ტრომპლეის სტილი ან 7 ოპტიკური ილუზია, რომელიც ინტერიერის პრობლემებს აგვარებს

ბინის განლაგება საუკეთესოს სურვილს ტოვებს, მაგრამ არ გსურთ კედლების დანგრევა და სამზარეულოს გადატანა? ოპტიკური ილუზია გამოიყენეთ. ამ მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდით, რომელიც ნებისმიერი ზომის ოთახში მუშაობს, კედლებს ვიზუალურად „დააშორებთ“. Novate გიამბობთ, კონკრეტულად რომელი ტექნიკა უნდა გამოიყენოთ სივრცის გარდასაქმნელად.

სიტყვა „ტრომპლეი“ ფრანგულიდან ითარგმნება, როგორც „ტყუილი“. ამ ხრიკს იყენებენ იმისთვის, რომ ოთახს შემატონ დეტალი, რომელიც ინტერიერს აკლია. თუ ბინას რაღაც აკლია, რატომ არ დავხატოთ ან არ დავკიდოთ ფოტო? მაგალითად, კიდევ ერთი ფანჯარა პეიზაჟით, ბუხარი ან დამატებითი კარი. ალბათ, სტუმრები არ დაიჯერებენ, რომ ხრუშჩოვის მისაღებიდან ნარნიაში მოხვდებიან, მაგრამ ყრუ კედელზე მზერა არ მოუწევთ, ხოლო გახსნილი პერსპექტივა ისეთ შეგრძნებას ტოვებს, რომ ოთახი უფრო დიდია, ვიდრე სინამდვილეშია.

ტრომპლეის სტილის რამდენიმე პოპულარულ ხრიკს გიზიარებთ.

1. ლაითბოქსი–ფანჯარა

ლაითბოქსი დიდი ფართობის სინათლის წყაროს წარმოადგენს. თხელი ყუთის შიგნით დამონტაჟებულია ნათურები, ზემოდან კი ნახატია აკრული. სპეციალურად ისეა აწყობილი, რომ მაქსიმალურად თანაბარი, მთელ ზედაპირზე ერთნაირად კაშკაშა სინათლე გამოსცეს. ასეთი გადაწყვეტილება საგამოფენო სივრცეების დიზაინიდან გამოჩნდა და 2019 წლისთვის ძალიან პოპულარული გახდა. ზოგიერთი ნიმუში მეგაპოლისზე ბუნებრივ პანორამას ჰგავს. გაითვალისწინეთ, რომ ლაითბოქსი–ფანჯარა კუთხიდან კუთხემდე იდგმება. იდეალურია სუსტი განათების ოთახისთვის, რომელიც ქვედა სართულზე ან სახლის ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს ან საერთოდ უფანჯროა.

2. ყალბი წიგნის თაროები

თუ სახლში პატარა ბიბლიოთეკის ქონაზე ყოველთვის ოცნებობდით, მაგრამ საკმარისი წიგნი ვერ დააგროვეთ ან კარადისთვის ადგილი ვერ იპოვეთ, ყალბი თაროები გამოგადგებათ. მარტივი მეთოდი: შესაფერისი შპალერი გააკარით. ახლა მდიდრული ბიბლიოთეკა რულონებით იყიდება, ამიტომ შეგიძლიათ დეკორატიულ პოტენციურ წიგნზე ფსონი დადოთ. წიგნების თარო იმდენად რეალურად გამოიყურება, რომ სტუმრები წიგნის სათაურის წასაკითხად ახლოს მივლენ.

3. შპალერი მასალის იმიტაციით

შპალერის რულონებით არა მხოლოდ წიგნების თარო, არამედ მოდური კედლის საფარი იყიდება. ბინის გასაფორმებლად ხშირად იიყენებენ შპალერს ძველი ბეტონის, შეღებილი აგურის ან ვინტაჟური დაფის გამოსახულებით. ტრომპლეის ეს ვარიანტი ყველაზე პოპულარულია, რადგან სასურველი მასალის იმიტაცია უფრო ადვილია, ვიდრე მხატვრულად დაძველებული დაფების პოვნა და ამით მთელი კედლის დაფარვა ან ნამდვილი ბეტონის ზედაპირის გაკეთება.

კიდევ რამდენიმე არგუმენტი: ძილში შპალერზე ხელის შეხება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ბეტონზე ან ცივ ფილებზე, ხოლო ლოგინის უკანა კედელზე მსგავსი ექსპერიმენტი ხშირად ხდება. ამასთან, შპალერი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოხსნათ და ახლით ჩაანაცვლოთ. თუ ვიწრო, გრძელ ოთახში სწორად გამოიყენებთ, „გვირაბის“ შეგრძნებას მოიშორებთ.

