულ რაღაც 3,5 მლნ ევროდ ყიდის, რაც დიდ ბრიტანეთში ასეთი უძრავი ქონებისთვის საკმაოდ მისაღები ფასია.