ცუდი რემონტის 8 ფარული ნიშანი, რომლის გამოც ბინა არაკომფორტულად გამოიყურება

სახლში რემონტი ყოველთვის რთულია. თავში მრავალი ინფორმაციის შენახვა გვიწევს: სად განვათავსოთ როზეტები მისაღებ ოთახში, როდის შევუკვეთოთ სამზარეულოს გარნიტურა, რამდენ დღეში მოიტანენ ფილებს და ა.შ. ორგანიზმი მეხსიერებას ხშირად წმენდს, რომ ტვინი გადატვირთვისგან დაიცვას,შედეგად, ზედმეტ ინფორმაციას იშორებს. რემონტის დასრულებისას აღმოჩნდება, რომ ბევრი რამ არ გაითვალისწინეთ. Novate გიამბობთ, რომელი ნიშნები საუბრობს უხარისხო რემონტზე.

ნიშანი 1: უსწორმასწორო კედლები და ჭერი

თუ შპალერზე უარს ამბობთ და საღებავს უპირატესობას ანიჭებთ, დარწმუნდით, რომ ყველა ზედაპირი იდეალურია სწორია. საქმე იმაშია, რომ ღიად შეღებილ კედლებზე შავი სამუშაოს ყველა ნაკლოვანება და უსწორმასწორობა ნათლად ჩანს. სანამ საბოლოოდ შეღებავთ, დარწმუნდით, რომ ხელოსნებმა კედლები და ჭერი ბოლო ეტაპისთვის სწორად მოამზადეს.

შეღებვის შემდეგ კედლების შემოწმების მეთოდი: სხვადასხვა განათებაზე გახედეთ. ამისთვის, უბრალო ან სპეციალური მღებავის სანათი გამოიყენეთ. ზოგჯერ კედლების სრულად გასწორება შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ვინილის შპალერი ან ტექსტურირებული საფარი „ხავერდი“, „აბრეშუმი“ და ა.შ. გამოიყენეთ. მისი დახმარებით მცირე ნაკლოვანებებს უცხო თვალისგან დაფარავთ.

ნიშანი 2: დაუდევრად გადაჭრილი ფილები

ფილა ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოსაპირკეთებელი მასალაა. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანების უმეტესობა მთელ სააბაზანო ოთახს ფილებით ფარავს, საბოლოოდ შთამბეჭდავი თანხა გამოდის. ფულის დასაზოგად ბევრი ხელოსანი გვთავაზობს ჯერ მთელი ფილების, ხოლო შემდეგ დარჩენილი ნატეხების დაგებას, თითქოსდა ასე ნაკლები მასალა დაიხარჯება. ასეთი გადაწყვეტილება შედეგის ნახვამდე გონივრულია. „გადაჭრილი“ ნაწილები დაუდევრად გამოიყურება და აბაზანის ინტერიერს აფუჭებს.

ასეთი შედეგის თავიდან ასაცილებლად ფილების დაგების სწორი გეგმა შეიმუშავეთ. იდეალურია: გეგმა დახაზეთ და თითოეული ელემენტი დანიშნულ ადგილას მოათავსეთ. გამოთვლები და კომპიუტერული პროგრამები შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომლებიც კონკრეტული ფართობისთვის საჭირო მასალის გამოთვალაში დაგეხმარებათ. აუცილებლობის შემთხვევაში, ორივე მხრიდან გადაჭერით. ამის შემდეგ ფილების დაგება გამარტივდება, შედეგი როგორც პრაქტიკული, ასევე ესთეტიკური მხრიდან გაგახარებთ.

ნიშანი 3: შესამჩნევი პირაპირი

თუ კაპიტალური რემონტი გადაწყვიტეთ, სავარაუდოდ, არასტანდარტულ საფარებს გაეცნობით. ვსაუბრობთ, პარკეტზე, მარმარილოსა და კერამიკის ფილებზე, მოზაიკასა და ა.შ. როცა ოსტატი სამუშაოს ხარისხიანად ასრულებს, მკვეთრი გადასვლა არ ხდება – რელიეფი, ტონი და ფაქტურა ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. იგივე შპალერს ეხება – ნახატები უნდა დაემთხვას. თუ არა, ეს უხარისხო რემონტზე საუბრობს.

ცალკე პრობლემას იწვევს იატაკზე პირაპირის ხილულობა. წესების თანახმად, ის მკაცრად კარიდან უნდა იწყებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგალითად, სამზარეულოდან დერეფნის იატაკის საფარი ჩანს. ლინოლეუმის ან ლამინატის თავიდან დაგება რომ არ მოგიწიოთ, წინასწარ დაგეგმეთ, თუ საიდან გაიღება კარი ოთახში.

