სასტუმროს ნომრებზე ვგიჟდები და სახლში მსგავსი ატმოსფეროს შექმნას ვცდილობ

ინტერიერის გაფორმება ხარისხიანად შესრულებული რემონტის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. საინტერესო დეკორი ნებისმიერ სახლს კომფორტს მატებს. ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის გაფორმებული აპარტამენტები ყველაზე მდიდრულ სასტუმროებში. იქ ნამდვილად იპოვით იდეებს, რით გაამრავალფეროვნოთ ყველაზე მოსაწყენი ბინები. Novate გიზიარებთ რჩევებს, როგორ გახადოთ ბინა უფრო ახალი, მოდური და თანამედროვე.

ინტერიერის დეკორი

დავიწყოთ, აბაზანით. ჩვეულებრივ, როგორ კეცავთ სუფთა პირსახოცებს? იქნებ, ცალკე კარადაში ან უბრალოდ სარკის წინ თაროებზე? სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ ეს მეთოდი თანდათან მოდიდან გადადის. მასიურ კარადას მინიმალისტური თაროები ან დეკორატიული ყუთები ცვლის. პირსახოცები სჯობს რულეტივით დაახვიოთ და ასეთ ყუთში ან თაროზე ლამაზად დააწყოთ.

უფრო მეტიც, სასიამოვნო არომატი არ დაგავიწყდეთ, რომელიც ყველა ღირსეული სასტუმროს ოთახში ტრიალებს. იზრუნეთ, რომ თქვენი ბინა ყოველთვის სუფთად იყოს და სასიამოვნო სურნელი სუფევდეს. ამისთვის, არომატული სანთლები, არომადიფუზორები სპეციალური ზეთებით, თეთრეულის კონდიციონერები. ასე სასიამოვნო სურნელი გარანტირებულია.

ეშმაკური მეთოდი

სახლს ცოტა სასტუმროს რომანტიკა რომ შემატოთ, მსგავსი ბამბის ხალათი შეიძინეთ. ყველა სტუმარს ასეთ ხალათს სთავაზობენ. სახლში შეგიძლიათ აბაზანის მახლობლად მოათავსოთ ან ჩაიცვათ მაშინ, როცა მოგესურვებათ. ხალათი ძალიან რბილი და სხეულისთვის სასიამოვნოა, ასე რომ იდეა ნამდვილად მოგეწონებათ.

სასტუმროს ნომრებში აბაზანებსა და საძინებელ ოთახებში ლამაზი, ფუმფულა ხალიჩები დაგხვდებათ. დამეთახნმეთ, დილით რბილ ხალიჩაზე ფეხის დაბიჯება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ცარიელ და ცივ იატაკზე. ასე სახლს მყუდროებას, ატმოსფეროს და კომფორტს შემატებთ. რა თქმა უნდა, ასეთი ხალიჩები დროდადრო უნდა გაწმინდოთ, მაგრამ მენდეთ, ამად ღირს.

გსურთ გემრიელი საუზმე საწოლში? მაშინ დასაკეცი სადგამი–მაგიდა შეიძინეთ. ასე საკუთარ თავს ან საყვარელ ადამიანს საწოლში საუზმობით გაანებივრებთ, თან არაფერს დაღვრით ან დაყრით. ასეთი მაგიდა სხვა დღესასწაულების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ბაღში ჩაის დასალევად, მეგობრებთან ერთად ხმაურიანი წვეულებისთვის, ბავშვებთან თამაშის დროს სწრაფად წასახემსებლად.

მოდური დიზაინი

საკუთარ ბინას მდიდრული ბუტიკ–სასტუმროს ხიბლს შემატებთ, თუ, მაგალითად, საძინებელი ოთახისთვის გრძელ ფარდას შეარჩევთ. ფარდა სქელი უნდა იყოს და დილით მზის სხივებს არ ატარებდეს, სახლის მფლობელი ძალიან ადრე არ უნდა გააღვიძოს. ასეთი ფარდები ღირსეულად გამოიყურება.

უფრო მეტიც, არსებული ბალიშების რაოდენობა უნდა გაამრავალფეროვნოთ. მაგალითად, თუ ორი ბალიში გაქვთ, ეს ძალიან ცოტაა. სასტუმროში დეკორატიულ ბალიშებს დიდი ბალიშების წინ ალაგებენ. პატარა ბალიშებს შეგიძლიათ ტანსაცმლიანად მიეყრდნოთ, რომ წიგნი წაიკითხოთ ან უბრალოდ დაისვენოთ. ღამით დეკორატიული ბალიშები აალაგეთ და სუფთა და დიდ ბალიშებზე დაიძინეთ.

ნამდვილად მოდურ ოთახში საინტერესო და მოდური სარკე აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს. მაღაზიებში სარკეებს გადახედეთ და რაიმე შეარჩიეთ. სხვათა შორის, სარკე განათებით შესანიშნავი ვარიანტია.

წარმოუდგენელი ატმოსფერო – ინტერიერის გაფორმება

თოვლივით თეთრი თეთრეული საძინებელი ოთახის ინტერიერის შესანიშნავი გაფორმებაა. დამეთანხმეთ, მრავალფეროვანი ჩიტები და ყვავილები ყოველთვის მდიდრულად არ გამოიყურება. აი, თეთრი სქელი თეთრეული – ყოველთვის. ასე თქვენი საძინებელი თვალსა და ხელს შუა შეიცვლება და ამას აუცილებლად შეამჩნევთ.

კიდევ ერთი აუცილებელი დეტალი: ორიგინალური სანათი. ჭერზე ერთადერთი ჭაღი სიტუაციას ვეღარ შველის. ოთახებს არა მხოლოდ სინათლე, არამედ მოდური დეკორიც სჭირდება. საბედნიეროდ, როგორ განათებას არ იპოვით სპეციალურ მაღაზიებში. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

სხვა ყველაფერთან ერთად, საძინებლის დიზაინი არ დაგავიწყდეთ. ექსპერტები გირჩევენ, რომ რამდენიმე სახის ტექსტურა (სულ მცირე 3) გააერთიანოთ. შეამჩნევთ, როგორ შეიცვლება თქვენი საძინებელი ოთახი, თუ ბანალური გადასაფარებლის ნაცვლად მყუდრო პლედებით და პატარა ბალიშებით გააფორმებთ.

სასტუმროს ნომრის ინტერიერის რომელი გაფორმება მოგეწონათ? როგორ გააფორმებდით საკუთარ სახლს? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.