ღობეს თავად ვწნავ ისე, რომ მეორე დღეს არ დაიშალოს

წნელებით ღობის გაკეთება შესანიშნავი ვარიანტია ბაღის გასაფორმებად. ის ბალახს, ყვავილებს ჰარმონიულად ერწყმის და „სოფლურ“ სტილს ქმნის. წნული შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ღობედ, ასევე კლუმბის შემოსაზღვრელად ან დეკორატიულ ელემენტად. მით უფრო, წნული შეგიძლიათ თავად მოქსოვოთ. Novate გასწავლით, როგორ მოწნათ ღობე საკუთარი ხელით.

1. ჰორიზონტალური წნული

ვერტიკალური ჯოხები გალესეთ და მიწაში 20 სმ–ს დაშორებით ჩაარჭეთ. თუ დამწყები ხართ, საყრდენ ძელებზე რამდენჯერმე უფრო თხელი ვაზი აიღეთ. ქვედა ორი რიგი შეგიძლიათ მოქსოვოთ ტექნიკით „თოკი ორ რიგად“, რომ საყრდენები გაამაგროთ. ქსოვის პრინციპი სურათზეა მოცემული.

ყველაზე მთავარი: წნელები დროულად გაზარდეთ, ანუ ახალი ტოტები ჩართეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ახალი წნელი წინა წნელთან ერთად ორ ნაბიჯზე ჩაპწნათ, რომ ხვრელები არ გაჩნდეს. რამდენიმე რიგის შემდეგ, დანარჩენი რიგები ჩვეული ტექნიკით მოქსოვეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ქვემოთ საყრდენ ჯოხებს შორის ერთნაირი დაშორება დარჩეს. საიმედო ფიქსაციისთვის გარე სვეტები 3-5 ადგილას ბრუნებით მოქსოვეთ. ასე არ დაიშლება და ფორმას შეინარჩუნებს.

2. ვერტიკალური წნული

სწორედ ის ღობე „სოფლურ სტილში“, რომელიც ბუნებრივ ლანდშაფტში თვალწარმტაცად გამოიყურება. მარტივი კონსტრუქცია, მისთვის ხმელი და ხისტი ტოტებიც გამოგადგებათ. ღობის შესაქმნელად ჰორიზონტალურ საყრდენებს შორის შოთხვის, კაკლის და სხვა მცენარის ტოტებს აფიქსირებენ. ირიბად ნაქსოვი განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება, როცა ტოტები გარკვეული დახრით თავსდება.

3. კლუმბი კალათაში

კიდევ ერთი იდეა: კლუმბი მრგვალი წნულით. ამისთვის, ყვავილის გარშემო მიწაში საყრდენი ჯოხები ჩაარჭეთ. ეცადეთ, რომ კენტი რაოდენობის ჯოხები გამოიყენოთ, რომ წნულის მისაღებად ორ წნელზე გადახტომა არ მოგიწიოთ. ასეთი კონსტრუქცია ნებისმიერ ყვავილს მავნებლების და შინაური ცხოველების თავდასხმისგან დაიცავს. ღობე შეგიძლიათ გადახურვით დაასრულოთ. ამისთვის, თითოეულ წნელს მარჯვნიდან ერთი დამატებითი წნელი გაუყარეთ. შემდეგ წნულის ზემოდან მოხარეთ და შიგნიდან გარეთ გამოუარეთ. შემდეგ ისევ შიგნიდან და გარედან. ასე გააგრძელეთ, სანამ ღობის თავებს სრულად არ დახურავთ.