ნიშანი 4: არასწორ ადგილას მოთავსებული როზეტები და ჩამრთველები

მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ინტერიერის დაგეგმვის ეტაპზე უნდა გადაწყვიტოთ, ეს როზეტების და ჩამრთველების განლაგებაა. თუ რემონტის დასრულების შემდეგ ნათურების და ტექნიკის სამუშაოდ დამაგრძელებლები გჭირდებათ, ეს უხეში შეცდომაა. სწორედ ამიტომ, რემონტის დაწყებამდე ავეჯის განლაგება სწორად დაგეგმეთ.

ყურადღება მიაქციეთ, რომ თითოეულ როზეტს ამოცანის შესრულების მიხედვით ფუნქციური დანიშნულება ჰქონდეს. ასე, ერთ კატეგორიაში ხვდება როზეტები სტაციონარული საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩასართველად, მეორეში – თავისუფალი გამოყენებისთვის (გაჯეტების დატენვა და ა.შ.), მესამეში – სამუშაო ზონაში ტექნიკის ჩასართველად.

ნიშანი 5: არასწორად შერჩეული ფერები

ჩვეულებრივ, ფერის შერჩევას დიდი ყურადღება ეთმობა, მაგრამ საბოლოოდ მოლოდინს მაინც ვერ ამართლებს. ასე ხდება იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ არ გაღებავთ და მზა ფერს გამოიყენებთ. მღებავები ასე მოქცევას გირჩევენ: ჯერ კიდევ მოუმზადებელ ნაცრისფერ კედლებზე ფერი შეარჩიეთ. ასეთი მიდგომა აიხსნება იმით, რომ თეთრ ფონზე ნებისმიერი ფერი კაშკაშა ჩანს, ხოლო ნაცრისფერზე ტონი არ გამოირჩევა.

ასევე მრავალფეროვან ფერებში სჯობს არ დაიკარგოთ და ფერების გამა სწორად შეარჩიოთ. ამისთვის სამი ფერის წესი გამოიყენეთ: სამი ფერი აირჩიეთ და ინტერიერის სხვადასხვა ელემენტებში გაიმეორეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ერთი ფერი მთავარი უნდა იყოს (60%), მეორე – მხარდამჭერი (30%) და მესამე – აქცენტური (10%).

ნიშანი 6: მუქი იატაკი

საქმე არა ცუდ რემონტს, არამედ იმ შედეგს ეხება, რომელსაც მუქი ფერის პარკეტის, ლინოლეუმის, ფილების ან ლამინატის გამოყენებისას შეეჯახებით. საქმე იმაშია, რომ გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად მუქ იატაკზე ჭუჭყი უკეთ ჩანს, ვიდრე ღიაზე. ბეწვი, ლაქა, მტვრის ნაწილაკები – ეს ყველაფერი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუ ყოველდღე სახლს არ ალაგებთ და იატაკს არ წმენდთ. ამ შემთხვევაში ღია ნატურალური ხის ფერი იდეალურია – პრაქტიკული და მოდური გადაწყვეტილება მოდური ინტერიერის შესაქმნელად.

ნიშანი 7: არასწორად დაყენებული ფანჯარა

ფანჯრების სწორად დამონტაჟებაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ რემონტის ხარისხი, არამედ ინტერიერის გარეგნობა და კომფორტი. თუ მონტაჟისას ჩარჩოს გადახრა ჩანს, საგდული კარგად არ მუშაობს, მინაზე კონდენსატი ჩნდება, ქუჩიდან ქარი შემოდის, გამოდის, სამუშაო უხარისხოდ შეასრულეს. ასეთი შედეგის მიზეზი შეიძლება იყოს ჩარჩოს ან ფანჯრის არასწორი მონტაჟი, დაურეგულირებელი ფურნიტურა, ნაკერების არაჰერმენტულობა. გარდა ამისა, ფანჯრის დამონტაჟების ტექნოლოგიის დარღვევამ შეიძლება ობი გამოიწვიოს.

ნიშანი 8: შუასადების ცუდი დაგება

თუნდაც ბინა სამრეწველო ან ლოფტის სტილში იყოს მორთული, ეს ღია შუასადების ქონას არ ამართლებს. კაბელი, მილი, საჰაერო კონდიციონერი უნდა შენიღბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ინტერიერის დიზაინში დისონანსს შექმნით. რა თქმა უნდა, ფარული შუასადები იაფი არ ღირს და მეტ სამუშაოს მოითხოვს, მაგრამ საინჟინრო საკითხები დანაზოგს ვერ იტანს.