5 ეფექტური მეთოდი ალუმინის და სპილენძის სადენების საიმედოდ დასაკავშირებლად

ყველა ბინის მფლობელმა უნდა იცოდეს, სპილენძის და ალუმინის სადენების უბრალოდ გადაგრეხა კატეგორიულად არ შეიძლება. სწორედ ამიტომ, „კლასიკური“ დაგრეხა მიუღებელია. მსგავსი კავშირი ჟანგვით გემუქრება, რაც შემაერთებლის გახურებას და შემდგომ დაწვას გამოიწვევს. სპილენძის და ალუმინის სადენების დაკავშირებამ შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ყველა შესაძლო ხრიკის გამოყენება გვიწევს. Novate გიზიარებთ რამდენიმე მიღებულ მეთოდს: დაწყებული მარტივით და დამთავრებული რთულით.

1. საკლემო ტერმინალი

ალბათ, ყველაზე მარტივი და თვალსაჩინო გზა სადენების შესაერთებლად. თავისთავად, გჭირდებათ არა უბრალო საკლემო ტერმინალი, არამედ ის, რომელიც სხვადასხვა მასალის სადენის შესაერთებლად გამოდგება. ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ: სასურველი სადენი  ალუმინის ან სპილენძისთვის განკუთვნილ სწორ ტერმინალში ჩასვათ და დააფიქსიროთ.

2. სპეციალური საკლემო ტერმინალი

დღესდღეობით ყველაზე ცნობილია გერმანული წარმოების WAGO, თუმცა ალუმინის და სპილენძის სადენების შესაერთებლად შეგიძლიათ ნებისმიერი მწარმოებლის საკლემო ტერმინალი გამოიყენოთ. საბედნიეროდ, არჩევანი ფართოა. მეთოდის არსი კლასიკური საკლემო ტერმინალისგან დიდად არ განსხვავდება. ერთი იმით, რომ სპეციალური საკლემო ტერმინალი პლასტმასის ფუტლიარით დაფარულია.

3. ალუმინ–სპილენძის ჰილზი

კიდევ ერთი საკმაოდ ეფექტური და მარტივი მეთოდი ორი სხვადასხვა სადენის დასაკავშირებლად: ჰილზი–გადამყვანის გამოყენება. აქ, როგორც საკლემო ტერმინალის შემთხვევაში მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ სადენი ჰილზის სწორ ბოლოს შეუერთოთ. როგორც კი, სადენებს ჰილზში ჩადებთ, შესაფერისი ინსტრუმენტით მოწვით. ჰილზის შიგნით ნეიტრალური მასალის სადენი–ჩასადები მდებარეობს.

4. რჩილვა

სხვადასხვა მასალის სადენები შეგიძლიათ დარჩილოთ. ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ სპეციალური ფლუსი, რომელიც სპილენძის და ალუმინის სადენების უსაფრთხოდ გაერთიანებაში დაგეხმარებათ. ასეთი საშუალებაა ფლუსი ფ–64. თავიდან ალუმინის სადენს წაუსვით. ფლუსით დამუშავებული ზედაპირი უბრალოდ სარჩილით დარჩილეთ. აღწერილი პროცედურა სპილენძის სადენზე გაიმეორეთ. შემდეგ ორივე მზა სადენი ერთმანეთს დაადეთ და სარჩილით გაახურეთ. საკმაოდ გამძლე და უსაფრთხო დარჩილვა გამოვა.

5. ჭანჭიკი და ქანჩი

და ბოლოს, სხვადასხვა მასალის დასაკავშირებლად გადამყვანი შეგიძლიათ თავად გააკეთოთ. ამისთვის დაგჭირდებათ ჭანჭიკი, ქანჩი და 3 საყელური. ჭანჭიკზე პირველი საყელური დაამაგრეთ, შემდეგ მის გასწვრივ ერთი სადენი მიახრახნეთ. მეორე საყელური დააფარეთ და მჭიდროდ დააჭირეთ. ჭანჭიკზე მეორე სადენი მიახრახნეთ. შემდეგ კიდევ ერთი საყელური დაადეთ, შემდეგ მთელ კონსტრუქციას ქანჩით მოუჭირეთ. ისე გააკეთეთ, რომ სადენები საყელურს არ სცდებოდეს და ერთმანეთს არ ეხებოდეს.