შინაურული ეფექტური საშუალება გაჭედილ მილს ისევე კარგად წმენდს, როგორც მაღაზიაში ნაყიდი

სამზარეულოს ან სააბაზანოს ნიჟარის გაჭედვა იშვიათი მოვლენა არაა. მაღაზიებში ნებისმიერი გემოვნების და ფასის სპეციალური ქიმიური საშუალება იყიდება. უმეტესობა მათგანი პრობლემას ეფექტურად ებრძვის. თუმცა ზოგჯერ მაღაზიაში გასასვლელად დრო არ გვაქვს ან გვიანი საღამოა ან უბრალოდ ქიმიური საშუალების გამოყენება არ გვსურს. ასეთ სიტუაციებში Novate გთავაზოთ მილის გასაწმენდად თვითნაკეთი საშუალება გამოიყენოთ.

1. საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი საშუალებების მოქმედების პრინციპი

როგორც წესი, თითოეული ასეთი საშუალება მაღალ კონცენტრირებულ ტუტეზეა დაფუძნებული. ხშირად აქტიური ნივთიერების როლს ასრულებს ნატრიუმის კარბონატი, რომელიც მილში დაგროვილ ცხიმს, საკვების ნარჩენებს და სხვა ორგანულ ნივთიერებებს შლის. სოდით მომზადებულ საშუალებას ისეთივე PH აქვს, როგორც შეძენილ პროდუქტს – 10,5-დან 11,5 ერთეულამდე.

2. მომზადების წესი

აქ, რთული არაფერია, მაგრამ დროს მოითხოვს. ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 7-8 სუფრის კოვზი (დაახლოებით 200 გრ) საკვები სოდა. სოდა ტაფაზე დაყარეთ და 15 წუთით ცეცხლზე მოხალეთ. პროცესის გასამარტივებლად 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ სოდა გააგრილეთ –10-15 წუთი მოცდა მოგიწევთ. მზა ფხვნილი 250 მლ წყალში კარგად გახსენით. ხსნარი გაჭედილ მილში ჩაასხით და 1-2 საათით გააჩერეთ. შემდეგ გამდინარე წყალი ჩაასხით. ესეც ასე, პრობლემა მოგვარებულია.

მნიშვნელოვანია! სოდის მოხალვის დროს სამზარეულოს ფანჯარა გააღეთ ან გამწოვი ჩართეთ. შენობა კარგად უნდა გაანიავოთ. სოდის გაცხელებისას ნახშირორჟანგი გამოიყოფა. რაოდენობა მცირეა და სასიცოცხლოდ სახიფათო არაა, მაგრამ თავს ნამდვილად აგატკივებთ.

3. მოქმედების პრინციპი

სოდა თავიდანვე ტუტე რეაქციას ფლობს, მაგრამ გაცხელების შემდეგ რეაქცია მნიშვნელოვნად ძლიერდება. ასე ბლოკირებას მარტივად უმკლავდება. 60 ან მეტ  (იდეალური 200 გრადუსი) გრადუსზე გახურებულ ტემპერატურაზე სოდა იყოფა ნახშირორჟანგად, წყლად და ნატრიუმის კარბონატად. შედეგად გამოდის კალცირებული სოდა სუფთა სახით (ნატრიუმის კარბონატი). მისი PH 10,5-11,5 ერთეულია, როგორც ბევრ მაღაზიაში გასაყიდი ქიმიური პროდუქტების შემთხვევაში. შესაბამისად, შინაურული საშუალება ამოცანას ეფექტურად უმკლავდება.