სანაგვე ყუთი სახლში ამ ადგილას არ დადოთ, რომ ფული არ დაკარგოთ

ძლიერი ენერგეტიკის მქონე სახლი ნებისმიერი უბედურებისგან დაცულია. ბინაში კარგი ატმოსფეროს შესაქმნელად ნებისმიერ დეტალს ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუნდაც საქმე სანაგვე ყუთის ადგილმდებარეობას ეხებოდეს. ისინი, რომელთაც ეზოთერიკის სჯერათ, თვლიან, რომ ამაზე ოჯახის ფინანსური მდგომარეობაა დამოკიდებული. Novate გიამბობთ, როგორ მუშაობს ეს.

ძლიერი ენერგეტიკა

ყველაზე მყუდრო სახლშიც შეიძლება ძლიერი ენერგეტიკა არ იყოს. ამაზე მრავალი ფაქტორი გავლენას ახდენს. მაგალითად, ავეჯის განლაგება, სისუფთავე და ასევე სტუმრების პიროვნება. სანაგვე ყუთებს ცალკე ყურადღებას ტყუილად არ უთმობენ. ის შექმნილია ნარჩენების შესანახად, რომელიც თავისთავად ცუდ ენერგეტიკას ასხივებს.

გასაკვირი არაა, რომ ნაგვის ურნის დადება მხოლოდ გარკვეულ ადგილებში შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მისგან მომავალი ცუდი ენერგეტიკა გააორმაგოთ. უფრო მეტიც, ნეგატივი ისე უნდა მოიშოროთ, რომ უკან ვეღარ დაბრუნდეს.

სამზარეულო ბინაში წმინდა ადგილია, სადაც მთელი ძალა და კეთილდღეობა კონცენტრირებულია. ოთახი მყუდრო და კომფორტული უნდა იყოს. რა თქმა უნდა, სამზარეულოში წესრიგის და სისუფთავის დაცვა აუცილებელია. თითოეულ ნივთს თავისი განსაკუთრებული ადგილი აქვს.

ინტერიერის შექმნისას მფლობელები ხშირად ფიქრობენ იმაზე, თუ სად წაიღონ ნაგვის ურნა. ყველაფერი ნათელია: ნიჟარის ქვეშ. სწორედ აქ, სანაგვე ყუთი თვალში არ მოგხვდებათ და უსიამოვნო არომატს გამოუშვებს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს საუკეთესო ადგილი არაა.

ვინაიდან სანაგვე ყუთი ცუდ ენერგეტიკას ავრცელებს, მას თავსახური აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ის ნეგატიურ ნაკადს შეაფერხებს, რომ მთელ ბინაში არ გავრცელდეს. წყალი, რომელიც სანიაღვრე მილში ჩადის, სანაგვე ყუთიდან მომავალ ნეგატივს აძლიერებს. სწორედ ამიტომ, ნიჟარის ქვეშ ნაგვის ურნის დადება ცუდი იდეაა.

გარდა ამისა, ნაგვის ურნა ოთახებს შორის არ დადოთ. ასე დადებითი ენერგიის გაცვლას ხელს შეუშლით. შედეგად, ოთახის ყვავილები დაჭკნება, ტექნიკა გაფუჭდება, ჭურჭელი – გატყდება. ამაზე თქვენი განწყობაც დამოკიდებულია. თუ ხილული მიზეზის გარეშე თავის ტკივილი გაწუხებთ, შესაძლოა, საქმე სახლის ატმოსფეროშია.

რაც უფრო დიდხანს გროვდება ცუდი ენერგეტიკა, მით უფრო მეტ ნეგატივს მოიზიდავთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს სამსახურში უსიამოვნებები, ფულის დაკარგვა და ოჯახში კონფლიქტი. ამბობენ, რომ ამ მდგომარეობაში ადამიანის გათვლა ადვილია, რადგან მისი ბიოველი ვერ იცავს.

ნაგვის ურნის გაწმენდა

იდეალურია, თუ ნაგავს ყოველდღე გადაყრით. ეს თქვენ ჩვევად უნდა იქცეს. ნაგვის გატანის შემდეგ უნდა გაწმინდოთ ადგილი, სადაც ვედრო იდო. ეს სპეციალური ხსნარით გააკეთეთ, რომელიც შეგიძლიათ თავად მოამზადოთ.

ამისთვის, 1 ლ წყალი და 7 ს/კ მარილი აურიეთ, რამდენიმე მიხაკი დაუმატეთ. სანთელი აანთეთ და ცოტა მოწვით. შემდეგ ხსნარს რამდენიმე წვეთი ცვილი დაუმატეთ. ნარევს საათის ისრის მიმართულებით აურიეთ და 1 დღე დააყენეთ. ასეთი წყალი მთელი კვირა გეყოფათ.

როგორც კი, სანაგვე ყუთის ქვეშ ადგილს გაწმენდთ, წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „მთელი ნეგატივი, რომელიც დაგროვდა, ჩამოვრეცხე. ნათელ ენერგიას გზას ვუხსნი. ცუდი ჩემს სახლში აღარ მოვა, ახლა მხოლოდ დადებითი ენერგია მოვა. შენ, წყალო, შეგილოცავ.“

და მაინც, სად წავიღოთ სანაგვე ყუთი? იდეალურია, ცალკე, თვალს მოფარებული, დახურული ადგილი შეურჩიოთ. თუ ასეთი კარადა არ გაქვთ, სხვა ინსტრუქციები დაიცავით, რომ უბედურება თავიდან აიცილოთ. ასევე ნარჩენები დაახარისხეთ, რომ არა მხოლოდ სახლის ენერგეტიკა, არამედ კარმა გაწმინდოთ.

საინტერესოა, თქვენ გჯერათ ეზოთერიკის და მისი ენერგეტიკის?