პარკით ეფექტური დეკორატიული ბათქაში გავაკეთე: უფრო მარტივი მეთოდი არ არსებობს

დეკორატიული ბათქაში მოდური, თანამედროვე და უნივერსალური მეთოდია შიდა ინტერიერის გასაფორმებლად. პრაქტიკულად, ნებისმიერ ოთახში გამოგადგებათ, ბევრი ტექსტურა აქვს და ნებისმიერ ფერში შეგიძლიათ შეღებოთ. დეკორატიული ბათქაშის გაკეთება ისეთი რთული არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დღეს Novate გასწავლით ერთ მარტივ ხრიკს, რომლის დახმარებით დეკორატიული ბათქაშის გაკეთებას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს, თუნდაც შესაბამისი უნარი არ ჰქონდეს.

რატომ არის კარგი დეკორატიული ბათქაში

მთავარი უპირატესობები: დაბალი ფასი, ზედაპირის ნაკლოვანებების დაფარვა და მრავალმხრივი გამოყენება. დეკორატიული ბათქაში კარგად ჯდება როგორც თაბაშირ–მუყაოზე, ასევე აგურზე, ხის მასალასა და ლითონის ზედაპირზე. თან გამძლეა, ცვეთის მიმართ მდგრადია და ადვილად იწმინდება.

რა დაგჭირდებათ

მასალებიდან და ინვენტარიდან დაგჭირდებათ: თაბაშირის საფითხნი საბოლოო მოპირკეთებისთვის, საფითხნის მოსამზადებელი ჭურჭელი, სამშენებლო მიქსერი ან დრელი ხსნარის ამრევი საცმით, ფოლადის შპატელი „ფასადის“ (250 მმ), ფოლადის შპატელი „ნიჩაბი“ (100 მმ), საღებავი პრაიმერი და ფუნჯი, თეთრი ან გამჭვირვალე პარკი. ფერადი პარკები არ გამოიყენოთ, რადგან მათ ბათქაში შეიძლება შეღებონ.

მოქმედების წესი

პარკის დახმარებით დეკორატიული ბათქაშის წასმის პროცესი მარტივია. სანამ საქმეს შეუდგებით, ზედაპირზე ორი ფენა საღებავის პრაიმერი წაუსვით. პირველ რიგში, პრაიმერი ზედაპირს მტვერს მოაშორებს და მიკრობზარებს ამოავსებს. მეორეც, ზედაპირზე წასმული ფენის მიკრობას გააძლიერებას.

პრაიმერის გაშრობის შემდეგ შეგიძლიათ საფითხნი წაუსვათ. თავდაპირველად, ხსნარი წყალში მითითებული ინსტრუქციის მიხედვით გახსენით. თხელი, ელასტიური, სქელი არაჟნის მსგავსი მასა უნდა მიიღოთ.

ახლა მიღებული ნარევი კედელს წაუსვით. პატარა შპატელი აუცილებელია იმისთვის ვედროდან საფითხნი ამოიღოთ, რადგან დიდი შპატელი ვედროში ვერ ჩაეტევა. პატარა შპატელით საფითხნი დიდი შპატელის პირზე თანაბრად გადაანაწილეთ, შემდეგ ერთი მოძრაობით კედელს წაუსვით. ასეთი შპატელით უსწორმასწორობას გაასწორებთ. შედეგად, კედელზე 5 მმ სისქის ერთგვაროვანი ფენა უნდა მიიღოთ.

როცა საფითხნის ქვეშ 4-6 კვადრატული მეტრი ზედაპირი იქნება, სტრუქტურის ფორმირებას შეუდექით. ამისთვის პარკი დაჭმუჭნეთ და ამ ბურთით გაუმშრალ საფითხს ფრთხილად დააჭირეთ, რომ ხსნარი პარკს მიეკვრას, შემდეგ მკვეთად მოაშორეთ. მიკრული ხსნარი პარკის ზემოქმედებით მრავალრიცხოვანი უცნაური ბორცვების ფორმას მიიღებს.

ამ მარტივი მოქმედებით მიმზიდველ საფარს შექმნით, რომელსაც გაშრობის შემდეგ პრაიმერი უნდა გადაუსვათ და ნებისმიერ ფერში შეღებოთ.

თქვენ როგორ უსვამთ დეკორატიულ ბათქაშს? მოგვწერეთ, რას იყენებთ ამ მიზნით.