6 ინოვაციური გაჯეტი, რომელიც აქტუალური ვერ გახდა

ყოველ კვირა ბაზარზე ახალი გაჯეტები ჩნდება, რომელმაც ადამიანის ცხოვრება უნდა გაამარტივოს ან გაამრავალფეროვნოს. როგორი რევოლუციურიც არ უნდა იყოს მორიგი კონცეფცია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ვინმეს დასჭირდება. სწორედ ამიტომ, ბევრი მოწყობილობა გამოუსადეგარი ხდება ან ნაკლებად მომგებიანობის გამო ბაზრიდან საერთოდ ქრება. Novate გთავაზობთ გაჯეტების ხუთეულს, რომელიც ინოვაციას წარმოადგენდა, მაგრამ აქტუალური ვერ გახდა.

1. Nexus Q

ავტორების ჩანაფიქრის მიხედვით, გაჯეტი მისაღები ოთახების უცვლელი ნაწილი უნდა გამხდარიყო. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ტელევიზორში Google Play–ს და Youtube–ს შინაარსი გადაეტანა. როგორ არ წარმოაჩინეს გუგლის მარკეტოლოგებმა თავისი შვილი, მაგრამ პოპულარული მაინც ვერ გახდა. გაჯეტის ღირებულება 300 დოლარი მომხმარებლებისთვის ზედმეტად ძვირი აღმოჩნდა.

2. Microsoft Zune

გაჯეტი ცნობილი კომპანიის მცდელობაა, რომ ადრე ხელუხლებელ ბაზარზე შესულიყვნენ. გაჯეტი 2006 წელს წარმოადგინეს, მაგრამ უმეტესად კრიტიკა მიიღო. მომხარებლებს ხმის ცუდი ხარისხი, ასევე მუსიკის შეძენის სირთულეები არ მოსწონდათ. ამან ხელი ვერ შეუშალა უსარგებლო გაჯეტს, რომელსაც ბილ გეითსი უწოდება „ოცნებას, რომელიც მომავალში გადაგიყვანთ“, რომ კიდევ 5 წელი ბაზარზე ეარსება და პროექტი შემდეგ დაეხურათ.

3. DigiScents iSmell

ზოგჯერ ფუტურისტული ტექნოლოგიების ცხოვრებაში შემოტანა კარგს არაფერს იწვევს. ასეთი წარუმატებელი მცედელობის ნათელი მაგალითია DigiScents iSmell. გაჯეტი სუნის გადაცემის ტექნოლოგიის პრაქტიკული განხორციელება იყო. არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოწყობილობა 128 არომატის კარტრიჟს შეიცავდა, რომელიც ნებისმიერ ინტერნეტ რესურს სუნს ანიჭებდა. თუმცა ასეთი მოწყობილობა არავის გამოადგა, ამიტომ პროტოტიპს საქმე არ გასცდენია.

4. კომპანია Garmin–ის გაჯეტები

2008 წელს კომპანია Garmin–მა, რომელიც GPS მოწყობილობებით იყო დაკავებული, მოულოდნელად სმარტფონების ბაზრის შევსება გადაწყვიტა და 1 წლის შემდეგ კომპანია Asus–თან თანამშრომლობით წარმოადგინა კონცეპტი G60. გაჯეტი ტექნიკურად სუსტი აღმოჩნდა. iPhone და სხვა ძლიერი სმარტფონები უფრო მოთხოვნადი იყო, ამიტომ G60–ის გაყიდვები ჩაიშალა.

5. Twitter Peek

რთული სათქმელია, რისი იმედი ჰქონდათ გაჯეტის მწარმოებლებს, რომელიც მხოლოდ Twitter–ში სასაუბროდ იყო შექმნილი. და მაინც, ჯერ კიდევ 2009 წელს დიდი ამბით წარმოადგინეს. თავისთავად, Twitter Peek პოპულარული ვერ გახდა, მით უფრო, რომ 200 დოლარი ღირდა. სიტყვაზე, გაჯეტს Amazon–ზე ახლაც იპოვით, მაგრამ უფრო საკოლექციოდ თუ გამოგადგებათ.

6. ნეტბუქი

როცა ნოუთბუქებმა ბაზარი დაიპყრეს, მწარმოებლები უფრო კომპაქტური და ხელმისაწვდომი ვარიანტის შექმნაზე დაფიქრდნენ. ასე 2007 წელს ნეტბუქი გაჩნდა. თავისი არსით, ლეპტოპსა და ტაბლეტს შორის რაღაც გარდამავალს წარმოადგენდა, ამიტომ 2009 წელს მასობრივად უკანასკნელად აწარმოეს, შემდეგ გაჯეტზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. დღეს იშვიათად რომ ვინმეს გაახსენდეს.