თვეში 1200 ლარი ხელფასი მაქვს და სახლს ვაშენებ: გიზიარებთ ბაბუასგან მიღებულ გამოცდილებას

სახლის ასაშენებლად მინიმუმ 100 000 ლარი უნდა გქონდეთ. ეს იმ პირობით, თუ გაქვთ ადგილი, სადაც სახლის აშენებას აპირებთ. თუ ასეთი ფულის გამომუშავებას ვერ ახერხებთ, „საშუალო“ ხელფასით ამდენი თანხის დაგროვება საერთოდ შეუძლებელია. ერთი გამოსავალი არსებობს – კრედიტი, მასაც ყველას არ აძლევენ. როგორ მოვიქცეთ? Novate გიზიარებთ ერთი საზრიანი ადამიანის გამოცდილებას, რომელმაც გამოსავალი იპოვა.

„33 წლის ვარ, მძღოლად ვმუშაობ და თვეში 1200 ლარს ვიღებ. მეუღლე დიასახლისია, შვილებს უვლის, სულ 2 შვილი გვყავს. საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობთ, ჩვენი ოთახი 12 კვადრატული მეტრია. საცხოვრებელი პირობები გაუსაძლისთან ახლოსაა: სივიწროვე, სიბინძურე (საერთო საცხოვრებელია), მეზობლებს შორის ბევრი ალკოჰოლიკი, ნარკომანი და სხვა ასოციალური პიროვნება.

რა თქმა უნდა, ნორმალური საცხოვრებელი საჭიროა, მაგრამ თვეში 1200 ლარით ფულის დაგროვება არ გამომდის. კრედიტს/იპოთეკურ სესხს არ მაძლევენ. შეძლებული ნათესავები, რომლისგანაც ფულს ვისესხებდი, არ მყავს. საბედნიეროდ, ახლახანს მეუღლის ბებიამ აგარაკის ნაკვეთი გადმოგვცა. ბებია ავად არის და ნაკვეთს ვეღარ უვლის. ნაკვეთზე სახლი არაა, ასე რომ უნდა ავაშენოთ, მაგრამ როგორ, ეს ცალკე თავის ტკივილია.“

ბაბუის გამოცდილება

„ფინანსური საკითხის მოგვარებას ვერ ვახერხებ, ამიტომ ბაბუის გამოცდილებას მივმართე. თავის დროზე ბაბუამ სახლი სრულად მეორადი მასალებისგან ააშენა. მაშინ 12 წლის ვიყავი, ბაბუას სხვადასხვა მიტოვებულ ობიექტზე დავყავდი, სადაც „აგურს“, ხეს ვაგროვებდით, ლითონს ვჭრიდით და ტომრებით ღორღს, კერამზიტს და სხვა სასარგებლო სამშენებლო მასალას ვაგროვებდით. ეს ყველაფერი ძველი მისაბმელიანი მანქანით გაგვქონდა.

ჩემს შემთხვევაში, როცა რიგი მიზეზების გამო 6000 ლარზე მეტი ვერ დავაგროვე, იგივეს გაკეთება გადავწყვიტე. თავიდან დავითვალე: სახლისთვის მჭირდება ზუსტად 35 ათასი აგური, 50-60 ფუნდამეტის ბლოკი, დაახლოებით 60 მ² შიფერი, ზუსტად 60-70 მ³ სხვადასხვა დახერხილი მასალა, მათბუნებელი, ფანჯარა, კარი და ა.შ.“

ჩემი გამოცდილება

„იდეა იმიტომ გამიჩნდა, რომ რამდენიმე მიტოვებული ობიექტი ვიცი, საიდანაც სხვადასხვა სამშენებლო მასალის უფასოდ და კანონიერად წამოღება შეიძლება. მეთევზე, სოკოს შემგროვებელი ვარ და ბევრი შორეული მიტოვებული ადგილი ვიცი, სადაც „უფასოდ გამორჩენა“ შეიძლება. მაგალითად, ქალაქიდან 55 კმ–ს მოშორებით მიტოვებული სამხედრო ბაზა მდებარეობს. ამ ბაზას მესაკუთრე არ ყავს, მას შლიან როგორც ადგილობრივები, ასევე ჩემნაირი სტუმრები. ბეტონის კონსტრუქციას ვერ წამოიღებ – ერთადერთი ხიდი, რომლითაც ბაზაში შეღწევა შეიძლება, ავარიულია. აი, „წვრილმანები“ მშვიდად შეგიძლიათ წამოიღოთ. ადგილობრივი უბნის ოფიცერი საქმის კურსშია, მაგრამ ვერაფერს აკეთებს: მესაკუთრე არაა, საჩივარი არაა!

