ბიზანტიური არქიტექტურის თავისებურებები: ჩახლართული სტილის 5 საუკეთესო მაგალითი

ბიზანტიური კულტურის თვითმყოფი ექსტრავაგანტული მაგალითები წარმოდგენილია მუსიკაში, გამოყენებით ხელოვნებასა და, რა თქმა უნდა, არქიტექტურაში. ეპოქის საუკეთესო სტრუქტურული მიღწევები, ასევე ქრისტიანობის მართლმადიდებლური კანონების რელიგიური გავლენა განუმეორებელ ნიმუშებსა და წარმოუდგენელ ნამუშევრებში აისახა, რომლებიც სახელმწიფოს, იმპერატორის და ღმერთის განდიდების სურვილით შეიქმნა.

ბიზანტიური არქიტექტურის თავისებურებები

ისტორიული ცნობები: ბიზანტიამ, ოდესღაც დიდი რომის იმპერიის ერთადერთმა გადარჩენილმა ნაწილმა თავის პიკს V-VI საუკუნეებში მიაღწია. ეკონომიკურმა ზრდამ ხელოვნების, არქიტექტორის განვითარება და მშენებლობაში დიდი მიღწევები გამოიწვია. მაგალითად, არქიტექტურის ნამუშევრებში სხვადასხვა სტილის შთამბეჭდავი მოტივები, დაწყებული ანტიკურით და დამთავრებული ახლო აღმოსავლეთის არქიტექტურის ელემენტებით ორიგინალურად ერთმანეთს ერწყმოდა.

განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ სახელმწიფოს და თავად იმპერატორის სადიდებელ შენობებს, ასევე სალოცავ ადგილებს ღვთის სადიდებლად. ყველაფერი მშვენიერის და დიდებულის მშენებლობა იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობის დროს დაიწყო. ამ პერიოდში აქტიურად აშენებდნენ სასახლეებს, ტაძრებს, ეკლესიებს, ტრიუმფალურ თაღებს და სხვადასხვა საინჟინრო ნაგებობებს, რომლებიც წინამორბედებთან შედარებით უფრო მაღალი და გრანდიოზული იყო.

ესთეტი იმპერატორის გატაცების წყალობით მისი მეფობის პერიოდში (527-565 წწ.) ახალი არქიტექტურული მიმართულება გაჩნდა, მათ შორის საკუთარი მონუმენტური სტილი, რომელსაც რთული კონსტრუქცია და შთამბეჭდავი ესთეტიკა ახასიათებს. გარდა ამისა, ბიზანტიის არქიტექტურული მიმართულების ნათელი თავისებურებებია:

  • ბერძნულ სტილში დაგეგმვა, უფრო ზუსტად, ბერძნული ჯვრის ფორმის მსგავსი იატაკი, რომელსაც მკაცრი სიმეტრია ახასიათებს.
  • ხუთგუმბათოვანი სისტემა, რომელიც შენობის თავზე ტოლგვერდა ჯვრის ფორმას ქმნის. ასეთი კონსტრუქცია მრავალი საუკუნის განმავლობაში ეკლესია–ტაძრების დიზაინში ძალიან პოპულარული იყო.
  • მასალების ერთიანობა. თუ შენობას აგურით (ან სხვა მასალით) აშენებდნენ, ის კონსტრუქციის ყველა ელემენტში გამოიყენებოდა. არქიტექტორები ქვით მშენებლობისას მასალის ნატურალურ ფერს უპირატესობას ანიჭებდნენ. ზოგჯერ დეკორატიული ეფექტის გასაძლიერებლად კომბინირებულ დაგებას იყენებდნენ.
  • თაღოვანი ჭერი. არქიტექტორებს საინჟინრო ცოდნით დატვირთვის სწორად გათვლა შეეძლოთ (ეს გუმბათების აღმართვისას მნიშვნელოვანია), ასევე გამძლე კუთხოვანი პილონი და დოლი გამოიგონეს – შუალედური ჩასმა ცილინდრის სახით, რომელიც კედელსა და გუმბათს შორის მდებარეობდა.
  • ფერადი და რთული მოზაიკის გამოყენება რელიგიური ისტორიების და მოვლენების გამოსახულებით, რომელიც ბევრი პატარა ნიმუშებით გარშემოცულია.
  • მარმარილო აქტიურად გამოიყენებოდა, დაწყებული მოზაიკით და დამთავრებული მასიური იატაკით, საფეხურით, გუმბათით და ა.შ.

