6 მაგარი იდეა უცხოური ინტერიერის სტილში აივნის გასაფორმებლად

აივანი უსარგებლო ნივთების საწყობი უკვე დიდი ხანია აღარაა. ახლა აივანი მოდური და მყუდრო ლაუნჯის ზონაა, სადაც დასვენება, დროის მხიარულად გატარება და საკუთარი ორანჟერეას მოწყობა შეგიძლიათ. თუ არ იცით, როგორ გააფორმოთ აივანი, Novate შთაგონებისთვის 6 იდეას გთავაზობთ. იტალიის, შვედეთის, გერმანიის, პოლონეთის, ნორვეგიის და სინგაპურის ტრადიციულ ინტერიერს გადახედეთ და თქვენი სახლისთვის შთაგონება იპოვეთ.

1. იტალიური სტილი

იტალიელები აივანზე დროის გატარებაზე გიჟდებიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ სახლში კონდიციონერის დაყენება შეუძლებელია. საღამოობით ყვავილების ქოთნების ირგვლივ ვახშობენ და ისვენებენ. აქ, ოჯახურ შეკრებას და მეგობრებთან შეხვედრას აწყობენ, ამიტომ 4 დასაჯდომი ადგილი მინიმუმ უნდა იყოს. იტალიელების საყვარელი დეკორი: კედლის ნათურები ან გირლანდი–ფარნები. მთავარია, აივანზე მაქსიმალურად მყუდრო ატმოსფერო იყოს.

2. ნორვეგიული სტილი

ნორვეგიაში ნივთების საწყობად აივნის გამოყენება მიღებული არაა. მათთვის ეს სუფთა ჰაერზე დასასვენებელი ადგილია, სადაც მზის სხივების ქვეშ დაჯდომა და ქუჩაში მჩქეფარე ცხოვრების ყურება შეიძლება. პატარა აივანზეც რამდენიმე ყვავილის ქოთნის და დასაკეცი სკამის დადებას ახერხებენ. თუ სივრცე საშუალებას აძლევთ, ლაუნჯის ზონაში რბილი სავარძელი, დივანი და პატარა მაგიდა გააქვთ. ნორვეგიული აივანი არანაკლებ მოდური და მინიმალისტურია, ვიდრე თავად ბინა.

3. გერმანული სტილი

გერმანელები ბაღში ფუსფუსზე გიჟდებიან და აივანზე სიმწვანის შექმნას ცდილობენ. თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან მეზობლებმა შეიძლება წყლის ჩამოსვლის ან მცენარეების ჩრდილის გამო გიჩივლონ. თუ იტალიაში აივანი ხმაურიანი წვეულების ადგილია, გერმანიაში აქ, დროს დილით ატარებენ. გერმანელები კანონს მკაცრად იცავენ, ამიტომ 22:00 საათის შემდეგ ცდილობენ არ იხმაურონ. აივანს ლამაზი ტექსტილით აფორმებენ. მაგალითად, ხალიჩებით, დეკორატიული ბალიშებით, პლედებით, ზოგჯერ ფარდებით განმარტოებსთვის.

4. პოლონური სტილი

ბევრ პოლონურ მაღალსართულიან კორპუსში აივანი შემინული არაა, ხოლო ბინის მაცხოვრებლებს პროექტის შეცვლა არ შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ისღა დარჩენიათ სივრცე დასასვენებელ ზონად გამოიყენონ. პოლონელებს აივანზე ყვავილების ქოთნები და ბაღის ავეჯი გააქვთ. თუ მცენარის გაზრდის სურვილი და დრო არ აქვთ, პლასტმასის პროდუქტებს ან ერთწლიან მცენარეებს იყენებენ. ზამთარში საკმარისია ყვავილები გადაყაროთ და არ იფიქროთ იმაზე, თუ სად მოათავსოთ ბინაში. გაზაფხულზე შეგიძლიათ ახალი მცენარე შეიძინოთ და აივნის კონცეფცია სრულად შეცვალოთ.

5. შვედური სტილი

ბევრი შვედი ბინის გაფორმებისას ლაგომის ფილოსოფიას იყენებს. მისი მთავარი პრინციპი ასე ჟღერს „ზუსტად იმდენი, რამდენიც საჭიროა“. შვედური სტერეოტიპი წონასწორობის, ზომიერების და სხვებზე ზრუნვის გრძნობას ეფუძნება. როგორ ვლინდება აივნის გაფორმებაში? პირველ რიგში, ყველაფერი ზედმეტი მოიშორეთ და მით უფრო აივანი საწყობად არ გამოიყენოთ. ახლა სახლში ბუნება შემოუშვით. ამ მიზნით შვედები ხის ავეჯს, ოთახის მცენარეებს, ენერგის დამზოგავ ნათურებს იყენებენ. მყუდრო გარემოს შესაქმნელად გირლანდებს და ნათურებს იყენებენ. ტექსტილის ნაწარმი აუცილებლად შეარჩიეთ, თუნდაც აივანზე მხოლოდ ერთი სკამის დადგმა შეძლოთ.

6. სინგაპურული სტილი

აზიური ეგზოტიკა ტროპიკული მცენარეების მოყვარულებს მოეწონებათ. სინგაპურელები მრავალსართულიანი კორპუსების გამწვანებაზე გიჟდებიან. ამისთვის მონსტერას, პალმას და სხვა დიდ ყვავილებს იყენებენ. კლიმატი საკმაოდ ტენიანი და ცხელია, ამიტომ ბინის მაცხოვრებლებს აივანზე ზღვის ქოლგა გააქვთ. სხვათა შორის, ასეთი ხრიკი ჩვენთანაც გამოგადგებათ, განსაკუთრებით +30 – +40 გრადუს სიცხეში. სინგაპურელები შავ–თეთრ ინტერიერს ხშირად ქმნიან, რადგან მათ ფონზე კაშკაშა მწვანე განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება.