მოსავლის შენახვისას დაშვებული 6 შეცდომა, რის გამოც მარაგი დაზამთრებამდე ფუჭდება

შემოდგომა–ზამთრისთვის მოსავლის შენახვას შუა აგვისტოში ვიწყებთ. ბოსტნეულს, ხილს სარდაფში ვინახავთ, მაგრამ პროდუქტები ფუჭდება, სიცივე კი ჯერ არ დამდგარა. ტყუილად არ ამბობენ, რომ ტენიანობის დონე უნდა გავითვალისწინოთ, პროდუქტების მეზობლობის შესახებ რეკომენდაციები დავიცვათ და ტემპერატურა დავიცვათ. ასე ნაყოფს უფრო დიდხანს შეინახავთ. Novate გიამბობთ, რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად მოსავლის შენახვისას და როგორ ავიცილოთ თავიდან.

1. ყველა პროდუქტის ერთსა და იმავე პირობებში შენახვა

თითოეული სახეობის ხილსა და ბოსტნეულს შენახვის სხვადასხვა ტემპერატურა სჭირდება. ზოგი პროდუქტი ნულოვან ტემპერატურას უპირატესობას ანიჭებს, სხვები თბილ პირობებს მოითხოვს. მაგალითად, სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი 0–დან +5 გრადუსამდე უნდა შეინახოთ. აი, გოგრას, ყაბაყს და ლობიოს უფრო თბილი (დაახლოებით +10 გრადუსი) ტემპერატურა უყვარს. იდეალურია, თუ სარდაფის თითოეულ კუთხეში ტემპერატურას გაზომავთ და ყველა პროდუქტისთვის ოპტიმალურ პირობას შეარჩევთ.

2. მაცივრის გამოყენება

ჩვენ, ყველა პროდუქტის მაცივარში შენახვას მიჩვეული ვართ, მაგრამ ეს ზოგიერთი ხილისა და ბოსტნეულისთვის შესაფერისი პირობა არაა. მაგალითად, ხახვი, ნიორი და კარტოფილი მაცივარში არ უნდა შეინახოთ. ასე დალპება ან გაღვივებას დაიწყებს. კიტრი, ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა სჯობს საკუჭნაოში, ცალკე ყუთში ან სხვა, ბნელ და მშრალ ადგილას შეინახოთ. მაცივარში გაიყინება და სასარგებლო თვისებებს დაკარგავს.

3. სახეობის იგნორირება

მოსავლის გადანაწილების დროს ამა თუ იმ პროდუქტის შენახვის ვადა უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, ყველა ვაშლი ერთად არ შეინახოთ. ერთი სახეობა 1 თვე ძლებს, მეორე – გაზაფხულამდე. ერთ ყუთში შენახვისას ყველა დალპება. მსგავსი სიტუაცია სხვა პროდუქტებთანაც არის. ეს როგორც კულტურის მოყვანის, ასევე შენახვის დროს უნდა გახსოვდეთ. სახეობა, რომელიც მალე არ ფუჭდება, სიღრმეში შეინახეთ, ხოლო ის, რომელიც სწრაფად უნდა ჭამოთ, – ახლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მოსავლის გარეშე დარჩეთ.

4. მოსავლის არ გადარჩევა

კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა – სარდაფში შენახვამდე მოსავლის არ გადახედვა. ერთი შეხედვით, ყველა პროდუქტი მთელი და დაუზიანებელია. სამაგიეროდ, ერთადერთ დამპალ პროდუქტს მთელი მოსავლის განადგურება შეუძლია. დაავადებული ბოსტნეული და დაზიანებული ხილი თამამად გადაყარეთ, თუ პროდუქტის დიდხანს შენახვა გსურთ.

5. სარდაფში მშრალი „კლიმატის“ შექმნა

სარდაფში მაღალი ტენიანობის გამო ხილ–ბოსტნეული სოკოთი იფარება და თანდათან ლპება. ზედმეტი ტენიანობა უნდა მოიშოროთ, მაგრამ ამასთან ჰაერი არ გამოაშროთ. ხრიკიც არსებობს, რომელსაც ზოგიერთი დიასახლისი იყენებს: სარდაფში მარილის შეფუთვებს დებენ, რომ მარილმა ზედმეტი ტენიანობა შეიწოვოს. ამის გაკეთება არ შეიძლება! მარილი ჰაერს ზედმეტად აშრობს. ამის გამო ხილი და ბოსტნეული წვნიანობას კარგავს და ჭკნება. თითოეული პროდუქტისთვის საჭირო ტენიანობა გაითვალისწინეთ. მაგალითად, კარტოფილი 90% ტენიანობაში თავს კარგად გრძნობს, ხოლო ხახვი 70%-ზე მაღალ ტენიანობაში ლპება.

6. პროდუქტების მეზობლობის უგულებელყოფა

პროდუქტების მეზობლობა – სხვადასხვა სახის პროდუქტის ერთად შენახვის წესი, რომელიც მათ უსაფრთხოებას და ხარისხს უზრუნველყოფს. ეს სარდაფში შენახულ ხილსა და ბოსტნეულსაც ეხება. იდეალურია, თუ თითოეული ხილისა და ბოსტნეულისთვის ცალ–ცალკე ყუთებს გამოყოფთ. თუ სივრცე შეზღუდულია ან კონტეინერები არ გყოფნით, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ხახვი და ნიორი მაინც ერთმანეთს დააშორეთ.