1. აია–სოფიას ტაძარი სტამბოლში (თურქეთი)

ბიზანტიური არქიტექტურის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილ ნიმუშად სამართლიანად მიიჩნევა აია–სოფიას ტაძარი თავისი შთამბეჭდავი ფორმებით და არანაკლებ მომხიბლავი ისტორიებით. თავისი არსებობის პერიოდში, ეს კი 1500 წელია, მთელი კაცობრიობის კულტურულმა მემკვიდრეობამ რამდენიმე რესტავრაცია და სრული რეკონსტრუქცია, ასევე არაერთი რელიგია გამოიცვალა. ამის მიუხედავად, არქიტექტურული სტილის სირთულე, დეტალები და დრამატიზმი დღემდე შემონახულია და არა ერთი იმპერიის, ხელისუფლების და რელიგიის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოაჩენს.

კონსტრუქციის თავისებურება: ტაძრის კომპოზიცია ცენტრულია. უზარმაზარი გუმბათი, რომლის დიამეტრი 33 მეტრს აღწევს, აშკარად გადიდებულია, რომ როგორც შიგნით, ასევე გარეთ შთამბეჭდავი ეფექტი შეექმნათ. გუმბათი კვადრატულ საფუძველზე დევს, მასშტაბური ობიექტის მთელი დატვირთვა 4 ძლიერ პილონზე გადადის, რომლის სიმაღლე 23 მეტრია და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

2. სანტ–აპოლინარე–ნუოვოს ეკლესია რავენაში (იტალია)

კიდევ ერთი ბიზანტიური ეკლესია იტალიაში, რომელიც არა მხოლოდ ქალაქ რავენას მაცხოვრებელთა რელიგიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. როგორც კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი და ბიზანტიური არქიტექტურის მაგალითი არანაკლებ საინტერესოა. თავიდან ეს თეოდორიხ დიდის სამლოცველო იყო, მაგრამ 561 წელს იმპერატორმა იუსტინიანე I მისი სახელი შეცვალა Sanctus Martinus in Coelo Aureo და სრულად განახლება ბრძანა. მისი მმართველობის დროს ულამაზესი ხატოვანი მოზაიკები შეიქმნა, სადაც იპოვით ახალი აღთქმის სიუჟეტებს, ქრისტეს, მოწამეთა, ანგელოზთა და წინასწარმეტყველთა სასწაულებს და ტანჯვას.

ეს ბრწყინვალე ნამუშევრები და ადრეული ქრისტიანული მოზაიკა წლების განმავლობაში თაბაშირის სქელი ფენით დაფარული იყო, რადგან რომის პაპი გრიგოლ დიდი თვლიდა, რომ ეს ღვთის თაყვანისმცელობას ხელს უშლიდა. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ეკლესიამ არა ერთი რეკონსტრუქცია და გადაკეთება გადაიტანა, ამიტომ ახლა შეგიძლიათ ნახოთ სამრეკლო, მარმარილოს კარიბჭე, მოზაიკის იატაკი და ფრესკებიც, რომლებიც მეორე მსოფლიოს ომის მოვლენებს ასახავს.