4. დამალული კარი

კარგია, როცა ყველა ოთახი ერთმანეთს დერეფნით უკავშირდება, ასე ინტერიერი უფრო ჰარმონიულად გამოიყურება. თუ ოთახში სხვა ოთახებში გასასვლელი რამდენიმე კარია, სივრცის მთლიანობის აღქმა ირღვევა. სიტუაცია უნდა გამოასწოროთ. კარგი ვარიანტია შეიძინოთ ტილო ფარული ყუთით, რომელიც კედლის დონეს არ სცდება და თამასა არ აქვს. ჩვეულებრივ, ასეთ კარზე მწარმოებლები ტოვებენ ნიშანს „შესაღები“. გულისხმობენ რომ დასრულებული არა და ვარაუდობენ, რომ მასზე შპალერს გააკრავთ ან კედლის ფერში შეღებავთ, რომ საერთო ფონიდან არ ამოვარდეს და ყურადღება არ მიიქციოს. ეჭვი რომ არ შეგეპაროთ, რომ კარი კედლის ნაწილია, მასზე ორი ნახატი დაკიდეთ.

შენიშვნა: კიდევ ერთი ეფექტური ვარიანტი კარის შესანიღბად: ფსევდოკარადა, რომლის კარი არა ტანსაცმლის თაროებთან, არამედ სხვა ოთახში გაგიყვანთ. მზად იყავით, რომ ასეთი „კარადა“ ოთახის აქცენტი ავტომატურად ხდება და სხვა დანარჩენი ნივთი ნეიტრალური უნდა იყოს.

5. ორმაგი დანიშნულების სარკიანი კედელი

ამას სივრცის გასაორმაგებლად იყენებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ბინაში ყველაზე პატარა ან ვიწრო ოთახი დერეფანია, ლოგიკურია, რომ სარკიანი კედელი აქ უნდა გამოვიყენოთ.

მაგალითად, თუ შემოსასვლელი მხოლოდ 4 მეტრია და რამდენიმე კარი მდებარეობს, ასე მოიქეცით: გარდერობის ან საყოფაცხოვრებო ნივთების ოთახებისკენ მიმავალი გზა სარკიანი გააკეთეთ, შემდეგ ფარული სარკიანი ტიხარი გააკეთეთ. შედეგად, უწყვეტ სარკის ტილოს მიიღებთ, რომელიც ოთახის ზომებს აორმაგებს.

თუ გსურთ, რომ ზოგიერთი დეკორი თითქოსდა ჰაერში ადიოდეს, სარკიანი კედლის წინ დაკიდეთ. მაგალითად, თაროს ან ნახატის შემთხვევაში ასე მოიქეცით.

6. 3D–ჭერი და იატაკი

თუ ფიქრობთ, რომ კედელი სანაპიროს გამოსახულებით ძალიან უღიმღამოა, 3D იატაკი გამოიყენეთ, რომელსაც ეპოქსიდის და პოლიურეთანის ფისები ქმნის. მათ შეუძლიათ ბეტონის, მწვანე მდელოს, ქვიშიანი სანაპიროს და ა.შ ნებისმიერი რამის მიბაძვა. ასეთი ნაწილი ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ერთი დეტალი არსებობს: უხარისხოდ ან წესების გარეშე გაკეთებული იატაკი მყიფეა და მასზე სკამის ფეხიც ნაკაწრებს ტოვებს. გარდა ამისა, 3D იატაკი ძალიან ცივია, მაგრამ იატაკქვეშა გათბობით პრობლემას მოიშორებთ.

რაც შეეხება ჭერს, გასაჭიმ მოწყობილობაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ქარიანი ამინდის, ანტიკური დარბაზის კამარის ან ფრესკის გამოსახულება. გამოყენებამდე კარგად დაფიქრდით, რომ ინტერიერი ზედმეტად არ გადატვირთოთ.

7. მოლივლივე ავეჯი

რაც არ უნდა თქვათ, ავეჯი მასიური ბაზით ინტერიერს ტვირთავს და ძალიან დიდი ჩანს. სწორედ ამიტომ, დიზაინერები გირჩევენ ფეხიანი სავარძელი, ლოგინი და დივანი შეიძინოთ, კიდევ უკეთესია, თუ ფეხი საერთოდ არ ექნება.

უჩვეულოდ გამოიყურება ავეჯი, რომელიც ჰაერში „ფრინავს“. ასეთი ეფექტის მიღება რამდენიმე მეთოდით შეიძლება. მაგალითად, სკამი ან მაგიდა გამჭვირვალე საყრდენით შეიძინეთ. გამჭვირვალე საყრდენს გამოწვრთნილი მინის ან მოდური პოლიკარბოტანისგან ამზადებენ. ასეთ მაგიდა თითქოსდა არაა, მაგრამ თუ წიგნის ან ფინჯანი ყავის დადება გსურთ, ყოველთვის თქვენს სამსახურშია.

კიდევ ერთი ვარიანტი: ლოგინი ერთადერთი საყრდენით ცენტრში ან კედელს მიამაგრეთ, ქვემოდან დიოდური ნათურებით გაანათეთ. ასეთი დეტალი სივრცეს ვიზუალურად მსუბუქს და ჰაეროვანს ხდის, რაც პატარა ბინაში განსაკუთრებით აქტუალურია.