
კეიპტაუნის (სამხრეთ აფრიკა) მიმდებარედ ბუნებრივ უბანში დიდი ნაკვეთის მფლობელი, რომელმაც მდიდრული ვილა შეიძინა, მიხვდა, რომ სრული ბედნიერებისთვის ხეზე სახლი აკლდა, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. ადგილობრივმა სამშენებლო კომპანიამ, რომელიც ეგზოტიკური ობიექტების შექმნაზე მუშაობს, მისი ფანტაზიები რეალობად აქცია. პროექტის ავტორებმა შექმნეს უცნაური სახლი თანამედროვე ინტერიერით და მაღალი კომფორტით, რომელიც უფრო მიმდებარე ხეების ტანს ჰგავს.
რას არ აკეთებენ ადამიანები, რომ ბავშვობის ოცნება აისრულონ, მით უფრო, თუ ფული და შესაძლებლობა აქვთ. Novate–მ არაერთხელ გაგაცნოთ ბავშვური ფანტაზიების განხორციელების შთამაგონებელი ისტორიები, მაგრამ ეს პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
კეიპტაუნთან ახლოს, თვალწარმტაც ბუნებრივ ზონაში, სადაც სასახლის ფანჯრიდან ჩანს, როგორ ერწყმის ატლანტის და ინდოეთის ოკეანეები, ასევე კონტინენტის ყველაზე ცნობილი მთა, ორიგინალური ხის სახლი გაჩნდა. სახლი კომპანია Malan Vorster Architecute Interior Design–მა შექმნა, რომელმაც დიდი ნაკვეთის მდიდარი მფლობელიდან შეკვეთა მიიღო. მფლობელს მდიდრული სასახლის აშენების შემდეგ ბავშვობის ოცნების ახდენა სურდა. როგორც აღმოჩნდა, მას სრული ბედნიერებისთვის ხეზე პატარა სახლი აკლდა, რომელიც ვერფის მცენარეულობას ჰარმონიულად შეერწყმოდა და განმარტოებული თავშესაფარი გახდებოდა.
რა თქმა უნდა, მას ხეზე სახლი პირობითად ეწოდება, რადგან ლითონის ხიმინჯებით არის გამაგრებული, თავად უფრო მიმდებარე ხეების ტანს ჰგავს. ეს გარემოება მის ღირსებებს არ ამცირებს, უფრო, პირიქით.
კონსტრუქციული მახასიათებლები: სახლი, რომელსაც Treehouse Paarman ეწოდა, 4 ცილინდრული კოშკისგან შედგება, რომელიც ცენტრალურ ფოლადის სვეტზეა მიმაგრებული. მიწაზე ზეწოლის შესამცირებლად და იმის შესაგრძნებად, რომ ობიექტი ხეების ტოტების დონეზე მდებარეობს, მაღალ ხიმინჯებზე დაამონტაჟეს. იმის მიუხედავად, რომ სახლის გეგმაში ცილინდრები გვხდება, ისინი ერთმანეთს ისე უკავშირდება, რომ შედეგად სამხრეთ ბზრიალას (სპირალური გალაქტიკა დიდი დათვის თანავარსკვლავედში) სქემა გამოდის.
სტრუქტურა ტყეს მაქსიმალურად შეუმჩნევლად რომ შერწყმოდა, ექსტერიერი წითელი კედრის მსუბუქი ვერტიკალური ფიცრებით გააფორმეს, რომელიც ხის ტანს ჰგავს. ყველა ხის საფარი დაუმუშავებელია, რომ დროთა განმავლობაში ბუნებრივი ელფერი მიიღოს და მიმდებარე ხეების ფერს დაემთხვეს.
მოულების ვერტიკალურმა წყობის ხარჯზე ბუნების წიაღში კომფორტულად დასასვენებლად ყველა აუცილებელი ზონა შექმნეს. პირველ დონეზე „ტყის ველობი“ მდებარეობს, სადაც გვხდება მისაღები ოთახი გამჭვირვალე კედლებით. ასე თვალწარმტაცი ბუნებით ტკბობა უსასრულოდ შეგიძლიათ. ნახევრადწრიული ნაკვეთური, რომელსაც გასავლელი მისაღები ოთახიდან აქვს, გაფორმებულია პატიოს პრინციპით, სასადილო ზონით და ბაღის ავეჯით.
დახვეული კიბე, რომელიც ყველა დონეს უჩვეულოდ აერთიანებს, დაგეხმარებათ, რომ საძინებელში მოხვდეთ, რომლის გვერდით კეთილმოწყობილი სააბაზანო ოთახი მდებარეობს. შესანიშნავი ადგილია, რომ ოცნების სახლში მოდუნდეთ. საძინებლიდან ნახევრად დახურულ ტერასაზე შეგიძლიათ მოხვდეეთ. მობილური საფარი, რომელიც ცილინდრის მოდულს ფარავს, თავისუფალი სივრცე იქმნება და საჭირო ადგილებში კონფიდენციალობას უზრუნველყოფს, რომ მფლობელებმა მოდუნება შეძლონ.
მესამე დონეზე ტერასა მდებარეობს, საიდანაც მთის ფერდობებსა და ანტლანტისა და ინდოეთის ოკეანეებზე ფანტასტიკური ხედი იშლება. ტერასა ნაკვეთის ყველაზე მაღალი წერტილია, ასე რომ პეიზაჟით ტკბობა უსასრულოდ შეგიძლიათ. მით უფრო, დასასვენებლად კეთილმოწყობილი ზონა მდებარეობს, სადაც ვარსკვლავების ქვეშ რომანტიკული ვახშამი შეგიძლიათ მოაწყოთ ან მათრობელა ყავით განთიადს შეხვდეთ.