3. წმინდა მარკოზის ბაზილიკა ვენეციაში (იტალია)

წმინდა მარკოზის ბაზილიკა ან წმინდა მარკოზის საპატრიარქო ტაძარი – ბიზანტიური არქიტექტურის უნიკალური ნიმუში, რომელიც ბიზანტიური ესთეტიკის იტალიური გარდასახვის ნათელი მაგალითი გახდა. მისი პროექტების და მშენებლობის დროს, რომელიც 1063 წელს დაიწყო, არქიტექტორებმა შთაგონება აია–სოფიას ტაძრის იმ დროისთვის ინოვაციურ ფორმებში იპოვეს. კონსტრუქციას, რომელიც დღემდე უცვლელი დარჩა, ბერძნული ჯვრის ფორმა აქვს, რომელიც 5 გუმბათით არის დაფარული, რაც ბიზანტიური არქიტექტურის მთავარ წესებს შეესაბამება. როგორც მონუმენტური მოჩუქურთმებული პორტალები, მოზაიკით გაფორმებული მარმარილოს რელიეფები, ხის ჩუქურთმები, ქანდაკებები და ბარელიეფები, რომლებიც ულამაზესი ტაძრის ფასადს ამშვენებენ.

წმინდა მარკოზის ბაზილიკის მდიდრული ინტერიერი თავისი სილამაზით და სიდიადით გვაოცებს. მისი გუმბათები, თაღები და კამარა ღია მოზაიკის ტილოებით მორთულია, იატაკი და ემბაზი ფერადი და თეთრი მარმარილოთია დამზადებული. უნდა ითქვას, რომ წმინდა ბაზილიკის გაფორმებაზე ბიზანტიელი და ვენეციელი ოსტატები რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მუშაობდნენ.

4. ოსიო ლუკას მონასტერი დისტომოში (საბერძნეთი)

საბერძნეთში, ჰელიკონის მთის ფერდობზე აშენებული მონასტერი ადრეული შუასაუკუნეების ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნიმუშია. სულიერი სალოცავი ბიზანტიური არქიტექტურის ეპოქის ნათელ მაგალითად არის აღიარებული. ის დაფნის და ნეა მონის მონასტრებს მჭიდროდ უკავშირდება, რომელიც შექმნილია ბიზანტიური არქიტექტურის ერთი პრინციპით – მასალის ერთიანობა.

Novate–ს ინფორმაციით, მონასტრის და რვაკუთხა გუმბათიანი ეკლესიის მთავარი ხიბლი მოზაიკაა, რომლის დიდი ნაწილი კარგად შენახულია. სამწუხაროდ, დეკორის უფრო ღირებული ელემენტები და ნივთები ხშირი ძარცვების გამო დაიკარგა. როგორც აღმოჩნდა, აქ, დაუპატიჟებელი „სტუმრები“ ხშირად მოდიოდნენ, დაწყებული ტამპლიერებით და დამთავრებული თურქებით.

5. ბაზილიკა ცისტერნა სტამბოლში (თურქეთი)

ბიზანტიური არქიტექტურის ეს მაგალითი მდიდრულად მორთული ეკლესიებით გამოირჩევა, მაგრამ მისი დანიშნულება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე რელიგიური ობიექტები. სახელიდან გამომდინარე სტამბოლის გიგანტური ზომის წყლის რეზერვუარია. ზემოთ აღნიშნული ბიზანტიური შედევრების მსგავსად, მასაც ახასიათებს ხელოვნების ახალი მიმართულების მთავარი ელემენტები, რომელიც ჯერ კიდევ იუსტინიანეს I მმართველობის პერიოდში გამოჩნდა.

ამ კონსტრუქციის თავისებურებაა სვეტები და მედუზას თავის ფორმის საფუძველი. ლეგენდის თანახმად, რომელსაც ადგილობრივები და გიდები ტურისტებს უყვებიან. მედუზის სახე გვერდით მოტრიალებულია, რომ ადამიანი ქვად არ აქციოს. ექსპერტების თქმით, ასეთი განლაგება სვეტების ფუძის ფართობს და გამძლეობას ზრდის. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, მაინც ფუნქციური ქანდაკებაა, რომელიც ამ ბიზანტიურ ნიმუშს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.