ინტერიერის 5 სწორი იდეა მათთვის, ვინც სახლის დიდხანს დალაგებას ვერ იტანს

ვის უყვარს სახლის დალაგება? ალბათ, პედანტები. ბევრი პედანტია ჩვენს შორის? უმრავლესობას ნამდვილად არ წარმოადგენენ. ზოგჯერ ინტერიერის მოდური ტრენდების გამოყენების გამო სახლის დალაგება უფრო დიდხანს გვიწევს. Novate გთავაზობთ 5 იდეას, როგორ გადააკეთოთ ინტერიერი ისე, რომ სახლი წამებში დაალაგოთ და არა საათობით.

1. კუთხის ნიჟარა ზედმეტი ზონის გარეშე

სურათზე მარცხენა მხარეს მოცემული ნიჟარა დიდ გამოუყენებელ კუთხეს ტოვებს, რომელიც მტვრის, ჭუჭყის და სახიფათო ბაქტერიების საწყობი ხდება, გარდა ამისა, ვიზუალურად უწესრიგობას ქმნის. სჯობს ისეთი კუთხური ნიჟარა გამოიყენოთ, როგორიც სურათის მარჯვენა მხარესაა მოცემული.

2. EVA–ს კარის ხალიჩა

შემოსასვლელ კართან ჩვეული ხალიჩის ნაცვლად, რომელიც ადამიანისთვის საზიანო და ცხოველის სიცოცხლისთვის სახიფათო ჭუჭყს აგროვებს, EVA–ს მასალის ხალიჩები გამოიყენეთ. ის მტვერს და სითხეს არ ატარებს, ხოლო ნაგავი ხალიჩის ღრმულებში რჩება, რომელიც შეგიძლიათ ქუჩაში ან სადარბაზოში დაფერთხოთ და დაგვათ.

3. ინდუქციური ქურა

თუ სახლის დალაგებას და ყველაფრის რეცხვას ვერ იტანთ. გაზქურის ნაცვლად ინდუქციური პანელი გამოიყენეთ. ასეთი ქურის ზედაპირი ჩვრით და საწმენდი საშუალებით მაქსიმალურად მარტივად იწმინდება.

4. სარეცხი მანქანა ბრტყელი კარით

სარეცხი მანქანის ჩაზნექილი კარის შიგნით ბევრი მტვერი და ჭუჭყი გროვდება. სწორედ ამიტომ, სჯობს ბრტყელი კარის სარეცხი მანქანა შეიძინოთ. სწორი გადაწყვეტილება მათთვის, ვისი სარეცხი მანქანაც 10 წლის გახდა და შეცვლის დროა, რომ პრობლემებში (პირდაპირ გაგებით) არ ჩაიძიროთ.

5. კარადა–პენალი სააბაზანო ოთახის კარით

ინსტაგრამზე ძალიან ტრენდული, მოდური და ლამაზია ღია სტელაჟი სააბაზანო ოთახში. მასზე ყველა ნივთი თვალსაჩინოა და სწრაფად იმტვერება. სჯობს სააბაზანო ოთახის კართან ვიწრო კარადა–პანელი გამოიყენოთ.