კიდევ ერთი მაგალითი: მიტოვებული პიონერების ბანაკი, სადაც 60-ზე მეტი, აგურის საძირკველზე აგებული ნახევრად დანგრეული ხის სახლებია. ამ ტერიტორიას მესაკუთრეც ყავს, რომელმაც სამშენებლო მასალების წამოღებისას „დამიჭირა“. რა თქმა უნდა, ძალიან შემეშინდა, მაგრამ მითხრა: „წაიღე რაც გინდა, მაინც თუ რამის გაკეთებას დავაპირებ, ეს ნაგავი უნდა გავიტანო“. მისთვის ეს ნაგავია, ჩემთვის სამშენებლო მასალა. ხის მასალა ძველია, მაგრამ მოლარტყვისთვის, ჭერისა და იატაკისთვის რამდენიმეს გადარჩევა მოვახერხე. აი, აგური საერთოდ იდეალურია – მშრალი ადგილია!

ამ საქმისთვის ჩემს ავტომობილზე მისაბმელი ვიყიდე, სახურავის საბარგული მოვაწყვე, გაზის საწვავზე გადავედი, გენერატორი, ამრიდი და სხვა აუცილებელი ინსტრუმენტი მოვიმარაგე. საქმე ნელ–ნელა წინ მიიწევდა და აგარაკის ეზოში სახლის ასაშენებლად მასალა დაგროვდა.“

ფასი და რატომ ვპოულობ რაღაცას

“დღემდე არსებობს ადგილები, სადაც პრაქტიკულად ნებისმიერ სამშენებლო მასალას იპოვით. როგორ მოვახერხე კაპიტალიზმის საუკუნეში, როცა გზაზე ლურსმანსაც ვერ იპოვით, მისი სადღაც პოვნა? რადგან ყველა საბჭოური მემკვიდრეობა მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი არაა. ზოგიერთი ობიექტს ნორმალური გზა არ აქვს და მძიმე ტექნიკა ვერ მიდის. ზოგიერთი შენობის დემონტაჟისთვის მუშას ვერ ქირაობენ, რადგან ირგვლივ მხოლოდ ერთი სოფელია და იქაც მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ. აქ, აგური, ფიცარი და სხვა მასალა ბევრია. გამოდის, ობიექტები კომერციული კუთხით უინტერესოა. იქედან, გასაყიდად რაიმეს წამოღება მომგებიანი არაა, აი, პირადი მიზნისთვის მნიშვნელოვანი დანაზოგია.

3 წელში სამყოფი სამშენებლო მასალები სრულად მოვიმარაგე. ჩემი სახლის ფართობი 90 მ². ზემოთ ჩამოთვლილ მასალებზე გაწეული ხარჯი, ასევე ბენზინი, ინსტრუმენტების და მისაბმელის შეძენა და მხოლოდ 12 000 ლარი დამიჯდა. მაგრამ ეს 3 წელში. რაღაცის ყიდვა მომიწია, როგორც ფუნდამენტური ბლოკები – „ათობით“ მას ვერ წამოვიღებ. და მაინც, იაფად შევიძინე. მეორადი მათბუნებელი, ჩარჩოები და კარები ძალიან დაბალ ფასად შევიძინე. სხვა დანარჩენი: აგური, ხის მასალა, შიფერი, კერამზიტი, ქვიშა და ღორღი – უფასოდ მოვიტანე.

რა თქმა უნდა, ცემენტის და სხვა აუცილებელი მასალის (მაგალითად, ლურსმანი) შეძენა მომიწევს. მაინც ვთვლი, რომ ჩემს სიტუაციაში ეს გამოსავალია. როგორც მინიმუმ, სახლს 3 წელში ავაშენებ, ამ დროში გაზის, სანტექნიკის, წყლის მილების და ა.შ. მოსაწყობად ფულის დაგროვებას შევძლებ. ასევე მარაგში გვაქვს ოთახი საერთო საცხოვრებელში, რომელსაც გავყიდით, როგორც კი საკუთარი ჭერი გვექნება. ვფიქრობ, პრობლემა არ უნდა შემექმნას. მშენებლობას წელს დავიწყებ. ჯერ მხოლოდ საძირკველია მზადა, მაგრამ მთავარია, საქმე დაწყებულია!”