5 დეტალი, რომელიც ძვირადღირებულ ინტერიერსაც აუფასურებს

რემონტი დელიკატური, თან ძალიან ძვირი საქმეა. რემონტს ხშირად ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით აკეთებენ, ამიტომ შეიძლება რამდენიმე წელი გაიწელოს. Novate გიამბობთ იმ დეტალებზე, რომლებიც ინტერიერს აუფასურებენ. თუ მათ შესახებ წინასწარ გეცოდინებათ, საბოლოოდ ყველაზე აქტუალურ ინტერიერს მიიღებთ.

1. კედელზე გადმოსული ფანჯრის ფერდო

კედელზე გადმოსული ორმაგი მინის ფერდო ნიშანია, რომ რემონტი ქაოსურად და ეტაპობრივად სრულდება. ინტერიერი რომ არ გააუფასუროთ, ჯერ კიდევ რემონტის დროს ისე გააკეთეთ, რომ ფანჯრის ფერდო კედელზე არ გადმოვიდეს.

2. მისაღები ოთახის ავეჯი

მისაღები ოთახის ავეჯში ერთნაირი დივნის და სავარძლის გამოყენება გუშინდელი დღე და საბჭოთა კავშირის გამოძახილია. სჯობს სხვადასხვა ფერის და ფორმის დივანი და სავარძელი შეარჩიოთ, რომლებიც ინტერიერში ერთმანეთს ჰარმონიულად უკავშირდებიან.

3. მუქი ყავისფერი ავეჯი

მუქი ყავისფერი ავეჯი მე-20 საუკუნეა და ამით დასრულდა. ერთადერთი მიზეზი, რატომ ირჩევდნენ ადრე მუქი ფერის ავეჯს არის ის, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. ახლა შეგიძლიათ ღია ფერის ავეჯი შეიძინოთ. მუქი ფერის ავეჯს ძებნა არც დაუწყოთ, რადგან მასზე ჭუჭყი უფრო ჩანს. ეს კი, ინტერიერს აუფასურებს.

4. სამზარეულოში ჭურჭლის შესანახ სექციაში მხოლოდ მინის კარის გამოყენება

სამზარეულოს ავეჯზე მხოლოდ მინის კარის გამოყენება ბებიას სერვანტის ასოციაციას იწვევს. ახლა ტრენდშია ან მყარი კარი მინის გარეშე ან კარი მინის პატარა ფრაგმენტებით, რომლის მიღმა შენახული ნივთი არ ჩანს.

5. სამზარეულოს სექციებში მომრგვალებული ფასადები

სამზარეულოს სექციებში მომრგვალებული ფასადები გასული საუკუნეა, რაღაც 90-იანი წლებში მოდის ავეჯის რუბრიკიდან. ასეთ ფასადის არჩევას არ გირჩევთ. ნებისმიერ აქტუალურ, თანამედროვე ავეჯს, მაგიდის გარდა, სწორკუთხოვანი გეომეტრია უნდა ჰქონდეს.