დასვენება ნომერ–კოკონში, რომელიც ტყის თვალწარმტაც ფერდობზე „ლივლივებს“

თანამედროვე არქიტექტორები ბუნებით შთაგონებულ ორგანულ არქიტექტურას სულ უფრო ხშირად იყენებენ. ცალკეული ნომრების კონცეპტუალური დიზაინი განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ასეთი ნომრები გამოადგება მათ, ვინც მდიდრულ კურორტებზე დასვენებას გაურბის და ბუნებაში განმარტოებისკენ მიისწრაფვის. ახლახანს კუბელმა არქიტექტორმა დასასვენებლად მთის სახლების შესახებ თავისი ხედვა შემოგვთავაზა და წარმოადგინა კონცეპტუალური პროექტი შესანიშნავი ნომრებით–კოკონებით, რომლებიც თვალწარმტაც ფერდობზე „ლივლივებენ“.

ვინ არ ოცნებობს სამსახურიდან, ქალაქის ხმაურიდან და გაჯეტების დამოკიდებულებისგან შორს სრულყოფილად დასვენებაზე? ტყე, მთა, მდინარე და წყალი დასასვენებლად და სრულყოფილი განსატვირთად იდეალური ადგილია. მხოლოდ ბუნებას შეუძლია ჩვენს ცხოვრებაში სრული სიმშვიდე და ნეტარება შემოიტანოს. ქალაქის მაცხოვრებლის ლამაზი ოცნების ასახდენად და ბუნებაში გასაერთიანებლად ბევრი არქიტექტორი და დიზაინერი სასტუმროს მფლობელებთან ერთად უჩვეულო ნომრების შექმნაზე მუშაობენ, რომელიც იდეალური თავშესაფარია და პირდაპირი გაგებით გარემოსთან შერწყმის საშუალებას იძლევა.

მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს ნომერი–კოკონი, რომელიც ახალგაზრდა კუბელმა არქიტექტორმა, ხორხე ლუის ველის კინტანამ, დიზაინის სტუდიის Veliz Arquitecto დამფუძნებელმა შექმნა. მისი მომხიბლავი მთის სახლები განკუთვნილია იმ ტურისტების და მთამსვლელებისთვის მცირე ხნით დასასვენებლად, რომლებიც ბუნებასთან პირდაპირი კონტაქტით დაინტერესებულნი არიან. თუ მთიანი ლანდშაფტის და ველური ტყის ხედით ტკბობა გსურთ, ასეთ სიამოვნებს მიიღებთ, თუ ამ კონცეპტუალურ პროექტს Cabins On The Mountain–ის ვინმე რეალობაში განახორციელებს.

პროექტი ორგანული არქიტექტორის გათვალისწინებით და ბუნების მიმართ პატივისცემით არის შექმნილი. თითოეული ნომრის საფუძველი ბეტონის საყრდენია, რომელსაც მიწასთან მინიმალური შეხება აქვს. მათზე კი „მოლივლივე“ ხის პლატფორმა დევს, შემდეგ ამ პლატფორმაზე ხის სახლი შენდება, რომელიც ვაზისგან ნაქსოვ კოკონს ჰგავს. ერთი შეხედვით საცხოვრებელი ფართი გამჭვირვალეა, მაგრამ თითოეული მოდელი ისე შეიძლება განლაგდეს, რომ დამთვალიერებელი მხოლოდ სურნელოვანი ხეობით დატკბეს და მეზობლები ნაკლებად დაინახოს.

პლატფორმის ფართობის გაზრდით იქმნება ღია აივანი სუფთა ჰაერზე დასასვენებელი ზონით. აქვე შეგიძლიათ ჰამაკი გაშალოთ.

აღსანიშნავია: რენდერინგში (კომპიუტერული 3D გრაფიკული მოდელის საბოლოო ნიმუში) ცალკეული სასტუმროს ნომრები მთის ფერდობზე ისეა განლაგებული, რომ მაქსიმალურად ფართო ხედს უზრუნველყოფს და გარემოზე ნეგატიურ გავლენას ამცირებს. თუ ამას მოდელის კონსტრუქციაში და შიდა სივრცეში გამოყენებულ ბუნებრივ მასალას დაუმატებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნახშირბადის კვალი ნულამდე შემცირებულია.

თითოეული კოკონის ფართობი მოკრძალებულია, მაგრამ მთის მწვერვალზე მტანჯველი ასვლის ან ტყეში სეირნობის შემდეგ კომფორტულად დასასვენებლად ყველა აუცილებელი რამ აქვს. კუბელი არქიტექტორის მთის სახლებში დაგხვდებათ ერთიანი საცხოვრებელი ფართი, სადაც არის დიდი საწოლი, სასადილო ზონა და კეთილმოწყობილი სააბაზანო ოთახი, რომელიც საწოლის თავის უკან დამალულია. პროექტის თანახმად, სააბაზანო ოთახში დაგხვდებათ პანორამა ფანჯარა, ასე რომ ბუნებასთან ერთიანობა შეუზღუდავია.

Novate–ს ინფორმაციით, კუბელმა არქიტექტორმა კონცეპტუალური პროექტი Cabins On The Mountain შეკვეთით ან კონკრეტული მიზნით არ შექმნა, არამედ იმისთვის, რომ „მწვანე“ არქიტექტორის უპირატესობა წარმოეჩინა. ეს გარემოება მის ღირსებას არ ამცირებს, როგორც კრეატიული არქიტექტორის სხვა პროექტებს. იქნებ, ინვესტორი გამოჩნდეს, რომელიც დიზაინერის ფუტურისტული კომპლექსის ორიგინალური მთის ქოხებით დაინტერესდეს.