დეკორატიული გუბურის 7 ვარიანტი თქვენი ნაკვეთის გასაფორმებლად

დეკორატიული გუბურა ნაკვეთის ეფექტური ნაწილია, რომლითაც შეგიძლიათ სტუმრებთან თავი მოიწონოთ. წყალსატევი შეიძლება იყოს როგორც დიდი, ასევე პატარა – ეს ტერიტორიის ფართობსა და თქვენს სურვილებზეა დამოკიდებული. მხოლოდ სტანდარტული, მრგვალი გუბურათი არ შემოიფარგლოთ, რადგან უფრო უჩვეულო კომპოზიციები არსებობს, რომელთაც Novate გაგიზიარებთ.

დეკორატიული წყალსატევის თავისებურებები

გუბურა ნაკვეთზე ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს. ტერიტორიას ზონებად ყოფს, ვიზუალურ აქცენტს ქმნის და წყლის არეკვლის ხარჯზე ტერიტორიას აფართოებს. გუბურის ირგვლივ ყვავილები დარგეთ, ხოლო თავად გუბურაზე წყლის მცენარე. მაგალითად, დუმფარა, ყვითელი დუმფარა, წყლის სურო, ჭაობის ყვავილი. სანაპიროზე კარგად იზრდება ზამბახი, ლელქაში, შხაპრი, ცოცხმაგარა.

სად მოვათავსოთ გუბურა? გუბურა სჯობს ჩრდილში მოაწყოთ, რომ წყალმცენარეებს ზრდაში ხელი არ შეუშალოთ. მაგალითად, გაშლილი ხის ქვეშ. დეკორატიული თვალსაზრისით სხვა ვარიანტებიც არსებობს. მაგალითად, გუბურა შეგიძლიათ მოათავსოთ ნაკვეთის ცენტრში ან გაზონზე, კლუმბების მახლობლად, ბაღში, დასასვენებელი ზონასთან და ფანჩატურთან, ღობესთან ან კედელთან ახლოს, კიბესთან და ზონებს შორის საზღვრის სახით.

გუბურის ვარიანტები

1. მრგვალი

წყალსატევის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც ნაკვეთის სიმეტრიის ხაზგასმაში დაგეხმარებათ (თუ ასეთი ამოცანა გაქვთ) და სივრცეს ვიზუალურად გაასწორებს. როგორც ერთი დიდი გუბურა, ასევე რამდენიმე პატარა ტბორი ლამაზად გამოიყურება.

2. ფიგურული

თუ რაღაც არასტანდარტული გსურთ, ფიგურული გუბურა გააკეთეთ. ბეტონის ჩამოასხით და მოზაიკით ან ქვით გააფორმეთ. უჩვეულო გუბურა შეგიძლიათ დასასვენებელ ზონასთან ან სახლის მახლობლად მოათავსოთ.

3. მართკუთხა

ასეთი ვარიანტი კლასიკური სიმეტრიული კომპოზიციის შესაქმნელად გამოგადგებათ. გუბურა ძველებური ბაღის ატმოსფეროს კარგად ეთავსება და ქაოსურად მზარდ სიმწვანეში კონტრასტს ქმნის. მართკუთხა გუბურა მინიმალისტურ სივრცეს და გეომეტრიულ კომპოზიციებს შესანიშნავად ავსებს.

4. ბუნებრივი

სწორი ხაზების მიღება აუცილებელი არაა, რადგან ბუნებრივი ფორმა მშვენიერია იმით, რომ იდეალური არაა. გუბურა რიყის ქვით, ფილაქანით გააფორმეთ და მაქსიმალურად ბუნებრივი ეფექტი შექმენით. ასევე გუბურას შეგიძლიათ ხიდი და ველურად მზარდი მცენარეები დაუმატოთ. რაც უფრო მეტ დეტალს გამოიყენებთ, მით უფრო კარგ ვიზუალურ აქცენტს შექმნით. ასეთი გუბურა საინტერესოდ გამოიყურება.

5. არხი ან ნაკადული

ნაკვეთზე წყალსატევის სხვა ვარიანტებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, დეკორატიული ფუნქციის გარდა არხი ან ნაკადული სივრცის დაყოფაში დაგეხმარებათ. გზის პირას შეგიძლიათ მოათავსოთ, „სანაპიროებზე“ კლუმბები დარგოთ ან ალპური მთები შექმნათ. გარდა ამისა, ნაკადული სადრენაჟო ფუნქციასაც ასრულებს.

6. კასკადური

კასკადური აუზის გასაკეთებლად ბევრი ადგილი არ დაგჭირდებათ. მასშტაბურ ეფექტს კომპოზიციის იარუსებად განლაგება და წყლის ზემოდან ქვემოთ მოძრაობა ქმნის. წყალსატევი თქვენი ნაკვეთის ხიბლი გახდება და წყლის სასიამოვნო ხმებით აგავსებთ. კასკადური წყალსატევის გასაკეთებლად ტუმბო დაგჭირდებათ. მეორე ვარიანტი: წყალმომარაგების უწყვეტი სისტემის მოწყობა.

7. ჭურჭელში

თუ გუბურას ამოთხრა, მისი მოწყობა და კლუმბების დარგვა არ გსურთ, გუბურა კონტეინერში მოაწყვეთ. ამისთვის ღრმა ჭურჭელი გამოიყენეთ. ზომა – ნებისმიერი, ქოთნით, ვედროთი დაწყებული და მინი აბაზანით ან დიდი თასებით დამთავრებული. მთავარია, ჭურჭელი ბაღის მთავარი კომპოზიციიდან ამოვარდნილი არ იყოს. კონტეინერის ძირში ფირი დააფინეთ და კენჭები ჩაყარეთ. იმპროვიზირებულ გუბურაში წყლის შროშანი მოათავსეთ. გუბურა ზაფხულში რამდენჯერმე უნდა გამოცვალოთ. ზამთარში წყალი უბრალოდ გადაასხით, ხოლო მცენარე გრილ ადგილას გაიტანეთ.